ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარიამა...
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2011


ამინე.!


შენ, შენ, მაინც ვერ მოგლევ.
ან სითეთრე რათ გინდა, ისე მეთავხედები,
თავდახრილი მაყუდებ, ქვეყნის ყველა კუთხესთან.
დავიტოვე მიგნებად ორი მუნჯი კედელი.
მუხლის თავი და მაინც გადავედი ტუჩებთან.
გადავტენე საფეთქლის ორი მღვრიე ფანჯარა,
შუბლთან ძარღვის სიწვრილემ – ხმაში გამომიჟონა.
ამერია დღეები, უტიფარო ქალო და....
შენ შენ – შენ შენ – შენ მაინც ვერ გითხარი გულწრფელად.
რომ, ვნებების ჯარია ჩემში ძარღვზ ეუგრძესი,
რომ, შენს ფიქრებს ფანჯრიდან უთვალთვალებს ამინე,
რომ, არასდროს წუხდები როცა მოგესუსხები
და – რომ, ჯვრიდან ამ თვეში სამჯერ ჩამომალურსმნე.
შემოგეხსნა საკინძე – ოქროსფერი თასმები,
დაგინახავ შიშველს და, სისხლიც მელნით ივსება,
ნეტავ ისე გაწვიმდეს...დამემარხოს თვალები.
არ მეცალოს შენი თქმით  „ მივყვე დროის დინებას“
რაა საოცარი რა! ვინ და, მე – უცნაური ???
თავხედობაც გეყოფა ტერფიდან რომ ცოდვას გბან
ანდა... რაღა სინდისზე...აქ დამემსხვრას მუზები.
არამესმა მომესმა, მინდა შენი ღიმილი,
გამოვაკრა მცხუნვარე მზეს თვალების არევად,
შენი ჩურჩულ–ჩურჩულით, ჩემი თუთუნ–თუთუნით,
საოცარი რამ მინდა... საომარი სვლა მინდა.
მოგიშორებ ალბათ და, და თუ მაინც ვერ მოგწყდი,
გეოცები სასთუმალს თვალებს როგორ უნაბავ,
აიწყვიტე მერედა, სადაც თქმასაც არ გიშლი,
იქვე უნდა მიხვდე რომ ამელესო ვნებებად.
                  .............................
მოდიიი, დაგიყვავილო,
შენ არ გინდა სითეთრე,
ხორბლისფერო მაისო,
სხვისთვის ვერ გაგიოცე.


candy. 2011.19.07

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები