 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 25 ოქტომბერი, 2011 |
კარგა ხანია, რაც შენს თავს ებრძვი, დუმილის ქვებს კი უბით მიათრევ. იმის გამო, რომ ხმამაღლა ვერ თქვი ის, რაც მიგაჩნდა შიშველ სიმართლედ... თუმც, თავს გახსენებს მძიმე მარყუჟი, ყელზე რომ მოგდეს, ნიშნად მონობის. შენც ადექი და წლობით გაყუჩდი, და გაუწექი ყოფას ბოლომდე. გზარავდა სახე ფსევდო-ელიტის, თვალში რომ გჩრიდნენ ყოველ ცისმარე, ყველა მზაკვრობის ნახე ზენიტი, გულში დანად რომ გამოგიტარეს... და ერთხელ გკითხა შვილმა მარტივად, ნართაულის და კიბვის გარეშე: -ნუთუ, ეგ თმენა ამ ყოფად ღირდა, თუ ვერ უყურებ შენს თავს თვალებში... შვილთან კი არა, შენს თავთან გიწევს ამ დუმილისთვის თავის მართლება. სხვამ განიკითხოს სხვის თვალში ბეწვი, მე ვიწყებ ჩემი დირეს გათრევას... არაფერია იმაზე ძნელი სულს რომ შემოხსნი შიშის არტახებს. არ გადახტეო შენს თავზე ზევით, მე კი ვცადე და მაინც გადავხტი...
სიბერე ქსოვდა მოხუცი მოგონების უთბილეს თავშალს, იდგა ამინდი წვიმიანი, არც ისე ცივი. ამბის მთხრობელი შორიახლო წამლადაც არ ჩანს, კედლის სურათებს ფერი ადევთ სახეზე ცვილის... უხმოდ დადიან ოთახებში ლანდები ხსოვნის, დროც უსათვალოდ ბორიალობს ჩაკეტილ წრეში. კარგა ხანია, რაც ამ სახლში ცხოვრობენ ორნი, სიკვდილ-სიცოცხლე ოდითგანვე დადგენილ წესით... ცამდე ვერ აღწევს მილეული კერიის სითბო, არ ეგებება სიხარულით წინკარი ნაგრამს. სიმარტოვეა თავიც, ბოლოც ცხოვრების თითქოს, ის მიგაცილებს ბოლო გზაზეც, ქარონის ნავთან... თავს რა ამაოდ იყტუებდა ლოდინი შარშან, დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა. -სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
25. ახალი ვარ ამ ,,საიტზე''.... დღეს მთელი დღეა ვზივარ ორი საათის შემდეგ, ვკითხულობ ლექსებს და ამ მომენტამდე ვერ მივაგენი ისეთ ლექსს, რომელიც მომეწონებოდა, იქნებოდა სულიდან წამოსული, სითბოთი სავსე... მოკლედ, ერთს ვიტყვი რა____წერეთ, რაც შეიძლება მეტი წერეთ რომ დამწყებებმა წავიკითხოთ და ვისწავლოთ..... მადლობა...(F) ახალი ვარ ამ ,,საიტზე``.... დღეს მთელი დღეა ვზივარ ორი საათის შემდეგ, ვკითხულობ ლექსებს და ამ მომენტამდე ვერ მივაგენი ისეთ ლექსს, რომელიც მომეწონებოდა, იქნებოდა სულიდან წამოსული, სითბოთი სავსე... მოკლედ, ერთს ვიტყვი რა____წერეთ, რაც შეიძლება მეტი წერეთ რომ დამწყებებმა წავიკითხოთ და ვისწავლოთ..... მადლობა...(F)
24. დუმილის ქვებს კი უბით მიათრევ - უძლიერესია!!! ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა... - სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად!!! არაჩვეულებრივია!!!! +5 55555555555555555555555555555 დუმილის ქვებს კი უბით მიათრევ - უძლიერესია!!! ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა... - სიტყვები არ მყოფნის ემოციის გადმოსაცემად!!! არაჩვეულებრივია!!!! +5 55555555555555555555555555555
23. შვილთან კი არა, შენს თავთან გიწევს ამ დუმილისთვის თავის მართლება....
ძალიან მომწონს თქვენი ლექსები:* ++++ შვილთან კი არა, შენს თავთან გიწევს ამ დუმილისთვის თავის მართლება....
ძალიან მომწონს თქვენი ლექსები:* ++++
22. -ნუთუ, ეგ თმენა ამ ყოფად ღირდა, თუ ვერ უყურებ შენს თავს თვალებში... შვილთან კი არა, შენს თავთან გიწევს ამ დუმილისთვის თავის მართლება.
-სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა საუკეთესოა ++ -ნუთუ, ეგ თმენა ამ ყოფად ღირდა, თუ ვერ უყურებ შენს თავს თვალებში... შვილთან კი არა, შენს თავთან გიწევს ამ დუმილისთვის თავის მართლება.
-სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა საუკეთესოა ++
21. 555
ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა... საოცრად არის გადმცემული ფიქრები და ემოცები. მეც დამაფიქრა და ემოციები მომიტანა
555
ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა... საოცრად არის გადმცემული ფიქრები და ემოცები. მეც დამაფიქრა და ემოციები მომიტანა
20. აიტ მოვიდა კოსტა :)
კარგია! აიტ მოვიდა კოსტა :)
კარგია!
19. თავს რა ამაოდ იყტუებდა ლოდინი შარშან, დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა.:(
ვეღარ იტანს ჩემი ბებერი გული ამდენ სევდას :(
მომწონს ორივე, როგორც ყოველთვის. თავს რა ამაოდ იყტუებდა ლოდინი შარშან, დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა.:(
ვეღარ იტანს ჩემი ბებერი გული ამდენ სევდას :(
მომწონს ორივე, როგორც ყოველთვის.
18. 17. სიმარტოვეა თავიც, ბოლოც ცხოვრების თითქოს, ის მიგაცილებს ბოლო გზაზეც, ქარონის ნავთან...
შენ რაღა გიყო, სიცოცხლევ, ლოდინით გადანისლულო, არც თუ ისეთი რამე ხარ, მეორედ კიდევ გისურვო!
შატილიონი. 2011-11-03 18:47:14
ბატონო ელდარ,ეს რა კარგი ლექსი დაგიწერიათ შეფასებად და პასუხად. პატივად ჩავთვლი, თუ ჩემი ლექსი იქცა თქვენი შთაგონების წყაროდ ... 17. სიმარტოვეა თავიც, ბოლოც ცხოვრების თითქოს, ის მიგაცილებს ბოლო გზაზეც, ქარონის ნავთან...
შენ რაღა გიყო, სიცოცხლევ, ლოდინით გადანისლულო, არც თუ ისეთი რამე ხარ, მეორედ კიდევ გისურვო!
შატილიონი. 2011-11-03 18:47:14
ბატონო ელდარ,ეს რა კარგი ლექსი დაგიწერიათ შეფასებად და პასუხად. პატივად ჩავთვლი, თუ ჩემი ლექსი იქცა თქვენი შთაგონების წყაროდ ...
17. სიმარტოვეა თავიც, ბოლოც ცხოვრების თითქოს, ის მიგაცილებს ბოლო გზაზეც, ქარონის ნავთან...
შენ რაღა გიყო, სიცოცხლევ, ლოდინით გადანისლულო, არც თუ ისეთი რამე ხარ, მეორედ კიდევ გისურვო! სიმარტოვეა თავიც, ბოლოც ცხოვრების თითქოს, ის მიგაცილებს ბოლო გზაზეც, ქარონის ნავთან...
შენ რაღა გიყო, სიცოცხლევ, ლოდინით გადანისლულო, არც თუ ისეთი რამე ხარ, მეორედ კიდევ გისურვო!
16. -ნუთუ, ეგ თმენა ამ ყოფად ღირდა, თუ ვერ უყურებ შენს თავს თვალებში...
-სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ვეთანხმები თეას... -ნუთუ, ეგ თმენა ამ ყოფად ღირდა, თუ ვერ უყურებ შენს თავს თვალებში...
-სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ვეთანხმები თეას...
15. ქსოვდა მოხუცი მოგონების უთბილეს თავშალს, იდგა ამინდი წვიმიანი, არც ისე ცივი. ამბის მთხრობელი შორიახლო წამლადაც არ ჩანს, კედლის სურათებს ფერი ადევთ სახეზე ცვილის..+++ ქსოვდა მოხუცი მოგონების უთბილეს თავშალს, იდგა ამინდი წვიმიანი, არც ისე ცივი. ამბის მთხრობელი შორიახლო წამლადაც არ ჩანს, კედლის სურათებს ფერი ადევთ სახეზე ცვილის..+++
14. ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ახლა უკვე მეორეც...:) ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ახლა უკვე მეორეც...:)
13. ორივე მომეწონა. ორივე მომეწონა.
12. სხვამ განიკითხოს სხვის თვალში ბეწვი, მე ვიწყებ ჩემი დირეს გათრევას... არაფერია იმაზე ძნელი სულს რომ შემოხსნი შიშის არტახებს. არ გადახტეო შენს თავზე ზევით, მე კი ვცადე და მაინც გადავხტი...
განსაკუთრებით კარგია პირველი
-სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ეგდოს იქ :D მოგიკითხეთ :) სხვამ განიკითხოს სხვის თვალში ბეწვი, მე ვიწყებ ჩემი დირეს გათრევას... არაფერია იმაზე ძნელი სულს რომ შემოხსნი შიშის არტახებს. არ გადახტეო შენს თავზე ზევით, მე კი ვცადე და მაინც გადავხტი...
განსაკუთრებით კარგია პირველი
-სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ეგდოს იქ :D მოგიკითხეთ :)
11. ვერცერთ ვერ გამოვარჩევ, ორთავე საუკეთესოა თემისა და შინაარსითაც. ვერცერთ ვერ გამოვარჩევ, ორთავე საუკეთესოა თემისა და შინაარსითაც.
10. სხვამ განიკითხოს სხვის თვალში ბეწვი, მე ვიწყებ ჩემი დირეს გათრევას... არაფერია იმაზე ძნელი სულს რომ შემოხსნი შიშის არტახებს. არ გადახტეო შენს თავზე ზევით, მე კი ვცადე და მაინც გადავხტი... ისეთი რამ მიქნა ახლა ამ სტრიქონებმა, რა გიტხრა, ძალიან ამაღელვა_ამაფორიაქა, მეორე ლექსთან უკვე ვეღარ მივედი...:) სხვამ განიკითხოს სხვის თვალში ბეწვი, მე ვიწყებ ჩემი დირეს გათრევას... არაფერია იმაზე ძნელი სულს რომ შემოხსნი შიშის არტახებს. არ გადახტეო შენს თავზე ზევით, მე კი ვცადე და მაინც გადავხტი... ისეთი რამ მიქნა ახლა ამ სტრიქონებმა, რა გიტხრა, ძალიან ამაღელვა_ამაფორიაქა, მეორე ლექსთან უკვე ვეღარ მივედი...:)
9. კარგი ლექსებია...5 მეორე უფრო, თან ჭაც არის ნახსენები...:) კარგი ლექსებია...5 მეორე უფრო, თან ჭაც არის ნახსენები...:)
8. ლექსებთან ერთად, ფლე-შის კომენტარი მომეწონა.
ლექსებთან ერთად, ფლე-შის კომენტარი მომეწონა.
7. კარგებია, მომეწონა ++ კარგებია, მომეწონა ++
6. თანანა, ძვვირფასო! გულწრფელად მინდა ახლა დავსძინო, ძალიან კარგი პოეტი ხარ.პოეტესა მინდოდა დამეწერა, მაგრამ კალამი თუ კლავიში, (არც კი ვიცი, ამ მომენტში როგორ ვთქვა,) გამექცა და ეს ყველაფერი შენმა ვაჟკაცურმა ლექსებმა ჩამადენინა. ვარდში გრიგალიო, გოგლასი არ იყოს, ისეა შენს ლექსებშიც...მხიბლავს ხოლმე ჯანყი, ზავთი და პროტესტი.გაიხარე, კეთილო. თანანა, ძვვირფასო! გულწრფელად მინდა ახლა დავსძინო, ძალიან კარგი პოეტი ხარ.პოეტესა მინდოდა დამეწერა, მაგრამ კალამი თუ კლავიში, (არც კი ვიცი, ამ მომენტში როგორ ვთქვა,) გამექცა და ეს ყველაფერი შენმა ვაჟკაცურმა ლექსებმა ჩამადენინა. ვარდში გრიგალიო, გოგლასი არ იყოს, ისეა შენს ლექსებშიც...მხიბლავს ხოლმე ჯანყი, ზავთი და პროტესტი.გაიხარე, კეთილო.
5. ახლა ვკითხულობდი თქვენს ლექსს და თქვენი კომენტარიც გაჩნდა, რა საინტერესო დამთხვევაა :) "ქსოვდა მოხუცი მოგონების უთბილეს თავშალს"
"დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა. -სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა..."
რა კარგი ქალბატონი ბრძანდებით :* ახლა ვკითხულობდი თქვენს ლექსს და თქვენი კომენტარიც გაჩნდა, რა საინტერესო დამთხვევაა :) "ქსოვდა მოხუცი მოგონების უთბილეს თავშალს"
"დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა. -სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა..."
რა კარგი ქალბატონი ბრძანდებით :*
4. მადლობა მათ, ვინც მკითხულობს და რადგან "მასავიკი" არ ვარ, ჩემთვის სამი გამორჩეული ინდივიდის შეფასებაც სავსებით საკმარისია... პ.ს. "დევეძალოთ საშუალოს" კონტიგენტისთვის გრძელვადიანად ვარ გასული მომსახურების ზონიდან... მადლობა მათ, ვინც მკითხულობს და რადგან "მასავიკი" არ ვარ, ჩემთვის სამი გამორჩეული ინდივიდის შეფასებაც სავსებით საკმარისია... პ.ს. "დევეძალოთ საშუალოს" კონტიგენტისთვის გრძელვადიანად ვარ გასული მომსახურების ზონიდან...
3. მაგრებია კი, ჰ-ალალად! მაგრებია კი, ჰ-ალალად!
2. ორივე კარგია.პირველი სუბიქტურად უფრო.. თავს რა ამაოდ იყტუებდა ლოდინი შარშან, დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა. -სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
ორივე კარგია.პირველი სუბიქტურად უფრო.. თავს რა ამაოდ იყტუებდა ლოდინი შარშან, დააპურებდა თბილი სიტყვის სულ ერთი იჯრა. -სულის ჭაში კი დამრწყულები იმედიც დაშრა, - ამოიოხრა სიბერემ და კუთხეში მიჯდა...
1. მოკითხვა და მოწონება! მოკითხვა და მოწონება!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|