ან უნდა მწამდე, ან გავლოთდე ან უნდა ვწერო, როგორმე გულს რომ შევუკერო ტყვიის წაღები, არ გინდა – არა, რათქმაუნდა, მე უნდა ვთელო ყოველღამ შენით ნამთვრალები სახის ნაკვთები.
და ჰგავდი ციურს,ან ქვესკნელში სინათლის გამას, ტანი გაქვს უფრო უანგარო ვიდრე აზრები. წუხელ მე შენი ხელი მსურდა,ვნების გაჭიმვად, მაგრამ შენ მაინც ნაორსულარ ქარს გადაჰყევი.
თვრები და ატყობ გაორებას, აზრის კარგვას და თეთრი მაჯები აგევსება ხმელი ძარღვებით, სისხლი ამაღამ ნეტარების მოტივს დაკარგავს, ისე მოვალ და ჩუმად ტანში შეგეპარები.
ჩუმი ორგია, გახვითქული წელი და შუბლი, ორი კვირაც და დამთავრდება სულის გალეშვა, არ მინდა ფიქრი ნირწამხდარი, საყვარლის თმები, ტანზე რომ მაინც უმოძრაოდ მაჩვევს აკლებას.
მაინც მიმატებს საფიქრალს და ვატყობ არ დამრჩა. სხვა ხსნა,სხვა ფიქრი, ორიოდე სიტყვაც სათქმელი. მოდი მომენდე აღარ გქონდეს ვნება ნატვრად და ძალაგამოცლით დამასვენე ცვილის თვალები.
მინდა მათბობდე დავიბადე ქვეყნად ქალად და.... სანამ ვისუნთქებ ტანზე მეცვას შენი მკლავები.
candy.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მერიამ რატო ვერ ვაფასებ ლექსს? არადა მომეწონა : ) მერიამ რატო ვერ ვაფასებ ლექსს? არადა მომეწონა : )
7. მინდა მათბობდე დავიბადე ქვეყნად ქალად და.... სანამ ვისუნთქებ ტანზე მეცვას შენი მკლავები. ++ ძალიან მომეწონა :) მინდა მათბობდე დავიბადე ქვეყნად ქალად და.... სანამ ვისუნთქებ ტანზე მეცვას შენი მკლავები. ++ ძალიან მომეწონა :)
5. ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები!! ბრავოო!!
წარმატებები და წარმატებები!!
პატივისცემით ბოლერო(დიოსკურიელი)
ჩემი მხურვალე აპლოდისმენტები!! ბრავოო!!
წარმატებები და წარმატებები!!
პატივისცემით ბოლერო(დიოსკურიელი)
4. ~მინდა მათბობდე დავიბადე ქვეყნად ქალად და.... სანამ ვისუნთქებ ტანზე მეცვას შენი მკლავები.~ ~მინდა მათბობდე დავიბადე ქვეყნად ქალად და.... სანამ ვისუნთქებ ტანზე მეცვას შენი მკლავები.~
3. ნეტა რას გვეუბნება ავტორი :|
"ჩუმი ორგია" მაინც მომაკვდინებელი იყო... ნეტა რას გვეუბნება ავტორი :|
"ჩუმი ორგია" მაინც მომაკვდინებელი იყო...
2. და ჰგავდი ციურს,ან ქვესკნელში სინათლის გამას და ჰგავდი ციურს,ან ქვესკნელში სინათლის გამას
1. ან უნდა მწამდე, ან გავლოთდე ან უნდა ვწერო, იწამე და წერე :D
კარგი მელოდია აქვს ან უნდა მწამდე, ან გავლოთდე ან უნდა ვწერო, იწამე და წერე :D
კარგი მელოდია აქვს
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|