სილამაზე სარკეა, ნამდვილი სარკე. დიახ, არ გჯერათ? რაც არ უნდა მოხდეს, კარგი თუ ცუდი, ირეკლავს და ესახება სახეზე – სიხარულიც და ტკივილიც. სი განსაკუთრებით მგრძნობიარე ფენომენია. ყველას მწუხარება მისი მწუხარებაა და ყველას სიხარული– მისი საკუთარი სიხარული. ამიტომაც, დადის სილამაზე და აგროვებს პატარ–პატარა სიხარულებს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, დიდ სიხარულად იქცევა და ისევ სხვებს უნაწილებს. თავად სიხარულის გარდა არაფერს ითხოვს, და თუ არ არის, მაინც სიხარულის, დადებითის დანახვას ცდილობს ყველაფერში. ასე ყოფილა თურმე. მერე სხვებიც – ახლობლები, მისი თვალით რომ ხედავებ სამყაროს, ხარობენ და უხარიათ, რადგან ცხოვრება მშვენიერი ყოფილა, მართლაც მშვენიერი. აი, სილამაზის და მისი არსის ფილოსოფია – ჯერ თვისი ხილვით დაატკბოს მნახველი და მერე, კიდევ უფრო ღრმა აზრი – თვისი ხედვა გაუზიაროს – (სილამაზეს ხედვაც ლამაზი აქვს), და ისეთივე ლამაზი დაანახოს სხვებს ეს ქვეყანა, როგორსაც თავად ხედავს და ამით კიდევ და ამჯერად ნამდვილად გა–ა–ლა–მაზოს ირგვლივ არემარე. აი, მისი საოცარი ნიჭი და უნარი. სილამაზეს ძალა აქვს, სასწაული ძალა, რითაც ის ყველას და ყველაფერს ერევა და რაც მთავარია, იმ ყველაფერსაც უნდა, რომ მოერიოს და მისი მონა–მორჩილი იყოს, რადგან სილამაზეზე მშვენიერი და სასურველი ბატონი ამქვეყნად არ დაბადებულა. ის ბატონიც არ არის, უბრალოდ, მას ყველა ემსახურება, ოღონდ საკუთარი სურვილით, ძალდაუტანებლად, უნებლიედ და დიდი სიხარულით. ღმერთო ჩემო! რა მშვენიერია ეს ყველაფერი! მაინც, რა მადლია ეს სილამაზე, შენგან მოვლენილი?! მაგრამ სილამაზე მარტო სარკე როდია – იგი შეიძლება იყოს ირგვლივ ყველაფრის ამრეკლავი, თუმცა შესაძლოა, იყოს თავისი განსაკუთრებული რეალობის შემომთავაზებელი, რომელიც ბევრს ღიმს მოგვრის სახეზე, მაგრამ ყველასთვის სასურველი და მოსაწონი იქნება, რადგან ჯერ არ დაბადებულა ამქვეყნად კაცი, რომელსაც არ სურს, სიცოცხლე იმაზე მშვენიერი იყოს, ვიდრე ეს თავად ჰგონია, ამიტომაც ჯერ არ დაბადებულა კაცი, ვინც სილამაზეს უგულვებელჰყოფს , მის სიახლოვეს არ ნატრობს და მისით არ ხარობს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. მადლობა ყველაას... მუხას ვეთანხმებიი... მადლობა ყველაას... მუხას ვეთანხმებიი...
4. ისე,რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ,სარკე მხოლოდ 40%-ს აჩვენებს ,გამოსახულების 60% იკარგება...:) ისე,რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ,სარკე მხოლოდ 40%-ს აჩვენებს ,გამოსახულების 60% იკარგება...:)
3. ახლებურადაა დანახული სილამაზე. ნამდვილად, სჯობს ყველგან შეგხვდეს სილამაზე.. ახლებურადაა დანახული სილამაზე. ნამდვილად, სჯობს ყველგან შეგხვდეს სილამაზე..
2. ლამაზადაა გადმოცემული :) ლამაზადაა გადმოცემული :)
1. სილამაზე ყველას თავისებურად ესმის. . ყველა ქალი ლამაზია, თომცა ძალიან ლამაზი ქალია ბედი უმეტესად ტრაგიკულია, ამიტომ ოქროს შუალედი ჯობია ყვალასა და ყველაფრის, ამ ნაწარმოებს იმიტომ ქვია პოეზია, რომ " რა მშვენიერია ყველაფერი"-? სილამაზეს ჩემი აზრით არავინ არ ემსახურება, ის თავისთავადია! სილამაზე ყველას თავისებურად ესმის. . ყველა ქალი ლამაზია, თომცა ძალიან ლამაზი ქალია ბედი უმეტესად ტრაგიკულია, ამიტომ ოქროს შუალედი ჯობია ყვალასა და ყველაფრის, ამ ნაწარმოებს იმიტომ ქვია პოეზია, რომ " რა მშვენიერია ყველაფერი"-? სილამაზეს ჩემი აზრით არავინ არ ემსახურება, ის თავისთავადია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|