... სიზმარში ვარ თუ ცხადში, ვერ ვარჩევ... სადღაც ცხრაუცხო მხარეში ვზივარ... ვერც რამის თხოვნას ვუბედავ გამჩენს, თუმცაღა მტკივა, მშივა და მცივა...
და გულზე ვითბობ ხელებს ( მტკივანზე...) მორიგეობით ( ვაბოლებ თანაც...). ფილტვებგამჭვარტლულ ფიქრებს მივარწევ და ვგრძნობ, ვიღაც კვლავ მჩხიბავს თუ მთვალავს...
სამარხვოს მარტოდ ვუზივარ ტრაპეზს ( თუმც პურის ყუაც სუფრაზე არ ჩანს ...) და დროს, მიწყივ მქროლს ტყვიის უსწრაფეს, აშკარად ვამჩნევ ზოზინით გარჯას...
გადაწვერილი მზე ( ნაადრევად...) არ მეჩვენება მაცნედ კეთილის... შავ ღრუბელს წელის უჭირს ათრევა, ღრმა ხევში როა გამოკეტილი...
და გავცქერ ხედებს მწირსა და დუხჭირს ( ფერებმა როგორ დაკარგეს პეწი!..)... თვით ბუნებასაც ჩემებრ რომ უჭირს, ვგრძნობ და უმწეოს გულგვამი მეწვის...
თავს ისე შორს ვგრძნობ ახლობელთაგან, რომ სიმარტოვეს განვიცდი მშაშრავს... ხან სუსხი მზრავს და ხანაც მზე მთანგავს, ხან ქვაც მეწევა აღმართზე მაშვრალს...
და უბირივით ვაცეცებ თვალებს - არავინ, გულთან ახლოს მომსვლელი... და მიაქვთ მალვით ბაცაცა ქარებს ჩემი სარჩოც და შესამოსელიც...
მე კი, თითქოს-და ვინმეს ან რამეს ვუცდიდე, - ვზივარ ძელსკამზე უბრად, გვერდით კი უკვე კარავს შლის ღამე თან ჩემს ( უპუროს ) ნიშნს უგებს სუფრას...
კვლავ უქმად გავცქერ გზას გაუმჭვირვალს - არავინა ჩანს, გკითხოს - ვინა ხარ... ბოლოსწინა ღერს ვაბოლებ ,, პირველს “, ბოლოს - იმ ერთი დღისთვის ვინახავ...
31. 10. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ამ ლექსისი ფინალი სულ დამყვება წაკითხვის მერე, აგერ უკვე რამდენი ხანია!
მაგარია!
მოკითხვა იმო ძიას! ამ ლექსისი ფინალი სულ დამყვება წაკითხვის მერე, აგერ უკვე რამდენი ხანია!
მაგარია!
მოკითხვა იმო ძიას!
9. ძალიან საინტერესო სათაური აქვს ლექს, წავიკითხე... დიდხანს ვფიქრობდი, ამ ლექსის დამწერს არ უნდა აწუხებდეს ფიზიკური ტკივილი,, ყველაფერი გაივლის , გრძნობამ არ უნდა მოგერიოს, , იფიქრე მხოლოდ იმაზე, რომ ხვალინდელი დრე უკეტესი იყოს, გჯეროდეს, გწამდეს ეს ასე იქნება. ძალიან საინტერესო სათაური აქვს ლექს, წავიკითხე... დიდხანს ვფიქრობდი, ამ ლექსის დამწერს არ უნდა აწუხებდეს ფიზიკური ტკივილი,, ყველაფერი გაივლის , გრძნობამ არ უნდა მოგერიოს, , იფიქრე მხოლოდ იმაზე, რომ ხვალინდელი დრე უკეტესი იყოს, გჯეროდეს, გწამდეს ეს ასე იქნება.
8. კომ.7-შ- კორექტურები გაიპარა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო სიჩქარეში ტექსტს ვორდშივე სათანადო ყურადღებით ვერ გადავხედე, რისთვისაც დაგვიანებით ვითხოვ პატიებას. აზრი, ვფიქრობ, მაინც ბუნდოვანი არ უნდა იყოს. ის შენიშვნა კი რა თქმა უნდა გავითვალისწინე და ,,მე კი"'-ს გამეორება მე მგონი სავსებით ბუნებრივი სტრიქონით შეიცვალა. კიდევ ერთხელ მადლობა ნ-იკ-ი-ს. კომ.7-შ- კორექტურები გაიპარა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო სიჩქარეში ტექსტს ვორდშივე სათანადო ყურადღებით ვერ გადავხედე, რისთვისაც დაგვიანებით ვითხოვ პატიებას. აზრი, ვფიქრობ, მაინც ბუნდოვანი არ უნდა იყოს. ის შენიშვნა კი რა თქმა უნდა გავითვალისწინე და ,,მე კი"`-ს გამეორება მე მგონი სავსებით ბუნებრივი სტრიქონით შეიცვალა. კიდევ ერთხელ მადლობა ნ-იკ-ი-ს.
6. სავსებით გეთანხმებით, ბატონო ნიკი ამ უნებლიე ხარვეზზე. ოღონდი დადების შემდეგ შევნიშნე და ახლა ისეა დაპროგრამებული გამქვეყნება, ხშირად ჭირს ჩასწორება, რადგან იშვიათად ხერხდება სჭირო სტრიქონზე დადგომა. ჩემთვის გაუგებარია ამ ცვლილების არს, რადგან ადრე სრულიად ბუნებრივი და ნორმალური ხერხი იყო გამოყენებული. იქნებ დავუბრუნდეთ იმას, როცა ტექსტი მთლიანად ჩანს და უნებლიე კორექტურების თუ სტილისტური ცდომილებების ჩასწორება ძალზე იოლად ხდებოდა?.. გმადლობთ ყურადღებით წაკითხვისათვის! სავსებით გეთანხმებით, ბატონო ნიკი ამ უნებლიე ხარვეზზე. ოღონდი დადების შემდეგ შევნიშნე და ახლა ისეა დაპროგრამებული გამქვეყნება, ხშირად ჭირს ჩასწორება, რადგან იშვიათად ხერხდება სჭირო სტრიქონზე დადგომა. ჩემთვის გაუგებარია ამ ცვლილების არს, რადგან ადრე სრულიად ბუნებრივი და ნორმალური ხერხი იყო გამოყენებული. იქნებ დავუბრუნდეთ იმას, როცა ტექსტი მთლიანად ჩანს და უნებლიე კორექტურების თუ სტილისტური ცდომილებების ჩასწორება ძალზე იოლად ხდებოდა?.. გმადლობთ ყურადღებით წაკითხვისათვის!
5. ლექსი დიდებული, განწყობა - გამოსწორებადი. გული არ გაიტეხო ლომო! ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი! ღმერთი ებარებოდე, ძმაო! ლექსი დიდებული, განწყობა - გამოსწორებადი. გული არ გაიტეხო ლომო! ბევრი საქმე გაქვს გასაკეთებელი! ღმერთი ებარებოდე, ძმაო!
4. მე კი, თითქოს-და ვინმეს ან რამეს ვუცდიდე, - ვზივარ ძელსკამზე უბრად, გვერდით კი უკვე კარავს შლის ღამე თან ჩემს ( უპუროს ) ნიშნს უგებს სუფრას...
მე კი გავყურებ გზას, გაუმჭვირვალს - არავინა ჩანს, გკითხოს - ვინა ხარ... ბოლოსწინა ღერს ვაბოლებ ,, პირველს “, ბოლოს - იმ ერთი დღისთვის ვინახავ...
ბოლო ორი სტროფში "მე კი" -ს განმეორება რამდენად კარგად ჩანს იმედო ბატონო?
ლექსი კი კარგია მთლიანობაში, თუმცა ნაღვლიანი. მაგრამ ვიცი, რომ ამ ერთ კვირაში დადებითი და ოპტიმისტური განწყობით შეიცვლება
ცუდი განწყობაა ბატონო იმო, მოიშორეთ, ეს თქვენ არ გიხდებათ :) მე კი, თითქოს-და ვინმეს ან რამეს ვუცდიდე, - ვზივარ ძელსკამზე უბრად, გვერდით კი უკვე კარავს შლის ღამე თან ჩემს ( უპუროს ) ნიშნს უგებს სუფრას...
მე კი გავყურებ გზას, გაუმჭვირვალს - არავინა ჩანს, გკითხოს - ვინა ხარ... ბოლოსწინა ღერს ვაბოლებ ,, პირველს “, ბოლოს - იმ ერთი დღისთვის ვინახავ...
ბოლო ორი სტროფში "მე კი" -ს განმეორება რამდენად კარგად ჩანს იმედო ბატონო?
ლექსი კი კარგია მთლიანობაში, თუმცა ნაღვლიანი. მაგრამ ვიცი, რომ ამ ერთ კვირაში დადებითი და ოპტიმისტური განწყობით შეიცვლება
ცუდი განწყობაა ბატონო იმო, მოიშორეთ, ეს თქვენ არ გიხდებათ :)
3. თავს ისე შორს ვგრძნობ ახლობელთაგან, რომ სიმარტოვეს განვიცდი მშაშრავს... ხან სუსხი მზრავს და ხანაც მზე მთანგავს, ხან ქვაც მეწევა აღმართზე მაშვრალს...
და უბირივით ვაცეცებ თვალებს - არავინ, გულთან ახლოს მომსვლელი... და მიაქვთ მალვით ბაცაცა ქარებს ჩემი სარჩოც და შესამოსელიც...
მე კი გავყურებ გზას, გაუმჭვირვალს...
დაგინახეთ ლამის... დაღლილი ძია იმო... მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით. თავს ისე შორს ვგრძნობ ახლობელთაგან, რომ სიმარტოვეს განვიცდი მშაშრავს... ხან სუსხი მზრავს და ხანაც მზე მთანგავს, ხან ქვაც მეწევა აღმართზე მაშვრალს...
და უბირივით ვაცეცებ თვალებს - არავინ, გულთან ახლოს მომსვლელი... და მიაქვთ მალვით ბაცაცა ქარებს ჩემი სარჩოც და შესამოსელიც...
მე კი გავყურებ გზას, გაუმჭვირვალს...
დაგინახეთ ლამის... დაღლილი ძია იმო... მოგიკითხეთ დიდი სიყვარულით.
1. მაგარია...
მოკითხვა ძიას...:) მაგარია...
მოკითხვა ძიას...:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|