ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია პაპიძე
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

== სიცილის ოთახი ==

სარკეებიანი ოთახის ფართოდ გახელილ სარკეებში
დაკლაკნილ,მგესლავ ვასილისკოდ ვირეკლები,
ხან კუზიანი,
კახექსიურიც, ხან კი, ბრტყელტერფა.
სასაცილოა და... ვერ ვიცინი:
სხვებისთვის კია თავშესაქცევი.
რატომაც არა?!
ხშირად ხდება, რომ უცხოს თვალებში:
ჩემი სიელმე ამომიკითხავს;
მართლაც რომ კუზი ამომზრდია;
ან გველის ქერცლით დამფარვია მთელი სხეული.
და სწორედ მაშინ, - მე ოქროს  ვერცხლი მირჩევნია.
მათზე უკეთ კი, შენ იცი, ცაო,
შენ უკეთ იცი _ ვერ შ ე გ ი რ ჩ ი ნ ე.
დავრჩი მღიერად.
ვფრენ მღამიობად.

მომეცი ვერცხლი, რომ ჩემს ოქროს ვერრა დაარღვევს.
რაკიღა ვიცი,  რომ აბეზარი ბუზის ზუზუნს
გაუტოლდება დანაგროვები ვერცხლის ჩხრიალი:
არაღქმადი,
ვერშესმენადი.
ჰოდა, მაქციე ცივ, მდუმარე ოქროს ქვემძრომად,
სანამ ამოვალ,ამოვაღწევ, ცაო, შენამდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები