ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბოთე
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2011


მე გაფერადებ შენ!!!

მომეცი ფანქარი , მე შენ დაგხატავ!
ცოტა სევდიანს, ცოტა დარდიანს
მაგრამ, თვალებს, აღსავსე ზღაპრიანს.

მომეცი ფანქარი, მე შენ დაგხატავ!
დაგხატავ ფერებით თვალისთვის უხილავს
მე ხომ ვიცი სულში შენ რას ინახავ

მომეცი ფანქარი, მე შენ დაგხატავ!
მერე რა, რომ გულში, ჩემთვის ადგილს, აღარ ინახავ.
მე ხომ მაგ გულში სითბო მინახავს

მომეცი ფანქარი - გაგაფერადო!
ოხ ეს ფერები - მზის სხივით ჩუმათ მოგეფერები

(ბოთეს)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები