ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 ნოემბერი, 2011


ბავშვი თუ უბრალოდ პატარა?!

ვიცი, უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა,
ახლა მე უნდა ვატარო რაც ცხოვრებამ მატარა.
ვხედავ ჩემი ნაბიჯებიც დღითიდღე რომ იზრდება
და თანდათან მეტად მიჭირს მათი გადაბიჯება!
ვხედავ თურმე დარქმევია წარმოსახვას იმედი,
შევამჩნიე მომიხიეს მეც სიცოცხლის ბილეთი!
მთელი ერი გამალებით ერთ დიდ ჭადრაკს თამაშობს,
პაიკები იცვლებიან, მეფე ციხეს დარაჯობს!
ხშირი სმისგან ეს ბოთლები სულ ჯინებით ივსება,
თუმცა ბოთლიდან გაშვებას ალბათ ვერც ეღირსება!
საუკუნე საუკუნეს ეჯახება მიწისძვრით,
წელიწადი ძველ წელიწადს მიაგორებს კინწისკვრით...
მე ვიზრდები, შენ ბერდები და გრძელდება სტრიქონი...
ბავშვობას ვერ დააბერებს ასი ქორონიკონიც!
                                                        2009 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები