ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალამანდრა
ჟანრი: პოეზია
6 ნოემბერი, 2011


* * *

ახლა ღამეა უკვე,
რაღაცნაირად მშვიდი,
შენ აივნიდან მიცქერ
რაღაცნაირი დიდი,
სიყვარულით და მერე
თვალებს მარიდებ ცოდვით
სავსეს და ისევ მიშვებ...

მე გავუყვები ამ გზებს
შუა ღამეს და ვიცი,
არსად მიმიყვანს იგი
ან სადმე სადაც არ მყავს
არავინ მასზე დიდი
სიყვარულით რომ გამათბობს,
მალულად მაგრამ...
ვიცი, რომ
დღეს ღამე არის
რაღაც, ფორმალურად მშვიდი,
და დაგემსგავსა იგი
ტკივილითა და დიდი
სიყვარულით...

მე არ მასვენებს იგი. . . 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები