ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2012


აფხაზეთო


ნეტავ სად ხარ, სად გეძებო,
რომელ ბილიკს მივენდო,
დაკარგულო მარგალიტო,
საქართველოს იმედო.

ლაჟვარდოვან ცისფერ თვალებს,
სულ ობლად რომ ავლებდი,
როგორ მწვავდა, როგორ მწარედ,
თუმც არაფერს მავნებდი.

ცა ოცნებით სავსე ღამეს
პირველად რომ ამღერდი,
როგორ უხმოდ, როგორც აკვანს,
თმებით მთვარეს არწევდი.

და რომ გაქრა ტკბილი ნანა,
რად მომცილდი წახვედი?
გულს იარა რად მომკიდე,
რად გამიწყრი, დამშორდი?

ახლა სად ხარ, სად გეძებო,
რომელ ბილიკს მივენდო,
დაკარგულო მარგალიტო,
მითხარი საიმედო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები