 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2008 |
/ორი პოეტის დიალოგი ერთი მათგანის ლექსის შესახებ/
მორისონი,იგივე შოთა გაგარინი
XXX
მზევ შინა და მზევ გარეთა, მზევ შინ შემოდიო. ეს უძველესი წარმართული სიმღერა გაისმის ყველგან, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ.
აქ, მზე ჩადის მხოლოდ ერთხელ, ყოველთვე. თუმცა როდესაც მაღლაა და ჩრდილებს ვკარგავთ შენ მაინც ამბობ: მომე მზე, მომე მზე
თავადაც მოვდივარ ზოგჯერ. შენს კაბას ვწევ ზევით ნელა, როგორც დროშას როგორც გამარჯვებულ დროშას, როგორც წითელ დროშას რაიხსტაგზე ერთდროულად უხეშად და მოწიწებით...
მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ მწარედ ვწბილდები. თუ თვის ბოლოა, წითლად ელვარებს ხინჭი დაისი,
ლელა კოდალაშვილი:პირველი ნაწილი მეტაფორულ არა, მაგრამ ერთგვარ მითოლოგიურ უდაბნოში გაგდებს - აქ ყველას თავისებურად შეუძლია აღიქვას თავისი ,,ოაზისი" და თუ ვერ იპოვის, უბრალოდ დაიწუნოს ის, რაც წაიკითხა. მეორე ნაწილი კარგი მეტაფორაა, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს - ძალიან გავრცელებულია პოეზიაში კაბაზე ბატონობის, როგორც ქალზე გამარჯვების სიმბოლოს დემონსტრირება. ოთარ ჭილაძის მაგალითს მოვიტან როგორც პირველივე ასოციაციას, რომელიც ამ სტრიქონების წაკითხვისას გამახსენდა: ,,და სკამზე როგორც ნანადირევი, კიდია შენი ლამაზი კაბა"...თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ,,რაიხსტაგის" ვარიანტში ავტორმა თავი ვერ გაართვა ამ განწყობას. პირიქით, კაბის სიმბოლო თავისებურად დაატრიალა და ახალი ასოციაციები გააჩინა. მესამე ნაწილი ძალიან სუბიექტურ კონკრეტიკასთან არის დაკავშირებული, იმდენად სუბიექტურ კონკრეტიკასთან, რომ ვფიქრობ ლექსში ჩამოსაყალიბებლად არც კი ღირს, რადგან ვერანაირად სერიოზულად ვერ გავიზიარებთ და ვერ თანავუგრძნობთ მისი ,,მუხრუჭის წივილს", რადგან არც არაფერია დასამუხრუჭებელი, მით უფრო, რომ მსოფლმხედველობრივად გახსნილი ავტორისგან ფიზიოლოგიურ-სექსუალურ გახსნილობასაც უნდა ველოდეთ და არა ბრიზგლივი ტიპის ცხვირაბზუებას და შებოჭილობას. მოკლედ, აი, ეს იყო ჩემი მოკლედ გამოთქმული ნაგვიანევი აზრი დადებითი და უარყოფითი განწყობებით, რომელიც რატომღაც მომინდა, რომ გამომეთქვა.
შოთა გაგარინი:ეს ლექსი არ მომწონს. ტ.ე. ვფიქრობ რომ დასარედაქტირებელია. ტ.ე. თავიდან დასაწერი. გადაგდებაც ისეთი პონტია, მთლა გადასაგდები არაა, მარა არც რაიმე კრებულში შევიტანდი. სათაურიც გოიმური აქვს. "მზით გაცვითე" ან რამე ამდაგვარი მოუხდებოდა
კარგია რომ გამახსენე, დავიწყებული მქონდა ... აი ახლა მზეზე ვფიქრობდი და საინტერესო კანონზომიერება შევნიშნე. განთიადის და დაისის დროს ლილიპუტის ჩრდილიც კი გიგანტურია
ახლა უნდა მოვიფიქრო სად და როგორ დავაინსტალირო ეს აზრი ლექსში. არის იდეები?
ლელა კოდალაშვილი:იმედი მაქვს, რომ ხუმრობ, თორემ ვიფიქრებდი, რომ შენ ლექსს აკეთებ.
შოთა გაგარინი:თქმა უნდა. ვაკეთებ . გააჩნია რას ეძახი გაკეთებას. როცა კაცი ლექსს წერს არა იმ მომენტის ან იმ მომენტამდე ნაგროვები ემოციურ-გონებრივი რესურსით, რომელიც ერთის და მთლიანის გამოხატვაში ეხმარება, არამედ ხელოვნურად შეკოწიწებული, , კენჭებივით ნაგროვები სხვადასხვა სახეებით თუ მეტაფორებით, რომლისთვისაც მერეღა ცდილობს, მოარგოს რაღაც ერთი ყალიბი, როგორმე დააკავშიროს ერთმანეთს, თან ითვალისწინებს იმას, თუ რომელი მიმდინარეობა როგორ დაალაგებდა ამ კენჭებს, მე ამას ვეძახი გაკეთებას. ჩემი აზრით წერის მომენტში არ უნდა ხდებოდეს გონებაში კლასიფიკაციის პროცესი, მიმდინარეობების და სტილების გააზრება. წერის პროცესში უნდა გადმოსცემდეს იმ ხერხებით, რომელიც მისი აზრით ყველაზე სწორად გადმოსცემს იმას, რისი თქმაც უნდა.და მას მერე, რაც დაწერს, იასნდება, ტანკა გამოვიდა, ჰაიკუ თუ სამოქალაქო პოეზიის ნიმუში. მანამდელი პროცესი მისთვისვე საიდუმლო რიტუალია, ფარდა მხოლოდ მერეღა იხსნება. და პათოსი - მოდი, მე ახლა ნოვაცია გავაკეთო, სიყალბეა და ფასეულს ვერაფერს შექმნის. ... ნუ გარკვეულწილად მართალი ხარ , მაგრამ დღეს მე ოვერფლოუ ოფ ზი მაინდ-ის საშინელი წინააღმდეგი ვარ. ბიტნიკების დრო გავიდა. ვთვლი რომ ლექსს სერიოზული რაფინირება ჭირდება და დაწერის შემდეგაც მისი სრულყოფისთვის, ან ფაბულის უკეთესად გამოკვეთისთვის სამუშაოები გამართლებ ული კი არა, მეტიც საჭიროა. ეს ავტორისთვისაც უკეთესია და ლექსისთვისაც. ამაზე მუშაობა შეიძლება წლობით და თვეობით გაგრძელდეს. აი მაგ. დათო ბარბაქაძის პირველი ლექსი კრებულ მხურავში, როგორც ვიცი 3 -4 წელი იწერებოდა. ქამინგსიც ასე მუშაობდა და კ.კ. უილიამსიც.. პრეცენდენტებს არ ჩამოვთვლი უამრავია. ნუ თანამედროვე პოეტებიდან შეიძლება გამოიკვეთოს თანამედროვეობის უძლიერესი პოეტი, ტუმას ტრანსტრიომერი. მისი ყველა ლექსი ერთად რომ შეკრიბო დაახლოებით 200 ჰა ჰა 300 გვერდიან წიგნს მიიღებ. მეტს ვერა , მიუხედავად იმისა, რომ ტიპი 50 წელზე მეტია რაც ლექსების წერით არის დაკავებული და ეს მისი ძირითადი საქმიანობაა. გამუდმებით მუშაობს ლექსებზე. სულ ლექსზე მუშაობს, მაგრამ არ წერს. ამუშავებს. თვეობით. არადა რომ შეხედავ ისეთი უბრალო ლექსებია... ყველაფერი გენიალური უბრალოაო რომ გათქმევინებს... მთავარია არ მოწყდე (როგორ ვთქვა) ე.წ. სულისკვეთებას, კონტექსტს, თორემ ინფორმაციის მოკლება-მიმატება კონცეფციის სრულყოფისთვის წლების განმავლობაში შეიძლება. პრინციპში მე ახლა ამ ვეშთან დამოკიდებულებაში განწყობა მნიშვნელოვნად შემეცვალა. ჩავთვალე რომ რაღაც პონტში წინ წავედი და ასეთი ვეშჩი იქნება როგორც ერთგვარი ღუზა, თუ პირველყოფილი სახით შენარჩუნდა.
როცა მე ვთქვი რომ გარკვეულწილად გეთანხმები, დავკონკრეტდები სად გეთანხმები ზუსტად. არამიზანშეწონილია როცა რაღაც ფრეაზებს აგროვებ და ჯერ არ იცი სად წაიღებ. როცა ბევრი ასეთი ფრაზა შეგროვდება მოუყრი ყველას თავს ერთ ლექსში და დაადებ ერთ სათაურს. ასე ლექსი არ გამოვა, რადგან არ არსებობს ის ლოგიკური სიუჟეტური ხაზი (თუნდაც ლექსში არ იყოს რაიმე სიუჟეტი, არ არსებობსთანმიმდევრობითი ე.წ. "ტვინის სტენოგრამა" ) რაც ლექსს ადამიანურობას ართმევს. ანუ ლექსი შენია და სათქმელი სინამდვილეში არ არის შენი . და არც კონცეფცია არის შენი, ამ ნაგროვების სიმბიოზიდან გამოსული კონცეფციაა, რომელიც რაღაც ხელოვნური ხიდებით არის დაკავშირებული და კონტექსტდამატებული . ლექსის წერა კი კონცეფციის მოფიქრებით უნდა იწყებოდეს. უნდა იცოდე , შესწავლილი გქონდეს შენი ემოცია, რაზე წერ და მხოლოდ მას მერე დაიწყო ამის უკეთესად გადმოცემისთვის ხერხების ძიება.
ხოლო ფრაზების კონსოლიდირებით.. რავი, ასე ლექსების კეთება ადვილია ვედრო ლარად, მით უმეტეს რომ პოსტ-მოდერნის ხანაში , მთელი ლექსი შიძლება რემინისცენსია იყოს. ანუ პირდაპირ შეგიძლია ჩაყარო ციტატები და მიაბა ერთმანეთს.
ტაკ შტო ეს ძალიან ტონკად უნდა აკეთო რომ აი ამას რაც ზემოთ ვთქვი, არ დაემსგავსოს. თუმცა ასე მუშაობდნენ გალაქტიონი და მაიაკოვსკი. საკაიფო რითმებს აგროვებდნენ და კრებდნენ. თუმცა კონვენციურ ლექსში ეს საპატიო კი არა, მგონი აუცილებელიც არის კიჩი რომ არ გამოგივიდეს. ახალი საინტერესო რითმების პოვნა ხომ არც თუ ისე ადვილია და ბუნებრივადაც არ მოდის. საფიქრალია.
ლელა კოდალაშვილი:ჩამოთვლილთაგან ტრანსტრიომერს გამოვყოფდი, რომლისაც არაფერი წამიკითხავს, მაგრამ შენი ანალიზით და სხვა ჩამოთვლილთა მაგალითებით გასაგებია, რასაც ამბობ. ხანგრძლივობას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ინტიმური პროცესია და ვერავის ვერ გავაკრიტიკებ ვერც ხანგრძლივად და ვერც მოკლე დროში წერის გამო . თუმცა კი, მგონია, რომ ერთი ლექსის რამოდენიმე წლის მანძილზე წერა არაბუნებრივად გაწელილი პროცესია და იმ სათქმელის გადმოსაცემად, რასაც ლექსში დებ, არ არის აუცილებელი, ლექსის წერის დასაწყისში ცოლი მოგყავდეს, ლექსის წერის დასასრულს კი უკვე შვილიშვილს ელოდე. და თუ ორი სტრიქონი დაწერე და მერე ერთწლიანი ზაპოი გქონდა, ვთქვათ და მერეღა მიუბრუნდი, არ ნიშნავს იმას , რომ ლექსს ერთი წელი წერდი. მაგას ვერა და ვერ დავიჯერებ და ვერ წარმოვიდგენ, მომკალი თუ გინდა. ის, რომ ტონკად უნდა აკეთო, გეთანხმები, მაგრამ ჩემი აზრით ლექსი კი არ უნდა მოიფიქრო, ლექსი თავში უნდა მოგივიდეს. ხოლო როცა დაწერ, ის, რომ მერე ამ დაწერილზე გაგრილებული გონებით და უფრო უკეტესიც, თითქოსდა სხვისი გონებით იმუშავო, ეს აუცილებლადაც კი მიმაჩნია და ამაშიც გეთანხმები.
შოთა გაგარინ:ჰო რა თქმა უნდა. აბა სამეცადინოსავით კი არ ჯდება და ფიქრობს ერთი წლის მანძილზე აი ამას რა ვუყო ახლაო. არარეალურია და ვერც წარმომიდგენია. უბრალოდ რაღაც ფაქტი ხომ დევს, მერე ცხოვრობ ჩვეულებრივად და ახალი ვიზიონები გელექება. მერე იმათი გავლენის ქვეშ თავიდან გადახედავ ლექსს და იტყვი. არა აქ ასე არა იქ ისე.
თუმცა ერთი რამის ურყევად მწამს. როგორც ზემო სტატიაში ვწერ კონცეპტუალურ ხელოვნებაში მუშაობის უმნიშვნელოვანესი ასპექტია იდეა და ცნება. როცა არტისტი იყენებს ხელოვნების კონცეპტუალურ ფორმას, ეს ნიშნავს, რომ ყველანაირი გადაწყვეტილება გეგმიურია და მიიღება წინასწარ, ხოლო თავად შესრულება უკვე ზედაპირული, არც თუ ისე მნიშვნელოვანი საქმეა. თვით იდეა იქცევა მანქანად, რომელიც აკეთებს ხელოვნებას მთავარია მოიფიქრო კონცეფცია. ხოლო სიტყვები და წინადადებები სრულყავი და სრულყავი რამდენიც გენებოს კონცეპტის უფრო ჯიგრულად გადმოსაცემად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. შოთა გაგარინი-''როცა კაცი ლექსს წერს არა იმ მომენტის ან იმ მომენტამდე ნაგროვები ემოციურ-გონებრივი რესურსით, რომელიც ერთის და მთლიანის გამოხატვაში ეხმარება, არამედ ხელოვნურად შეკოწიწებული, , კენჭებივით ნაგროვები სხვადასხვა სახეებით თუ მეტაფორებით, რომლისთვისაც მერეღა ცდილობს, მოარგოს რაღაც ერთი ყალიბი, როგორმე დააკავშიროს ერთმანეთს, თან ითვალისწინებს იმას, თუ რომელი მიმდინარეობა როგორ დაალაგებდა ამ კენჭებს, მე ამას ვეძახი გაკეთებას. ჩემი აზრით წერის მომენტში არ უნდა ხდებოდეს გონებაში კლასიფიკაციის პროცესი, მიმდინარეობების და სტილების გააზრება. წერის პროცესში უნდა გადმოსცემდეს იმ ხერხებით, რომელიც მისი აზრით ყველაზე სწორად გადმოსცემს იმას, რისი თქმაც უნდა.და მას მერე, რაც დაწერს, იასნდება, ტანკა გამოვიდა, ჰაიკუ თუ სამოქალაქო პოეზიის ნიმუში. მანამდელი პროცესი მისთვისვე საიდუმლო რიტუალია, ფარდა მხოლოდ მერეღა იხსნება. და პათოსი - მოდი, მე ახლა ნოვაცია გავაკეთო, სიყალბეა და ფასეულს ვერაფერს შექმნის.'' სრულიად ვეთანხმები.
ლელა კოდალაშვილი-''ლექსი კი არ უნდა მოიფიქრო, ლექსი თავში უნდა მოგივიდეს. ხოლო როცა დაწერ, ის, რომ მერე ამ დაწერილზე გაგრილებული გონებით და უფრო უკეტესიც, თითქოსდა სხვისი გონებით იმუშავო, ეს აუცილებლადაც კი მიმაჩნია და ამაშიც გეთანხმები.'' სრულიად ვეთანხმები.
შოთა გაგარინი-``როცა კაცი ლექსს წერს არა იმ მომენტის ან იმ მომენტამდე ნაგროვები ემოციურ-გონებრივი რესურსით, რომელიც ერთის და მთლიანის გამოხატვაში ეხმარება, არამედ ხელოვნურად შეკოწიწებული, , კენჭებივით ნაგროვები სხვადასხვა სახეებით თუ მეტაფორებით, რომლისთვისაც მერეღა ცდილობს, მოარგოს რაღაც ერთი ყალიბი, როგორმე დააკავშიროს ერთმანეთს, თან ითვალისწინებს იმას, თუ რომელი მიმდინარეობა როგორ დაალაგებდა ამ კენჭებს, მე ამას ვეძახი გაკეთებას. ჩემი აზრით წერის მომენტში არ უნდა ხდებოდეს გონებაში კლასიფიკაციის პროცესი, მიმდინარეობების და სტილების გააზრება. წერის პროცესში უნდა გადმოსცემდეს იმ ხერხებით, რომელიც მისი აზრით ყველაზე სწორად გადმოსცემს იმას, რისი თქმაც უნდა.და მას მერე, რაც დაწერს, იასნდება, ტანკა გამოვიდა, ჰაიკუ თუ სამოქალაქო პოეზიის ნიმუში. მანამდელი პროცესი მისთვისვე საიდუმლო რიტუალია, ფარდა მხოლოდ მერეღა იხსნება. და პათოსი - მოდი, მე ახლა ნოვაცია გავაკეთო, სიყალბეა და ფასეულს ვერაფერს შექმნის.`` სრულიად ვეთანხმები.
ლელა კოდალაშვილი-``ლექსი კი არ უნდა მოიფიქრო, ლექსი თავში უნდა მოგივიდეს. ხოლო როცა დაწერ, ის, რომ მერე ამ დაწერილზე გაგრილებული გონებით და უფრო უკეტესიც, თითქოსდა სხვისი გონებით იმუშავო, ეს აუცილებლადაც კი მიმაჩნია და ამაშიც გეთანხმები.`` სრულიად ვეთანხმები.
3. წლობით ნამუშევარი ლექსი ჩემთვის მაინც უცნაური რამეა. შეიძლება ლექსი რომ დასრულდება იმას შეხედო "გარედან" და იფიქრო რომ ამ სიტყვას აქ არ დაწერდი, იქ ვთქვათ სხვანაირ მეტაფორას ჩასვამდი, მაგრამ ჩემი აზრით ჯობს ეს გამოცდილება შემდეგი ლექსის შესრულებისას გაითვალისწინო, ვიდრე უკვე დაწერილს უჩხიკინო.
შეიძლება მე ვცდები :) წლობით ნამუშევარი ლექსი ჩემთვის მაინც უცნაური რამეა. შეიძლება ლექსი რომ დასრულდება იმას შეხედო "გარედან" და იფიქრო რომ ამ სიტყვას აქ არ დაწერდი, იქ ვთქვათ სხვანაირ მეტაფორას ჩასვამდი, მაგრამ ჩემი აზრით ჯობს ეს გამოცდილება შემდეგი ლექსის შესრულებისას გაითვალისწინო, ვიდრე უკვე დაწერილს უჩხიკინო.
შეიძლება მე ვცდები :)
2. პატივისცემით შოთა გაგარინი-მორისონი ძალიან საინტერესო ადამიანია ჩემთვის,ბევრ რამეში არ ვეთანხმები. უბრალოდ მისი მოსაზრებები საინტერესოა ხოლმე. აქვს სიღრმე და კარგად აზროვნებს პატივისცემით შოთა გაგარინი-მორისონი ძალიან საინტერესო ადამიანია ჩემთვის,ბევრ რამეში არ ვეთანხმები. უბრალოდ მისი მოსაზრებები საინტერესოა ხოლმე. აქვს სიღრმე და კარგად აზროვნებს
1. საინტერესო იყო ძალიან. ქალბატონო ნინო, აი ამას გეუბნებოდით ზუსტად. ეს მართლა გაკვეთილია- პოეტური..თუმცა მე სხვა აზრი მაქვს ლექსისი წერაზე და ''გაკეთებაზე '' ლექსის . და არც გამაღიზიანებელია და არც ულამაზო. ანუ აქ არაა უკვე საკუთარი თავის და შემოქმედების ძალიან გამაღიზიანებელი პიარი. ;)ინტერესით ვადევნებ თვალს ...:) და ასევე საინტერესო იქნებოდა აქ თქვენი მოსაზრების დაფიქსირება.
საინტერესო იყო ძალიან. ქალბატონო ნინო, აი ამას გეუბნებოდით ზუსტად. ეს მართლა გაკვეთილია- პოეტური..თუმცა მე სხვა აზრი მაქვს ლექსისი წერაზე და ``გაკეთებაზე `` ლექსის . და არც გამაღიზიანებელია და არც ულამაზო. ანუ აქ არაა უკვე საკუთარი თავის და შემოქმედების ძალიან გამაღიზიანებელი პიარი. ;)ინტერესით ვადევნებ თვალს ...:) და ასევე საინტერესო იქნებოდა აქ თქვენი მოსაზრების დაფიქსირება.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|