 | ავტორი: დებორა ჟანრი: პროზა 8 ნოემბერი, 2011 |
კი ძალიან გაძვირდა, მაგრამ თუ არ გეჩქარება, მაინც კარგია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა, თან ფული გეზოგება, თანაც, სად - ყველა ტაქსის შოფრისგან იმის მოსმენა, როგორ უდევს ორი წითელი დიპლომი შინ და ყველანი როგორ ედგნენ ,,სმირნაზე'', დირექტორობისას, კაბინეტიდან რომ გამოვიდოდა და სად - უკიდეგანო ქართული ხალხური ფანტაზია - ცინცხალი და ჭრელი ჭორები! აი, მაგალითად ეს, გუშინდელი:
,, - გოგო, ივანიშვილი პატრიარქთან მოსალაპარაკებლად რომ მიდის, გაიგე? იცი, რაზე? - ალბათ, მხარი რომ დაუჭიროს. - იცი, როგორ? ბაგრატიონმა ის ახალი ბავშვი ტახტის მემკვიდრედ ხომ არ აღიარა, ეხლა ივანიშვილის ბიჭს ბაგრატიონის სხვა გოგო უნდა მიათხოვონ, მგონი შვილიშვილი. იმათ რომ ეყოლებათ, ის იქნება ტახტის მემკვიდრე. ერთი მხრივ კარგია, ჩვენი შესანახი არ იქნება მეფე... - სისულელეა. დედ-მამა სამეფო დინასტიას უნდა ეკუთვნოდეს, რომ ბავშვს მეფეობის უფლება ჰქონდეს. სად -ივანიშვილი, სად - ბაგრატიონი. - კარგი, რა! დასვამს ვინმე ისტორიკოსს და დააწერინებს, ივანიშვილები ბაგრატიონების შთამომავლები არიანო. არ დაუჯერებენ თუ რა! შენ ფული თქვი, თორემ! - გეუბნები, სისულელეს ამბობ. - მე რა! მე როგორც ვიყიდე, ისე ვყიდი...''
თან ვუსმენ, თან რითმებით ვერთობი:
პოლიტიკაში ასეა, მინდა იცოდე, უტა, რო, ავგიას თავლას ვერ დახვეტს, ცოცხი თუ არის უტარო.
( ,,ჩემი დილაუზმოს ჩანაწერები'')
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ერთი მხრივ სახალისოა და მეორე მხრივ დამაფიქრებელია, რადგან ჩვენი საზოგადოების უმწიფარობაზე მეტყველებს. ერთი მხრივ სახალისოა და მეორე მხრივ დამაფიქრებელია, რადგან ჩვენი საზოგადოების უმწიფარობაზე მეტყველებს.
2. ჰა ჰა ჰა............... კარგად ვიხალისეე..........
+5 ჰა ჰა ჰა............... კარგად ვიხალისეე..........
+5
1. ეს დილას ვნახე. მოკითხვა. ეს დილას ვნახე. მოკითხვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|