ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2011


დრო ულმობელი

და რაც მეტია მოსაგონარი,
მით საოცნებოც ნაკლები გვრჩება.
ერთად ოცნებაც ხომ თამაშია,
თუმც დრო ულმობლად სადღაცა ქრება.

თითქოს გათოშილ ლეკვს მეფერება,
მიძინებული შენი სხეული,
სუნი ტრიალებს კვლავ ჯადოსნური,
”შანელის” შარმით გადარეული.

მუმლი ზუზუნებს, ფუტკარი ბზუის,
თითქოს სკას ვტკბებით ერთურთის ცქერით,
გავიგუნგლები მე შენს თეთრ მტვერში,
თმაც გაგვიხუნდა, რამდენი თეთრი!

ვერას ვუხერხებ დროის მარათონს,
სანთელივით რომ დაგვადნო გზაში,
ბედმა გვარგუნა ერთად ოცნება, 
და ხატთან ლოცვა, მონაქარგს ბზაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები