ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2012


ომმა გვატარა შორიშორ


ომმა გვატარა შორი-შორ,
ვიცი სიშორე არაფერია,
მაგრამ რომ გვსურდა კარგო მე და შენ
ფეხით იმ ლამაზ ყვავილს თელიან.

ომმა გაგვყარა ერთმანეთს,
ვიცით კი როდის დავენახვებით?
აჰ! მოდიოდე ნეტავ ამაღამ,
მინდვრებით, მთებით, ბაღვენახებით.

შენი მე მკლავდა სურვილი,
და მაინც ვერსად გავექცეოდი,
დავეყრდნობოდი მიწას მკლავებით,
ვით ქალის სხეულს ჩავეკვრებოდი.

ფერს ვუნახავდი ცხოვრებას,
თუმცა ეს გული როცა შენია,
გეტყვი მოეშვი ამაოებას,
უსიყვარულოდ, არა ფერია.

ომმა გვატარა შორი-შორ,
ჩემი დავცალე ფიალა,
და ვის კოცნასაც ვერიდებოდი,
იმან ზედ გულზე გადამიარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები