ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2011


პატაგონია



პატაგონია სიცოცხლე, უძლეველობის ფარსი,
ვინაც უფალი დაკარგა, დაკარგული აქვს ფასი.

ვერვინ დაუშლის სიცოცხლეს, რაც თავისთავად ჰყვავის
და თუ მტერი ხარ გახსოვდეს, მტერი საკუთარ თავის.

მანჭვას არა ვარ ჩვეული, შენმა ლეკვებმა იცინოს,
ძაღლი არა ვარ შენსავით, კუდი რომ გავაქიცინო.

პატაგონია სიცოცხლე, უდაბურია არსი,
ვინაც უფალი დაკარგა, დაკარგული აქვს ფასი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები