 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2008 |
ეს არის ჩემი ბოლო ლექსი,რომლითაც ამ ოთხი წლის წინათ პოეტობას გამოვეთხოვე. მას შემდეგ აღარაფერი დამიწერია. ნინო დარბაისელი
რაც მოხდა, მოხდა! კარგო, განა ჩემი ბრალია, ნურც გამამტყუნებ, ნურც ინაღვლებ განალაღები. მე დავასწარი, განაჩენი გამოვუტანე და დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები, რათა მრავალი მორეოდა ტყვია, იარა, არეულიყო დანაკოდი და დანასერი. ცოდვას ვერ ვიტყვი, უკან არვის დაუხევია და როგორც იქნა,
მოკვდა ნინო დარბაისელი.
არ დაინანო, თვალი ცრემლით არ დაისველო! განა რაც მჭირდა ყველაფერი მისგან არ იყო?! რად აიჩემა სიყრმითგანვე, პოეტი ვარო, სათქმელი მაქვსო... რა სათქმელი, რისი სათქმელი! მთელ წელიწადში ერთი ლექსი ეწერებოდა, ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა ხელისფათურით. ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა, იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.
სულმოუთქმელად განსაცდელში მიმაქანებდა ვერ მოვერიე, არ იქნა და არ მოიშალა სხვის შესაქცევად თავის გვემა, ცრემლი მდუღარე. ვერ შევასმინე, რომ არავის არ სჭირდებოდა, დევნა-მალვაში დავბერდი და გადავიღალე.
დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ, სხვებმა დააცხრონ სიტყვა-თქმათა აურზაური, ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი, ხმაურში - ჟღერა, უმბარ ამბარში უებარი იცნონ სურნელი, უსინჯონ სიტყვას მიმოხვრა და სახეცვლილება ზომონ და წონონ, გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!
მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები. მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები. მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები, დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები. ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია! ისე მშვიდია ჩემი სივრცე, ისე დაცული, ამოვისუნთქე. რა მაქვს საშიშ-საკანკალები?! ანტივირუსით შევკარ, კარგო, ყველა კარიბჭე, ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.
- - - - - - -- - - - - - - -- - - - -- -
(*My Space (ინგლ.) - ჩემი სივრცე. პოპულარული ვებ-გვერდის სახელწოდება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. გეთანხმები ;) გეთანხმები ;)
13. მშვენიერი ლექსია. მშვენიერი ლექსია.
12. აქაც გამიხარდა თქვენი ნახვა აქაც გამიხარდა თქვენი ნახვა
11. ვირტუალური სივრცე ბოლო დროს ძალიან საყვარელ თემად იქცა პოეტებისთვის :) ახლა გამახსენდა პაატა შამუგიას ერთი ლექსიდან - პოეტმა აუცილებლად უნდა იცოდეს ინგლისური და კომპიუტერიო ( მე თუ შემეშალა უფრო ზუსტ ციტატას იმედია გამრავლების ტაბულა მოგვაწვდის :D) და კიდევ გივი ალხაზიშვილის "ავტოეპიგრამა", რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოა ვირტუალურ სამყაროზე დაწერილ ლექსებს შორის. თავისთავად, თემას ისეთივე უფლება აქვს არსებობისა, როგორც ყველა სხვას. ამ ლექსში კი რამდენიმე თემაა ამ "ვირტუალურობას" ამოფარებული და თითოეული საინტერესო.
მე მგონი თქვენს გვერდზე ბევრ საუბარს შევეჩვიე :) ვირტუალური სივრცე ბოლო დროს ძალიან საყვარელ თემად იქცა პოეტებისთვის :) ახლა გამახსენდა პაატა შამუგიას ერთი ლექსიდან - პოეტმა აუცილებლად უნდა იცოდეს ინგლისური და კომპიუტერიო ( მე თუ შემეშალა უფრო ზუსტ ციტატას იმედია გამრავლების ტაბულა მოგვაწვდის :D) და კიდევ გივი ალხაზიშვილის "ავტოეპიგრამა", რომელიც ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოა ვირტუალურ სამყაროზე დაწერილ ლექსებს შორის. თავისთავად, თემას ისეთივე უფლება აქვს არსებობისა, როგორც ყველა სხვას. ამ ლექსში კი რამდენიმე თემაა ამ "ვირტუალურობას" ამოფარებული და თითოეული საინტერესო.
მე მგონი თქვენს გვერდზე ბევრ საუბარს შევეჩვიე :)
10. ქალბატონო დიოტიმე ისე ვერავინ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეს ბიბლიური სიბრძნე, ისე რომ თქვენი გაცოცხლების სასწაულის მოლოდინში ვართ გატრუნულები...5 ქალბატონო დიოტიმე ისე ვერავინ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ეს ბიბლიური სიბრძნე, ისე რომ თქვენი გაცოცხლების სასწაულის მოლოდინში ვართ გატრუნულები...5
9. ვაააააააააააააააა. საღოლ ქალბატ. ნინო. ვაააააააააააააააა. საღოლ ქალბატ. ნინო.
8. დიახ,ნინო დარბაისელი ვარ. დიახ,ნინო დარბაისელი ვარ.
7. დაა...ისევ...
დღეს რა დღეა?! 26 სექტემბერი...
იმედია ისევ წავიკითხავ შენს ლექსებს...ა ხ ა ლ ს ! დაა...ისევ...
დღეს რა დღეა?! 26 სექტემბერი...
იმედია ისევ წავიკითხავ შენს ლექსებს...ა ხ ა ლ ს !
6. ყველას მადლობა ასეთი ლამაზი გამოხმაურებებისათვის!პიროვნულად - გულწრფელობა ჩემი საბედისწერო თვისებაა,მაგრამ ჩემი გულწრფელობებიდან ყველაფერი როდი ექვემდებარება მხატვრულ გულწრფელობად გარდაქმნას.პოეზიის სახელმწიფოს თავისი მკაცრი კანონები აქვს და ''უკანონობა''რომ გაატარო ლექსში დიდი ძალისხმევა და შემოქმედებითი პასუხისმგებლობის განცდაა საჭირო,რაც მუდამ მაიძულებს,ფრთხილი ვიყო,თუმცა არა - მშიშარა. ყველას მადლობა ასეთი ლამაზი გამოხმაურებებისათვის!პიროვნულად - გულწრფელობა ჩემი საბედისწერო თვისებაა,მაგრამ ჩემი გულწრფელობებიდან ყველაფერი როდი ექვემდებარება მხატვრულ გულწრფელობად გარდაქმნას.პოეზიის სახელმწიფოს თავისი მკაცრი კანონები აქვს და ``უკანონობა``რომ გაატარო ლექსში დიდი ძალისხმევა და შემოქმედებითი პასუხისმგებლობის განცდაა საჭირო,რაც მუდამ მაიძულებს,ფრთხილი ვიყო,თუმცა არა - მშიშარა.
5. ლექსებსა დაპიროვნულ თვისებებს შორის მკვეთრი ზღვარია სიხ. :) და რატომღაც ბევრი ვერ მიჯნავს....... პოეზია ცალკე არსებობაა. ადამიანი - თავისი ისტორიითა და ბუმებით - განსხვავებული.. ლექსებსა დაპიროვნულ თვისებებს შორის მკვეთრი ზღვარია სიხ. :) და რატომღაც ბევრი ვერ მიჯნავს....... პოეზია ცალკე არსებობაა. ადამიანი - თავისი ისტორიითა და ბუმებით - განსხვავებული..
4. 5 საინტერესო და გულწრფელი .ისე კარგად ნათამაშევი გულწრფელობა,როცა სხვას დააჯერებ დიდი ნიჭია. ეს ისე...
მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები. მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები. მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები, დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები. ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია! ისე მშვიდია ჩემი სივრცე, ისე დაცული, ამოვისუნთქე. რა მაქვს საშიშ-საკანკალები?! ანტივირუსით შევკარ, კარგო, ყველა კარიბჭე, ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.
თქვენს რამდენიმე ლექსში ''დაგინახეთ''.ჩემთვის ყველაზე ნამდვილი ნინო დარბაისელი ფორუმის ერთ წერილში იყო,მაშინ ყველას ეგონა რუსები თბილისზე მოდიოდნენ.თქვენ დაწერეთ დიღომის შესასვლელში ვცხოვრობო და...ძალიან ადამიანური წერილი იყო. ის ნინო.იმ წერილის მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის...(ხო,უცნაური ვარ,ცოტა ) და მერე იმ ნინოს სულ ვეჩებდი თქვენთან...ან მე ვერ ვახერხებ..ან თქვენ მალავთ იმ ნამდვილ და ადამიანურ ნინოს. ლექსი ძალიან კარგი და 5.
ისე კარგად ნათამაშევი გულწრფელობა,როცა სხვას დააჯერებ დიდი ნიჭია. ეს ისე...ანუ არ ვიცი ამ ლექსში რაა გულწრფელობა თუ მისი ''ნიჭიერად გეკეთება''?
აი იმ პოსტში კი ნადმვილი იყავით ნინო..ისეთი მომწონხართ. და ..
5 საინტერესო და გულწრფელი .ისე კარგად ნათამაშევი გულწრფელობა,როცა სხვას დააჯერებ დიდი ნიჭია. ეს ისე...
მე კი წავალ და “მაი სფეისში” დავიკარგები. მეც მომერგება ის თარგები, ყველას სარგები. მეგებებიან აღტაცებით ყმაწვილ-კაცები, დაუნანებლად გულს მიშლიან ტოლი ქალები. ვირტუალური არსებობა ნამდვილს სჯობია! ისე მშვიდია ჩემი სივრცე, ისე დაცული, ამოვისუნთქე. რა მაქვს საშიშ-საკანკალები?! ანტივირუსით შევკარ, კარგო, ყველა კარიბჭე, ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები.
თქვენს რამდენიმე ლექსში ``დაგინახეთ``.ჩემთვის ყველაზე ნამდვილი ნინო დარბაისელი ფორუმის ერთ წერილში იყო,მაშინ ყველას ეგონა რუსები თბილისზე მოდიოდნენ.თქვენ დაწერეთ დიღომის შესასვლელში ვცხოვრობო და...ძალიან ადამიანური წერილი იყო. ის ნინო.იმ წერილის მიყვარს და ძვირფასია ჩემთვის...(ხო,უცნაური ვარ,ცოტა ) და მერე იმ ნინოს სულ ვეჩებდი თქვენთან...ან მე ვერ ვახერხებ..ან თქვენ მალავთ იმ ნამდვილ და ადამიანურ ნინოს. ლექსი ძალიან კარგი და 5.
ისე კარგად ნათამაშევი გულწრფელობა,როცა სხვას დააჯერებ დიდი ნიჭია. ეს ისე...ანუ არ ვიცი ამ ლექსში რაა გულწრფელობა თუ მისი ``ნიჭიერად გეკეთება``?
აი იმ პოსტში კი ნადმვილი იყავით ნინო..ისეთი მომწონხართ. და ..
3. რა მაქვს საშიშ-საკანკალები?! ანტივირუსით შევკარ, კარგო, ყველა კარიბჭე, ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები
:)))) რა მაქვს საშიშ-საკანკალები?! ანტივირუსით შევკარ, კარგო, ყველა კარიბჭე, ხოლო საეჭვოს და უცნაურს არც ვეკარები
:))))
2. კარგია უფრო სწორედ რაღაცნაირია რაა მაგრამ მაინც კაია 5 კარგია უფრო სწორედ რაღაცნაირია რაა მაგრამ მაინც კაია 5
1. ...''სულმოუთქმელად განსაცდელში მიმაქანებდა ვერ მოვერიე, არ იქნა და არ მოიშალა სხვის შესაქცევად თავის გვემა, ცრემლი მდუღარე. ვერ შევასმინე, რომ არავის არ სჭირდებოდა, დევნა-მალვაში დავბერდი და გადავიღალე.
დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ, სხვებმა დააცხრონ სიტყვა-თქმათა აურზაური, ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი, ხმაურში - ჟღერა''...
მახსოვს ეს ლექსი. ადრეც წამიკითხავს. ღრმაა და საინტერესო... ძალიან მომწონს, ქალბატონო ნინო! 5 ...``სულმოუთქმელად განსაცდელში მიმაქანებდა ვერ მოვერიე, არ იქნა და არ მოიშალა სხვის შესაქცევად თავის გვემა, ცრემლი მდუღარე. ვერ შევასმინე, რომ არავის არ სჭირდებოდა, დევნა-მალვაში დავბერდი და გადავიღალე.
დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ, სხვებმა დააცხრონ სიტყვა-თქმათა აურზაური, ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი, ხმაურში - ჟღერა``...
მახსოვს ეს ლექსი. ადრეც წამიკითხავს. ღრმაა და საინტერესო... ძალიან მომწონს, ქალბატონო ნინო! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|