ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეუდაბნოვე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2011


მეტროში

გვირაბის სიღრმიდან მოისმის კივილი,
შემოდის სადგურზე რელსების ბილიკით
ვაგონი, რომელსაც გადააქვს ტკივილი
აქედან გლდანამდე და მერე პირიქით...

არ ვიცი, მიწა თუ ბავშვობა მეძახის,
ამ მტვერს და ამ ქაოსს რა კარგად ვერგები,
დაბლიდან უკეთ ჩანს ბებერი მეძავი
_თბილისი რელსებზე მიბმული ნერვებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები