ჩვენს კლასში სიკეთის მთესველად ცნობილი, იყავი მკვირცხლი და საოცრად მოქნილი.
სახეზე მუდმივად ღიმილი გეხატა, მზად იყავ, დამჩაგვრელს ქცეოდი მეხადა.
მახსოვხარ, გოგოთა კერპი და მფარველი და ქუხდა იმ წლებში სულ შენი სახელი.
სხვა და სხვა მხარეში ჩვენ ბედმა დაგვფანტა, ეჰ...ახალგაზრდობაც რა უცებ დამთავრდა. ............................................................................. გავიგე, ქცეულხარ ბღენძია უფროსად, ზემოდან დაჰყურებ ახლობელს, უცხოსაც...
ვერ დავასამარე ბავშვობის ხატება, ვერ გადავაბრალე ასაკის მატებას.
ვიფიქრე, მენახა საკუთარ თვალებით, იქნებ, ცილს გწამებენ ნაწყენი ქალები.
მდიდრულ მისაღებში მნახველთა რიგია: „ ჯერ არ მობრძანებულაო, ბატონი გიგია“.
კარები გაიღო სულ რიხინ–რიხინით, ვიღაც შემოგორდა რაღაცის ჯიჯღინით.
სალამი კი არა, ზედაც არ გვიყურებს... მე ვეღარ ვუჯერებ ვერც თვალებს, ვერც ყურებს.
მდივანი თან შეგყვა შიშით და კანკალით, გამოდის, გამოაქვს ახალი ამბავი;
–დღეს ვეღარ მოიცლის უფროსი თქვენთვისო, მიბრძანდით, აღარ ღირს აქ მოცდა მეტისო.–
ვუთხარი, რომ ვიყავ მე, შენი კლასელი, ვთხოვე, გადაეცა ჩემი გვარ–სახელი.
მალე რობოტის ღიმილით მოვიდა: –ასეთი არავინ მახსოვსო სკოლიდან.
მოვდივარ, მატირებს ეგ ფერიცვალება, ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "ჩვენს კლასში სიკეთის მთესველად ცნობილი, იყავი მკვირცხლი და საოცრად მოქნილი. სახეზე მუდმივად ღიმილი გეხატა, მზად იყავ, დამჩაგვრელს ქცეოდი მეხადა. მახსოვხარ, გოგოთა კერპი და მფარველი და ქუხდა იმ წლებში სულ შენი სახელი." პირველი ნაწილი მომეწონა: მეც მყავს ასეთი კლასელი ზვიად ყიფიანი. გამიმართლა რომ ბღენძია უფროსად არ გადაქცეულა და ისევ ისეთი ვაჟკაცია როგორც სკოლიდან მახსოვს. თავისი ბიჭიც თავისნაირი გაუზრდია. აი მეორე ნაწილმა კი ჩემი კურსელი გამახსენა... თავის დროზე რეზოლუცია კი დაადო განცახდებას, მაგრამ სამ სიტყვაში 2 შეცდომა დაუშვა და თანაც "გააფერადა". დღეს აღარც ისაა უფროსი მაგრამ ჩემთვის რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას ?
"ჩვენს კლასში სიკეთის მთესველად ცნობილი, იყავი მკვირცხლი და საოცრად მოქნილი. სახეზე მუდმივად ღიმილი გეხატა, მზად იყავ, დამჩაგვრელს ქცეოდი მეხადა. მახსოვხარ, გოგოთა კერპი და მფარველი და ქუხდა იმ წლებში სულ შენი სახელი." პირველი ნაწილი მომეწონა: მეც მყავს ასეთი კლასელი ზვიად ყიფიანი. გამიმართლა რომ ბღენძია უფროსად არ გადაქცეულა და ისევ ისეთი ვაჟკაცია როგორც სკოლიდან მახსოვს. თავისი ბიჭიც თავისნაირი გაუზრდია. აი მეორე ნაწილმა კი ჩემი კურსელი გამახსენა... თავის დროზე რეზოლუცია კი დაადო განცახდებას, მაგრამ სამ სიტყვაში 2 შეცდომა დაუშვა და თანაც "გააფერადა". დღეს აღარც ისაა უფროსი მაგრამ ჩემთვის რაღა მნიშვნელობა აქვს ახლა ამას ?
10. გმადლობთ:)
მართლაც ძნელია ბავშვობის ლამაზი გრძნობების დასამარება. გაიხარეთ... გმადლობთ:)
მართლაც ძნელია ბავშვობის ლამაზი გრძნობების დასამარება. გაიხარეთ...
9. მოვდივარ, მატირებს ეგ ფერიცვალება, ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება. მოვდივარ, მატირებს ეგ ფერიცვალება, ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება.
8. რა ემოციური ნაკალმარია, ”ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება”-ძალიან მძიმეა ყველაფერი კარგად იქნება მადლითა უფლისაჲთა... წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) რა ემოციური ნაკალმარია, ”ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება”-ძალიან მძიმეა ყველაფერი კარგად იქნება მადლითა უფლისაჲთა... წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
7. ~ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება.~ ~ბავშვობის ხატების ეჰ... გარდაცვალება.~
6. კარგად არის ნათქვამი ლექსად... კარგად არის ნათქვამი ლექსად...
5. ჯერ გამეღიმა და მერე,მართლა ეჰ...რას უშვება ფული და დირექტორობა ადამიანებს :D
მოგიკითხეთ ქალბატონო,მანანა :* ჯერ გამეღიმა და მერე,მართლა ეჰ...რას უშვება ფული და დირექტორობა ადამიანებს :D
მოგიკითხეთ ქალბატონო,მანანა :*
4. გულს ნუ გაიტეხ ასეც ხდება ხოლმე! გულს ნუ გაიტეხ ასეც ხდება ხოლმე!
1. ბავშვობის ხატების გარდაცვალება... საშინელებაა... ბავშვობის ხატების გარდაცვალება... საშინელებაა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|