 | ავტორი: წევრი ჟანრი: პოეზია 18 ნოემბერი, 2011 |
ჩემი სევდის გოდორი ჩამოვკიდე ნალიას, დამიმიზნა ღრუბელი, თითქოს ცაა ისეთი, ისეთი რომ ამინდსაც გაციება ატყვია და ფილტვიდან ამოაქვს რაც თუ ყლაპა ნისლები.
გაბრაზებულ ამინდსაც აუწია სიცხემ და მზის გამოსვლის მაგიერ დამაწურა ოფლები, და მდუმარე ნალიაც ისე წყნარად მიცქერდა, თითქოს სველი არ ვიყო, თითქოს არ ვეცოდები.
წვიმისაგან გალუმპულს ახლა შენღა მიშველი, ჩემო ხმელო ნალიავ, ჩემო კიდობანო და ღმერთზე გაბრაზებული ცისკენ ხელებს ვიშვერდი, ვლოცულობდი, შევთხოვდი, წვიმა არ მიხაროდა!
ანდაც რა სახარია, როცა გული თბილი მაქვს, წვიმამ გამიცივა და შიგ ჩახერგა ნაღველი და ფიქრებიც დილამდის აღმა-დაღმა ივლიან და ფიქრები მტოვებენ ასე თვალებგახელილს.
ღმერთო, დილით ისეთი მე დამიხვდა ნალია, ნამტირალევ ქალივით და ჩაუცვამს ბუნება, წვიმამ მისი საწუთრო ალბათ მაშინ გალია, როცა ჩემმა თვალებმა მოასწრო მო-დუნება..
ერთ სიცოცხლეს მივცემდი ოღონდ ისე გაწვიმდეს, რომ ხვალ დილით ნალიას ისევ ასე ვხედავდე, ისევ ასე ლამაზად მას ჭაღარა გაცვივდეს, ისევ ასე ლამაზად, ისევ ასე ელავდეს...
..............
მზე ზეციდან გარბის და თითქოს ამინდს გაურბის, გუშინც ასე დაიწყო, მე ეს სცენა ვიცანი, და გულიდან ნიშნული მე მევსება აურის, ელვამ მისი ჩასუნთქვით მომცა წვიმის ნ ი შ ა ნ ი!!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვიზიარებ 4-ე კომენტარს...:) ნალიის ხათრით...+2 ვიზიარებ 4-ე კომენტარს...:) ნალიის ხათრით...+2
4. ავტორი: წევრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 (მელოდიურობაში)
მელოდიურიცაა,ადგილადგილ ლამაზიც,მაგრამ აზრი? ავტორი: წევრი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 2 (მელოდიურობაში)
მელოდიურიცაა,ადგილადგილ ლამაზიც,მაგრამ აზრი?
2. ერთ სიცოცხლეს მივცემდი ოღონდ ისე გაწვიმდეს, რომ ხვალ დილით ნალიას ისევ ასე ვხედავდე, ისევ ასე ლამაზად მას ჭაღარა გაცვივდეს, ისევ ასე ლამაზად, ისევ ასე ელავდეს...
ლამაზია და მელოდიური. ერთ სიცოცხლეს მივცემდი ოღონდ ისე გაწვიმდეს, რომ ხვალ დილით ნალიას ისევ ასე ვხედავდე, ისევ ასე ლამაზად მას ჭაღარა გაცვივდეს, ისევ ასე ლამაზად, ისევ ასე ელავდეს...
ლამაზია და მელოდიური.
1. არ მომეწონა და გთხოვ ნუ გაბრაზდები და ნუ გამომეკიდები. არ მომეწონა და გთხოვ ნუ გაბრაზდები და ნუ გამომეკიდები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|