ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვარა
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2011


* * *

მივყვემი ქვაფენილს,წამს ვგავარ გაფრენილს,
მივალ,მეფიქრება ბინდისფერ წარსულზე.
ამ ბოლო ღამესაც დუქანში გავათევ,
ხვალ კი მე ჯვარს ვიწერ სიკვდილის ასულზე.
ბაგიდან ბგერები ქარში მეფანტება
და ჩემი სათქმელი კალმით ძლივს შევკარი,
ღამის ორღობეში შარა იკარგება ,
ფიქრი მღრნის,ქვესკნელი თუ მაღლა ზე-კარი?
და ველი ალიონს,სიკვდილის სასიძოს,
უკანასკნელად რითმები შევკონე.
სული ხვალ გაიხდის სიცოცხლის მანტიას,
სულეთს გადამიხდის ქორწილს პერსეფონე?
-არვიცი,არადა მინდა რომ ვიცოდე,
არადა არ მინდა,ქორწილი,ღრეობა,
სიკვდილის სასიძოს უფრო მირჩევნია,
სადა პროცესია და შავი შენობა.
მივყვები ქვაფენილს,წამს ვგავარ გაფრენილს,
მივალ,მეფიქრება ბინდისფერ წარსულზე.
ამ ბოლო ღამესაც მუზებთან გავათევ,
ხვალ კი მე ჯვარს ვიწერ სიკვდილის ასულზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები