სააქაოზე ფიქრით, მთვარეს დაცვივდა თმები, ჩორთვით მიიწევს რითმით, ლექსი ჩემსავით ძველი, ვარდებს შეაჭრეს ფრთები, ჩაიდანი სტვენს გვერდით, გათენებაა ჩემი და გზა სავალი ბევრი. დაწერილი და რისთვის, ფერით არ ფერს ჰგავს, მორჩა, აქ რას დავტოვებთ ის თქვით, რომ წავალთ მეც კი ვიცი და ვარდისფერი გზები მოგვენატრება როცა, ისე ჩვენი წასვლა არ ღირს, ცოდო ვართ-ვფიქრობ, მგონი, ადამიანის გენი ფრთებს შლის და ცაზე მოთქვამს, ხელთ ჩვენ გვიჭირავს ლექსი, ერთით გავზარდეთ რიგი, ფიცით შესმული ბევრგზის, ხორცშესხმების გზებს ლოცავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|