ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2011


სინათლე როა, იქ მინდა...

მზეს, გაღიმებულს ყურთამდე
ფიქრს საზეპიროდ ვურთავდი...
ამინდს შემცივნულ სახეზე
სითბოს სალბუნად ვახვევდი.
თავს ვუქონავდი ხასიათს,
რას იზამ, ზოგჯერ ასეა...
ცუდ აზრებს ვეამბრაზურე,
ვატყობ, მოკეთეს მაძულებს.
თავს შევეფარე სახლივით,
ცხოვრებისაგან დაღლილი...
სიმართლეს გულში ვმალავდი,
სიცრუეს ვდევდი კარამდი.
შიშებს დავადე რაზები,
დროს არ ვეფიანდაზები...
ცად ავაფრინე ალალი,
რაც იყო, ისიც არ არი!..
ვზივარ, დუმილის ქვას ვკოდავ,
ყვავს რა აქვს, ბუს რომ გაჰქონდეს...
ასჯერ ნაზომი განზრახვა
გაჭრას დღესვე მთხოვს, განა ხვალ!
თავთან ხმამაღლა ვსაუბრობ,
ვარკვევ, მაწუხებს რა უფრო:
აზრი ქცეული სალოსად,
თუ სვლა ჭკუაზე ფალოსის?..
მტეხს უთქმელობა სახსრებში,
ეს დროც მაგონებს მხარშეცვლილს.
მზეს მაინც ვისხამ ფიქრიდან,
სინათლეა როა, იქ მინდა...

          23.11.11



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები