ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ძამუკაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 დეკემბერი, 2011


* * * (და მე დავინატრე...)

            და მე დავინატრე ზღვები და კლდეები უუკიდეგანო, და მე დავინატრე
ფერები აცდენილი ძველი ოოოცნების, ფიქრებს გაუყვია  არწივის ფრთები და
მე, მე შენ გშორდები, ფარდებში მიდიან გარდასულ დროიდან ბერები უცნაურ.
ქვიშის საათი კი ირწევა ხან აქეთ, ხან იქით, მაგიდა მარტოა, ვით სული უბიწო,
რითმებს გამოვუხმობ როგორც სინათლე წყვდიადში, და ხილვებს მოვუხმობ
ვნებაარეულს. მეც დამსიზმრებია ცხოვრების მირაჟი, და მეც რომ ვყოფილვარ
ნაზი და წამებულ, ოცნებობს ყვავილი ძველ რაზდოლიაზე, და როიალიც
ლამაზ თითს ოცნებობს. გრძნობებს გადაეჭრათ ქუჩაში ვენები, არაამქვეყნიურს
მივდევდი ვაგონებს, და პასტორალები ჩუმი და უსიტყვო, მიჰგვანან ზეცაში
აფრებად ასროლილ მზეებს გარინდებულ და ზღვებში ჩაწობილთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები