კიდევ ცოტაც და: - გკოცნი, მიყვარხარ! აბა, კარგად!
მაშინ ისეთი თამამები როდი ვიყავით, რომ ეს სიტყვები ერთმანეთისთვის ხმამაღლა გვეთქვა, მაგრამ დიდების მიბაძვით როცა ჩვენც ვთამაშობდით ბაღის ეზოში ,,ბრის ილი მიაუს", როცა ერთმანეთს ვერგებოდით, მაინც, რა იყო ის უცნაური გა-აღ-ტაცება - - აი, ქარი რომ ყვავილს მოწყვეტს და მინდვრიდან შორს გააქროლებს... არა! შენივე ბატიფეხურის გამგებს რომ ეძებ, იქნებ სიტყვა გამოგივიდა, მაგრამ ქარი რომ გამოგტაცებს ფურცელს ხელიდან, წაიღებს მაღლა, მაღლა-მაღლა, ტრიალ-ტრიალით, მერე ჩიტად გადააქცევს, შენი ამბავი რომ მიიტანოს იმ ქვეყანაში, სადაც სახლები ბატიბუტის ცაში კიდია და ყირამალა ჩამოზრდილ ხეებს კევითა და შოკოლადით დახუნძლული მწვანე ტოტები შიგ ფანჯრებში შემოუყვიათ და უცებ დასცხებს ლიმონათის კოკისპირული, იატაკისკენ დაიძვრება ფანჯრიდან ქაფი მარდად რაფაზე უნდა აძვრე, თავაწეულმა გაჭყეპამდე ყლაპო და ყლაპო.
იქ ცხოვრობს ყველა, ვინც ოდესმე მოგნატრებია და ყველაფერი დაკარგულიც იქ ინახება, რაც მთავარია, იქ ცოცხლდებიან დედოფალები, მაგრამ ჩიტები ქვავდებიან, სეტყვად ცვივიან.
სად რა გაუვათ, დიდებზე უკეთ გრძნობენ ბავშვები. ერთად ვერ მოვხვდით მაგიდასთან. მეც, დრო ვიხელთე, როცა ახალი მასწავლებელი შემოგვიყვანეს, გადმოგიჯექი და უჭმელობით სახელგანთქმული ფაფას ვეძგერე და თავჩაღუნულს მიხტოდა გული, მეწოდა ყურის ბიბილოები. რაღას იზამდნენ, დავიმკვიდრე ჩემი ადგილი. პურის ყუები შენ გიყვარდა, დესერტი - არა.
- ეს უკვე ჩემი ნაპირალია, მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! – - მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე. დავლიე, დავდგი, შენც დალიე. ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო, ჩვენი ეს იყო: იმიერიდან ერთმანეთის ნაპირალს ვსვამდით. სხვა დროს რატომღაც გერიდებოდი. მერე, (არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?) ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე, მერე - არ ვიცი, მერე აცივდა, მერე ბაღში აღარ მოსულხარ, მერე გავიგე, რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს. მერე ზაფხული, სკოლა, ახალი სიყვარული, ახლის ახალი.
იქიდან დამყვა, ცხადშიც, სიზმარშიც ადამიანებს და ყველაფერს, გაღმა-გამოღმა სამყაროებს მე ერთდროულად (ან უწესო მონაცვლეობით) ვგრძნობდე, მესმოდეს, მიყვარდეს, მძულდეს გოგოს და ბიჭის, ქალის და კაცის გულისყურით, ანუ ბოლომდე ვერ გავიგო, სად დავრჩე ანდა სად წავიდე, როგორ წავიდე და როგორც თითი, მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე, გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს, უსასრულო წრეს ვუბრუნდები. პირი თვალისთვის შეუმჩნევლად გაბზარულია.
შენ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. რენუარ, თეკლე, მადლობა ძვირფასებო!
თეკლე, რა საინტერესოა ,, უსასრულო წრე ამაოების განედზე''. ამ ფიქრს თუ გაჰყვები, განცდათა და სახეთა მთელი კასკადი მოაქვს. სინამდვილეში შეკუმშულ სპირალზე ტრიალის მუდმივი განცდა მაქვს. ვუბრუნდები და ვუბრუნდები იმავე დრო-ადგილებს, მაგრამ ზამბარა რომ არ გაიშალოს, ძალისხმევა მჭირდება. სხვისთვის იქნებ ძალზე გაუგებარ რაღაცასაც ვამბობ, მაგრამ მჯერა, შენ ნამდვილად გაიგებ, რას ვგულისხმობ. :) რენუარ, თეკლე, მადლობა ძვირფასებო!
თეკლე, რა საინტერესოა ,, უსასრულო წრე ამაოების განედზე``. ამ ფიქრს თუ გაჰყვები, განცდათა და სახეთა მთელი კასკადი მოაქვს. სინამდვილეში შეკუმშულ სპირალზე ტრიალის მუდმივი განცდა მაქვს. ვუბრუნდები და ვუბრუნდები იმავე დრო-ადგილებს, მაგრამ ზამბარა რომ არ გაიშალოს, ძალისხმევა მჭირდება. სხვისთვის იქნებ ძალზე გაუგებარ რაღაცასაც ვამბობ, მაგრამ მჯერა, შენ ნამდვილად გაიგებ, რას ვგულისხმობ. :)
12. ალბათ ისიც. უსასრულო წრე ამაოების განედზე. კარგია ძალიან.
ალბათ ისიც. უსასრულო წრე ამაოების განედზე. კარგია ძალიან.
11. კარგია. მიყვარს ასეთი ნიუანსები:) კარგია. მიყვარს ასეთი ნიუანსები:)
10. მადლობა, ლალი საყვარელო!
იყო დრო, როცა ყოველ ლექსს ინტერნეტში დადებისას განმარტებებს ვურთავდი ხოლმე, ვცდილობდი, ძალზე მარტივად ამეხსნა, რა იმალებოდა ტექსტში და ტექსტსმიღმა, რა მხატვრულ ამოცანებს ვისახავდი და როგორ გადაწყვეტამდე მივდიოდი და ა.შ ახლა ეს ყველაფერი გადავიფიქრე. გავითვალისწინე რა იმ მკითხველთა აზრი, რომელნიც თვლიდნენ, რომ ამით ხელი ეშლებოდათ ნაწარმოების დამოუკიდებლად აღქმაში ან მიაჩნდათ, თითქოს ვეხმარებოდი საკუთარ არასრულყოფილ ტექსტს, მარტო არ ვტოვებდი შიშით, ვაითუ გზა ვერ გაეკვალა.
ერთმა კრიტიკოსმაც მითხრა, ძალზე მინდა წერილი დავწერო შენი კრებულის შესახებ, მაგრამ ინტერნეტში ყველაფერი თავად გაქვს გაანალიზებული და სათქმელს არ გვიტოვებო. ( სასიამოვნოა, რომ ამ სიტყვების მიუხედავად, საინტერესო წერილი გამოუვიდა და ალბათ მალე გამოაქვეყნებს).
ცხადია, ამ ლექსს აქვს კონცეპტუალური პლანი, რომელიც ეყრდნობა ფსიქოანალიზის ორ ცნობილ თეორიას. წარმოადგენს მათი სინთეზის ცდას და ამგვარ პოეტურ ინტერპრეტაციას. მეტს ამჯერად არაფერს ვიტყვი. :)
მადლობა, ლალი საყვარელო!

9. ეს დილას ვნახე გარედან. რა გაქვთ აქ''შეფუთული''ალალად არ ვიცი:) მოგიკითხეთ. ეს დილას ვნახე გარედან. რა გაქვთ აქ``შეფუთული``ალალად არ ვიცი:) მოგიკითხეთ.
8. მადლობა ძვირფასებო კეთილგანწყობილი გამოხმაურებებისათვის. :) მადლობა ძვირფასებო კეთილგანწყობილი გამოხმაურებებისათვის. :)
7. რა ლამაზია........ :) რა ლამაზია........ :)
6. რაღაც წედაპირულად ზავიკიტხე,ახლა მეჩქარება და საგამოს ცავიკითხავ ისევ.ისე კი გემრიელი რამე ჩანს. რაღაც წედაპირულად ზავიკიტხე,ახლა მეჩქარება და საგამოს ცავიკითხავ ისევ.ისე კი გემრიელი რამე ჩანს.
5. უნდა ,,დაგილაიქოთ’’ :) უნდა ,,დაგილაიქოთ’’ :)
4. რაღაცნაირი, ამაღლებული სევდით ამავსო!!! გენიალურად წერთ!!! ულამაზესი ტკივილი- ლექსად ჩამოქნილი!!! იხარეთ!!! :* რაღაცნაირი, ამაღლებული სევდით ამავსო!!! გენიალურად წერთ!!! ულამაზესი ტკივილი- ლექსად ჩამოქნილი!!! იხარეთ!!! :*
3. მომიტევეთ-მე ვერ აღვიქვი პოეზიად; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მომიტევეთ-მე ვერ აღვიქვი პოეზიად; წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
2. "ნინო წამალი"-ის შემდეგ,ეს ლექსი მიყვარს...
"ნინო წამალი"-ის შემდეგ,ეს ლექსი მიყვარს...
1. - ეს უკვე ჩემი ნაპირალია, მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! – - მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე. დავლიე, დავდგი, შენც დალიე. ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო.
უზუსტესი.
მერე, (არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?) ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე, მერე - არ ვიცი, მერე აცივდა, მერე ბაღში აღარ მოსულხარ, მერე გავიგე, რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს. მერე ზაფხული, სკოლა, ახალი სიყვარული, ახლის ახალი.
ანუ ბოლომდე ვერ გავიგო, სად წავიდე, როგორ წავიდე და როგორც თითი, მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე, გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს, უსასრული წრეს ვუბრუნდები. პირი თვალისათვის შეუმჩნევლად გაბზარულია.
შენ?
კარგი ძალიან. არ ეყოფა ერთი წაკითხვა. - ეს უკვე ჩემი ნაპირალია, მაგრამ თუ გინდა, შენც დალიე! – - მითხარი ერთხელ და ჭიქა ნელა მომიცურე. დავლიე, დავდგი, შენც დალიე. ყველა სიყვარულს სჭირდება რაღაც საიდუმლო.
უზუსტესი.
მერე, (არ მახსოვს, ცხადში? სიზმარში?) ჩემი ადგილი სხვამ დაიკავა და დავინახე, ჭიქა როგორ მიუწიე, მერე - არ ვიცი, მერე აცივდა, მერე ბაღში აღარ მოსულხარ, მერე გავიგე, რომ სხვა ბაღში გადაგიყვანეს. მერე ზაფხული, სკოლა, ახალი სიყვარული, ახლის ახალი.
ანუ ბოლომდე ვერ გავიგო, სად წავიდე, როგორ წავიდე და როგორც თითი, მოსრიალე ცარიელი ბოკალის პირზე, გეზიდან ოდნავ გადაუხვევს და პომადის კვალს შეუმჩნევლად მოაპრიალებს, უსასრული წრეს ვუბრუნდები. პირი თვალისათვის შეუმჩნევლად გაბზარულია.
შენ?
კარგი ძალიან. არ ეყოფა ერთი წაკითხვა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|