როცა ფიქრნი აღმა ვლიდნენ შენზე ფიქრნი სადაც ვლიან, როცა გელი უსაშველოდ, როცა გულის ძალუმ ღელვის შეკავებას ვცდილობ ხელით.. ( როცა ის, ისე გელის, როგორც არვის არ ელის...) ცად ღრუბელთა თეთრი ფარა უფლის ხელით გაშლილ კარავს ჰგავდა უფრო, ვიდრე სსვა რამ სურათს... და რა გულსახარად იყო ნაზ-საყვარელი...
როცა სევდა გადამევლო... ლამის მთები გადამევლო, რადგან გულის ძალუმ ღელვას ვითომ ვიოკებდი ხელით, მაინც ლამის ვიქეც ხელად, როცა მოცდამ დამქანცა...
ჯერ რომ ლაღად, უდარდელად გავცქეროდი ღრებელთ ველებს, სიფრიფანებს, ნარფერებს, მზით და მზერით მოსაფერებს, თმენის ძაფის ვიდრე ღერი გულში მთელი გადარჩა...
მერე იყო, თუ რამ იყო... გულმა მარჩხად რეჩხი მიყო... ლამის ფრჩხილით ამომეღო, თუკი მისგან რამ დარჩა...
მიყუდებულს ღია სარკმელს, იასამნის უცხო საკმელს დახარბებულს მაინც, აქვე მოშრიალის, წყნარად, ბაცფერს, ვისუნთქავდი ახლაც ნაზს... თან ცხელ გულმკერდს ვაცივებდი... ყომრალ ღრუბლებს ვაცილებდი. ბილიკთ თვალს არ ვაცილებდი... მთისფერდობის დამკაწრავთ... და მრჩებოდა რაც იმედი, მიჰყვებოდა ჟამს და წყალს...
დღე საჩემო იყო - თალხი... და შაშვის შორ ხმას ჭახჭახის, (ხან კრიმანჭულს, ხან მოძახილს!.) ძლივას გამოღწეულს ახოს ( აქვე, ეზოს შორიახლოს ...) რაღაც თბილი მოგონება მოჰქონდა... და შორს იყო ამ დროს ავი და უხიაგ ხმათა ხვავი ( ამგვარ ცის რომ ბღალავს ხაოს...)... შეურყვნელს და მწიკვლუშაოს... რა შორს იყო გოლგოთა!...
მაგრამ ახლოს ტრიალებდა შენი მოლოდინის სევდა, ვით ფარვანა თავს დამფრენდა და პირშეკრულ იარებთან ( გულს რომ არცროს მიამებდა..) თავად სევდიანობდა... ბინდდებოდა საღამოს ცა, ფერს იღებდა გასაოცარს, თალხშემოსილს და გამომცხრალს - რომ გვაუწყებს ამო დარს... მოლოდინს კი ბოლო ჯერაც არ უჩადა არც ამჯერად ( როგორც მანამ, როგორც ხშირად...) ... გულიც, რომ წყნარდება ძვირად უფრო უმატებდა ძგერას...
მაინც ჩუმად, უბრად, ცერად, კვლავ ბილიკებისკენ ცქერას ( აწ საამოს არც სამზერად...) დაჩხაპნილი ფერდობის... მე გელოდი რაღაც ჟინით, გულისცემით ჩუმით, ხშირით, თავს, ღრუბლის ზღვად გადაშლილი, ცა დამმზერდა გაუმჭვირი მე გელოდი ნდობით თბილით, როგორც ელი, ვისაც გული ენდობა...
შენი ლანდიც არსად ჩანდა... და ღრუბელთა ფერად ჩარდახს, მოწყენილი, მაინც ზანტად ავხედავდი სარკმლიდან... და ვიყავით სულ მარტონი მე, მთა , ცა - უამრავ ტონით, ახლო იასამანთ რტონი (ო, რა საკმელს აკმევდა!..)
რომ არ სურდა დღეს მილევა, და ღამესთან შეწყვილებას ( ვითომ მისი იყო ნება...) თითქოს თავს არიდებდა...
ეჭვს თან ახლდა გემო მძაღე... აღარც გრძნობა, აღარც სახე... გავცქეროდი ჩემს სანახებს, მრუმე ფერს რომ იდებდა...
მაგრამ გული მაინც გრძნობდა, რომ დღე, თუნდაც მჯობნი მჯობნთა, ბევრს ბჭობდა თუ ნაკლებს ბჭობდა, ღამეს გზას ვერ დაუხშობდა... საღამოს კი ღამე სჯობდა, რადგან თუ არ წოხვიდოდი, სიზმრად მაინც გნახავდი... არ იძროდა სიოც, მახსოვს... ცას ფერებით უცხოდ ნაქსოვს (თუმც დღეს არაფერი ახსოვს...) ახელებდა მოლოდინის სახადი...
და დღეც ილეოდა... მალე წაიღებდა უსაყვარლეს შენი მოლოდინის ალერსს ( დატოვებდა უმხურვალეს - ზოგჯერ ცრემლსაც რომ ვერ მალავს... - ლოდინისგან დაღლილ თვალებს ) ( შენ რომ ვერცროს ნახავდი...)...
და დღეც ილეოდა ნელა, ლამაზად და უდრტვინველად და ჯერ კიდევ ღრუბელჭრელა ( ალბათ ძალზე ჩუმჩუმელა...) მჯერა, გრძნობდა ღამე-ბნელა - ( უვარსკვლავ-უთუთარჩელო ) რას ფიქრობდა მალულად... და მე მშურდა - რომ თუნდ გვიან, მას ელოდა პაემანი... მე კი ფიქრთ ვერ დავემალე... ვეღარც ეჭვთა ავიქშიე არული...
და ეჭვებთან ერთად სევდაც, მოლოდინის ნამუსრევთან, სეირნობდა და მიმზერდა სევდიანი მზერით, უბრად, უჩუმრად... და მომესმა თქმული მშვიდად, შორიახლო ფერდობიდან: ,, აღარ მოვა...“ - ორი სიტყვა, ბილიკმა რომ ბილიკს გადუჩურჩულა...
მე გელოდი, როგორც ალერსს, უთბილესს და უმხურვალესს, დასიცხული როგორც ელის ( ლამის რომ ვერ ახელს თვალებს...) ნელ, გრილ ზღვაურს მოხასხასე მდელოდან... მაგრამ, მიჩვეულმა ღალატს, გულმა ტკენა ვერ დამალა... და ვიცოდი, თუ რა მალე, ნალოლიავებ-ნაწვალევს, ჩემს მოლოდინს გაწბილება ელოდა...
სევდის მზერაც გახდა გრილი... და თითქოს იმ სევდის შვილი, ( სევდით ჯერ არც შებუმბვლილი...) მოწყენილად თავდახრილი ჩემს რუხ ფერდობს ( როგორც მღილი...) ნინველაზე უფრო ჩვილი, მოჰყვებოდა ცოცვით ფრთხილით, ვითომ რამეს მშველოდა... ვჭრეტდი ლანდად ქცეულ ხილვებს... და მე ვგრძნობდი - ყველა ბილიკს მალე ღამის ჩრდილიც ჩამოუვლიდა... და კვლავ სარკმელს მიჯაჭვული, ვიდექ მაინც, რადგან გული გარინდებას მიჩვეული, თავისთავსაც უკვე ვეღარ უვლიდა... მოლოდინის ბოლო წუთებს თუმც ბოლომდე ვესათუთე, რომ ვითმენდი ტკივილს უთქმელს, ცრემლის გემო ვიგრძენ მწუთხე, ჩამოსულის თვალიდან თუ გულიდან... დაიხურა თითქოს სივრცე, სუნთქვის გაძნელებაც იგრძენ, როგორც იცის, როცა სიო არ დაქრის..
და კვლავ დიდხანს ღია სარკმელს ვერ მოვცილდი და მის საკეტს, შთენილს ხელუხლებლად ცალკე, გვერდით ვედექ , როგორც თიხის ქანდაკი...
ცას - შემურულ მიწის სარქველს - აწ ვინ გაუხსნიდა საკინძს... ვგრძნობდი - ამას აღარც თვითონ ლამობდა... აღარც დაისს ჰქონდა თავი აწ თუნდ წამით ფეხათრევის და მოლოდინს ღამის თევის ვეჩვეოდი უკვე თავად... შენს ლოდინს კი გულსაკლავად შეველიე, რადგან კვლავაც თვალიც ვერ ვკარ ცის დასავალს, რომ უეცრად უხილავმა, ყუჩად მყოფმა, ვითომ ავმა, ისე დიაჩხავლა ყვავმა, რომ დაღამდა... - კი არ მოსაღამოვდა... 25. 11. 2011
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. თვალიც ვერ ვკარ ცის დასავალს, რომ უეცრად უხილავმა, ყუჩად მყოფმა, ვითომ ავმა, ისე დიაჩხავლა ყვავმა, რომ დაღამდა... - კი არ მოსაღამოვდა... - განსაკუთრებული ფინალი აქვს. ძალიან კარგია! თვალიც ვერ ვკარ ცის დასავალს, რომ უეცრად უხილავმა, ყუჩად მყოფმა, ვითომ ავმა, ისე დიაჩხავლა ყვავმა, რომ დაღამდა... - კი არ მოსაღამოვდა... - განსაკუთრებული ფინალი აქვს. ძალიან კარგია!
10. ქართული ენის ლექსიკის გასაღრმავებლადაც საუკეთესოა თქვენი ლექსები, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად...
ქართული ენის ლექსიკის გასაღრმავებლადაც საუკეთესოა თქვენი ლექსები, სხვა ყველა სიკეთესთან ერთად...
9. მე არ მომეწონა–მომიტევეთ; წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) მე არ მომეწონა–მომიტევეთ; წარმატებებს გისურვებთ. პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
8. ავტორი: იმო ჯახუანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
28 ნოემბერი, 2011
ავტორი: იმო ჯახუანი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 0
28 ნოემბერი, 2011
7. ეს გარედან წავიკითხე 5 ეს გარედან წავიკითხე 5
6. საღამოს კი ღამე სჯობდა, რადგან თუ არ წოხვიდოდი, სიზმრად მაინც გნახავდი...
მე გელოდი რაღაც ჟინით... როგორც ელი, ვისაც გული ენდობა...
და მომესმა თქმული მშვიდად, შორიახლო ფერდობიდან: ,, აღარ მოვა...“ - ორი სიტყვა, ბილიკმა რომ ბილიკს გადუჩურჩულა...
რომ უეცრად უხილავმა, ყუჩად მყოფმა, ვითომ ავმა, ისე დიაჩხავლა ყვავმა, რომ დაღამდა... - კი არ მოსაღამოვდა...
ძალიან,ძალიან კარგი და ძალიან დიდი ტკივილის დამტევი. თქვენსავით, ძია იმო,ან რა გასაკვირია.
საღამოს კი ღამე სჯობდა, რადგან თუ არ წოხვიდოდი, სიზმრად მაინც გნახავდი...
მე გელოდი რაღაც ჟინით... როგორც ელი, ვისაც გული ენდობა...
და მომესმა თქმული მშვიდად, შორიახლო ფერდობიდან: ,, აღარ მოვა...“ - ორი სიტყვა, ბილიკმა რომ ბილიკს გადუჩურჩულა...
რომ უეცრად უხილავმა, ყუჩად მყოფმა, ვითომ ავმა, ისე დიაჩხავლა ყვავმა, რომ დაღამდა... - კი არ მოსაღამოვდა...
ძალიან,ძალიან კარგი და ძალიან დიდი ტკივილის დამტევი. თქვენსავით, ძია იმო,ან რა გასაკვირია.
5. შენი გზით გააგრძელეს ვგგულისხმობ, ჩემო ჯეელო მეგობარო ( უახლოეს მმავალსი მაინც ) ამ "გაჰყე ბაქაჯან ეშელონს, იქნება რამე გეშველოს" ფრაზაში, შერაცხყოას კი არც ვიღებ და და არც გავცემ...სიამოვნებით და არაერთხელ მაქვს წაკითხული 4 წლიდან მოყოლებული შენი რჩეული ოსტატები და ათასობით სხვებიც, შენთვის უმრავლესობა უცნობები ჯერაც. შენი გემოვნების სხვითვის თავს მოხვევის მცდელობა კი რიგითი ლიტერატურული უზნეობაა, მეტი თუ არაფერი... შენი გზით გააგრძელეს ვგგულისხმობ, ჩემო ჯეელო მეგობარო ( უახლოეს მმავალსი მაინც ) ამ "გაჰყე ბაქაჯან ეშელონს, იქნება რამე გეშველოს" ფრაზაში, შერაცხყოას კი არც ვიღებ და და არც გავცემ...სიამოვნებით და არაერთხელ მაქვს წაკითხული 4 წლიდან მოყოლებული შენი რჩეული ოსტატები და ათასობით სხვებიც, შენთვის უმრავლესობა უცნობები ჯერაც. შენი გემოვნების სხვითვის თავს მოხვევის მცდელობა კი რიგითი ლიტერატურული უზნეობაა, მეტი თუ არაფერი...
4. არქაული Gk. archaios ძველი, ძველებური. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეს სიტყვის მნიშვნელობა.
დრო საერთოდ ყველაფერს აკლებს დასაკლებს, არც პოეზიაა გამონაკლისი, თუნდაც იმიტომ რომ ხალხის გემოვნება იხვეწება და ითხოვს ახალს, უფრო გათანამედროვებულს, ახლის ძიება და ახლის მიგნება ამ სტილში ჩემთვის მიუღებელია მეთქი, რამე არ ვთქვი სწორად ან ვიჩქარე? საერთოდ მოჩქარეს უგვიანდება, მე კი არა, რატომ? მაქვს არგუმენტები და იმიტომ, როგორც მკითხველს არ მომწონს და მორჩა და საკუთარი ლექსის დაცვა ჩემი შეურაცხყოფით "გაჰყე ბაქაჯან ეშელონს, იქნება რამე გეშველოს" არ არის მართებული, არ მითქვამს უნიჭო ხართ-მეთქი. არქაული Gk. archaios ძველი, ძველებური. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი
ეს სიტყვის მნიშვნელობა.
დრო საერთოდ ყველაფერს აკლებს დასაკლებს, არც პოეზიაა გამონაკლისი, თუნდაც იმიტომ რომ ხალხის გემოვნება იხვეწება და ითხოვს ახალს, უფრო გათანამედროვებულს, ახლის ძიება და ახლის მიგნება ამ სტილში ჩემთვის მიუღებელია მეთქი, რამე არ ვთქვი სწორად ან ვიჩქარე? საერთოდ მოჩქარეს უგვიანდება, მე კი არა, რატომ? მაქვს არგუმენტები და იმიტომ, როგორც მკითხველს არ მომწონს და მორჩა და საკუთარი ლექსის დაცვა ჩემი შეურაცხყოფით "გაჰყე ბაქაჯან ეშელონს, იქნება რამე გეშველოს" არ არის მართებული, არ მითქვამს უნიჭო ხართ-მეთქი.
3. არქაულის მნიშვნელობაშიც ვერ გარკვეულხარ, ჩემო ბექავ, რიგიანად... პოეზიას არქაულობა არაფერს აკლებს, მაგრამ აქ ამის კვალიც არ არ არის, სწორედ რომ სიახლის ძიებები და მიგნებებია ( ხშირად ) ამ ბალადის პლიუსები. ახალგაზრდა ჩანხარ და აჩქარებანიც გეპატიება, მაგრამ მე გადავაბიჯე შენი კურსის დონეს 40-ოდე წლის წინ და ცოტა მეტი გამოცდილებაც მაქვს და არც ნიჭზე მიმიღია ჯერხნობით რაიმე საყვედური პირადში შეტანით... არქაულის მნიშვნელობაშიც ვერ გარკვეულხარ, ჩემო ბექავ, რიგიანად... პოეზიას არქაულობა არაფერს აკლებს, მაგრამ აქ ამის კვალიც არ არ არის, სწორედ რომ სიახლის ძიებები და მიგნებებია ( ხშირად ) ამ ბალადის პლიუსები. ახალგაზრდა ჩანხარ და აჩქარებანიც გეპატიება, მაგრამ მე გადავაბიჯე შენი კურსის დონეს 40-ოდე წლის წინ და ცოტა მეტი გამოცდილებაც მაქვს და არც ნიჭზე მიმიღია ჯერხნობით რაიმე საყვედური პირადში შეტანით...
2. გაჰყე ბაქაჯან ეშელონს, იქნება რამე გეშველოს, ჯერ წერა კითხვა ისწავლემერე ებაზრე ბებერ ლომს... ეს ჯერ შენ რომ წაიკითხო, ვინ იცის ცოტა გებევროს... შენს წასაკითხად ვინცა წერს, უჯობს, მთლად გადაეშენოს.. ჩასეფრებული ტიპებით ვერ გამაკვირვებ მე შენო... - ეს რა იყო ახლა, ბებერი ლომი ხარ კარგი, პატივს გცემ, მაგრამ იქნებ სტილი არ მომწონს, რა გამოიდეთ თავი, შეურაცხყოფა მოგაყენეთ? საჩემოდ იცი ვინ წერს? ჰიუგო წერს, ტვენი წერს, ბულგაკოვი წერს, დუმძბაძე წერს, ჭილაძე წერს, ნიშნიანიძე წერს, გრანელი წერს, გალაკტიონი წერს. ეს სტილი კიდევ არქაულია, მალე გადაშენდება, ჰოდა მაგიტომ არ მომწონს, ასაკში ბრძანდებით და მეტი კორექტულობა გმართებთ. გაჰყე ბაქაჯან ეშელონს, იქნება რამე გეშველოს, ჯერ წერა კითხვა ისწავლემერე ებაზრე ბებერ ლომს... ეს ჯერ შენ რომ წაიკითხო, ვინ იცის ცოტა გებევროს... შენს წასაკითხად ვინცა წერს, უჯობს, მთლად გადაეშენოს.. ჩასეფრებული ტიპებით ვერ გამაკვირვებ მე შენო... - ეს რა იყო ახლა, ბებერი ლომი ხარ კარგი, პატივს გცემ, მაგრამ იქნებ სტილი არ მომწონს, რა გამოიდეთ თავი, შეურაცხყოფა მოგაყენეთ? საჩემოდ იცი ვინ წერს? ჰიუგო წერს, ტვენი წერს, ბულგაკოვი წერს, დუმძბაძე წერს, ჭილაძე წერს, ნიშნიანიძე წერს, გრანელი წერს, გალაკტიონი წერს. ეს სტილი კიდევ არქაულია, მალე გადაშენდება, ჰოდა მაგიტომ არ მომწონს, ასაკში ბრძანდებით და მეტი კორექტულობა გმართებთ.
1. მაპატიეთ, პირველი სტროფის შემდეგ არ გამიგრძელებია. მაპატიეთ, პირველი სტროფის შემდეგ არ გამიგრძელებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|