საკვირაო წირვები... პოკერ კლუბები... კაზინოს სახლები... წითელ ფარდებაბრიალებული ბორდელები... ბორდელები... ბორდელები... ღმერთთან, ღმერთის გარეთ თუ ეშმაკთან. ყველა კარი ღიაა და ყველა კარი დახშული. ყველგან საშვია საჭირო _ წმინდანობის ან ურწმუნოების, ან ბოლომდე დაცემის. ... დედა აღმართს რომ აუყვებოდა, შორიდან, ლანდი იყო თუ ადამიანის სილუეტი, ვერ არჩევდი. სოფლის ეკლესიამდე დაკიდულ ბილიკზე შენც ბევრჯერ აგივლია. ღმერთთან მიდიოდი, რიტუალთან, თუ შენს დაკარგულ უხილავ "მესთან"... ჰო, დამავიწყდა, სანამ ტაძრის გალავნამდე ააღწევდი, გზად ბოზ ნანუკიას სახლთან უნდა გაგევლო. შეგეძლო ჯერ ევას _ ცოდვის ნაყოფს _ "ზიარებოდი" და მერე უფლისას. რამდენჯერ, მისი კარის ზღურბლთან მდგარს, ქვემოთ _ ნანუკიას მოშილიფებული მკერდის ძუძუსთავები გეძახდა, ზემოთ _ შენი სოფლის ეკლესიის ზარების რეკვა. სულერთი იყო, მეზობლის მწიფე გულაბს მოიპარავდი, თუ ნანუკიას სავსე თეძოებს... იქ, ზემოთ, უფლის სახლი და თან სოფლის სასაფლაო, _ იქ არ იბადებოდნენ, მაგრამ საბოლოოდ ყველანი იქ სახლდებოდნენ. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები, შევყურებდით ბუნდოვანი გაოცებით ყოველ შაბათ-კვირას და სადღესასწაულო დღეებში ძინ-ძინ-ძინ _ როგორ წკრიალებდა სოფლის ვეებერთელა ზარი და ზღურბლთან არ გვაყენებდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები...
-შესანიშნავად დახატული სურათის ფონი. გულითადი მოკითხვა დავითს. ზემოთ _ მარადიული სოფელი, ქვემოთ _ ჩვენ დასიზმრებულები...
-შესანიშნავად დახატული სურათის ფონი. გულითადი მოკითხვა დავითს.
6. მახსოვს ეს ლექსი , კარგია :) მახსოვს ეს ლექსი , კარგია :)
5. მეც მოგიკითხეთ შენ და ირაკლი.გაიხარეთ! მეც მოგიკითხეთ შენ და ირაკლი.გაიხარეთ!
4. ქაოსურია, როგორც ჩვენი რეალობა.... თუმცა, მეტი პოეტურობა მაინც საჭიროა, ვგონებ, ნებისმიერი თემატიკის ლექსისთვის. მოკითხვა თქვენ!
ქაოსურია, როგორც ჩვენი რეალობა.... თუმცა, მეტი პოეტურობა მაინც საჭიროა, ვგონებ, ნებისმიერი თემატიკის ლექსისთვის. მოკითხვა თქვენ!
3. გაიხარე, ბესარიონ! გაიხარე, ბესარიონ!
2. ვერ მოვიწონე–მომიტევეთ წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ვერ მოვიწონე–მომიტევეთ წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
1. ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 ნოემბერი, 2011
ავტორი: დავით შემოქმედელი ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
28 ნოემბერი, 2011
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|