ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
1 დეკემბერი, 2011


მეცხრე ტრიპტიხი

მიწისძვრა

... იძვრიან  როცა  მთები,  ძრწიან
და  ცახცახებენ...
მშვიდად  მთვლემარის  როს  ეხდება
ვულკანს  ნიღაბი
და  ავ  ხრჩოლვაში  იხუთება
ცა  და  მთიები...
„ნაგებნი  ტურფად“
მაგრამ  სიყალბით,
და  პირქვავდება  გარს  რიოში
რიგი  თაღების...
როდინდელს  ნეტავ  ან  ვის  ცოდვებს  ინანიებენ?!.




მარადმომლოდინისა


სანამ  უნდა...
სანამ  უნდა
ამ  ქვებზე  და
ამ  ღორღებზე?!.
დამაყენე  საშველი  და
ამოშაქრე,
ამოღერღე!..

სანამ  -
ოდენ  მოლოდინით
და  იმედით  ხვალინდელ  დღის?!.
სანამ,
სანამ...
ამის  პასუხს
თუ  არა  შენ  -  სხვა  ვინ  მეტყვის?!..

ან  სხვამ  ვიღამ  დამიფაროს  -
სხვამ  ვინ  უწყის,  რაც  მტკენია?..
ეს  საწუთრო  გაიპარა  -
ჯერ  კრინტი  არ  დაგცდენია...
არც  -
თუ  რისთვის  დამიბარე...
არც  -
თუ  რისთვის  მაცდევინებ!..





ქაჩალი  ბედისა

ბარემ  ბოლომდე  მებედე,
შენ,  ბედო  ჩემო,  ქაჩალო,
სული  იმ  ბედით  ღელემდე
როგორმე  მივაჩანჩალო!..

ეს  გზა-ბილიკი,  კლაკნია,
როგორმე  მივაოხჯანო,
ვიდრე  დღე  ღამეს  გაჰყრია,
მთვარე  კი
მზეს - უბორჯღალოს ...
და  ქვაღორღს  გადამაყრიან,
ზედ  უხვად  და  უმოწყალოდ...

გულს  ერთხელ  თუ  არ  მოეშვა,
ხორცი  სულს  ვიდრე  გაჰყრია,
ისე  ამ  წუთისოფელში  -
ამ  ცოდვის  ქვაბში - რა  ყრია?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები