ავტორი: შენ ისევ შენ ჟანრი: პროზა 2 დეკემბერი, 2011
ღირსებისა და სიყვარულის მსხვერპლნი – ნაწილი I
მეშვიდე საუკუნე, ჩინეთის ტერიტორია. გენერალი ლი–ვეი მეფის ქალიშვილის ოთახს მიუახლოვდა გარედან, თუმცა კარგად ჩანდა მისი მზერა გვერდით პატარა სარკმლისაკენ იყო მიმართული. ლი–ვეიმ ჩურჩულით, თუმცა მაინც ხმამაღლა დაიძახა – დაი–იუ! მე დავბრუნდი! ერთიბეწვა ფანჯრიდან, ქალის თვალები გამოჩნდა, წვრილი და თითქოს მთლიანად შავი. ლი–ვეი სასახლის კედელზე აძვრა, გარედან მაგრად მიჭედებული ფანჯარა გამოაღო და ოთახში შეძვრა, სადაც სუნთქვაცკი ჭირდა. ძირს ბალიში ძველი თითქმის გამოუსადეგარი, თუმცა მოვლილი ჩანდა. ოთახი იმაზე პატარა იყო ვიდრე ვინმე წარმოიდგინდა, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი მაინც კოხტად გამოიყურებოდა თუნდაც ძველი გახუნებული ბალიში და დაგლეჯილი ნაჭერი, რომელიც საბნის მაგივრობას უწევდა დაი–იუს მაშინ როდესაც სიცივე მზის სხივებს დაატყვევებდა და მიწაზე აღარ უშვებდა ხოლმე. იქვე პატარა სკამი და სკამზე არცთუ ისე დიდი მაგიდა იდგა, ფეხებმორყეული, თუმცა მაინც მყარად და მძიმედ თითქოს ათასწლოვანი ჭადარივით გაედგა ფესვები იმ პატარა ადგილას. კედელზე სარჭები იყო ჩამოკიდული, უამრავი ფორმისა და ფერის. როგორც ჩანს მათი შეგროვება ერთადერთი გასართობი დაი–იუსათვის. ლი–ვეიმ ჯიბეში დიდხანს ეძება რაღაც და ბოლოს იპოვა, კიდევ ერთი სარჭი, კოლექციისათვის. დაი–იუს გაეღიმა და გადაეხვია თუმცა ალბათ იმისათვის, რომ მის წინ ერთადერთი ადამიანი იდგა რომელიც ზრუნავდა მასზე. დაღამდა. და ღამემ წაართვა ფერები არემარეს... ორივენი ჩუმად იყვნენ. თუმცა თვალებით ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. დაი–იუ ვერასოდეს უძლებდა ასეთ ჩუმ, თვალები ლაპარაკს, მუდამ ცრემლები მოსდიოდა თუმცა ამ ცრემლებს ღიმილს აყოლებდა. თავის მშვენიერ ღიმილს. რომელიც მუდამ თვალწინ ედგა ლი–ვეის იმ მომენტში როდესაც მტრამდე 2 მეტრიღა აშორებდა და ხმალი ჰქონდა აღმართული. ხმალი. ხმალი გაუმაძღარი კაციჭამია. ლი–ვეიმ წასვლა დააპირა. ხელები მაგრად მოკიდე დაი–იუს გრძელ, სწორ, შავ თმას რომელიც მას თხელ ლოყებს ოდნავ უფარავდა მაშინ როდესაც თავს ჩაღუნავდა ხოლმე. შემდეგ ლი–ვეიმ ხელი ნაზად გაასრიალა მის თმაზე და ბოლოს ფანჯრისაკენ გადაიწია. სასახლე ჩაბნელებული იყო, თითქოს მთვარის შუქი მხოლოდ ამ ერთ პაწაწინა სარკმელს ანათებდა მხოლოდ. ლი–ვეი ქვემოთ ჩაცოცდა. ახლა აქედან გამოემშვიდობა იმ ნაზ არსებას რომელიც პატარა სარკმლიდან უყურებდა და თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა. ლი–ვეი შეჩერდა და ბოლოს დაინახა როგორ გამოფრინდა შავი მტრედი დაი–იუს ფანჯრიდან და როგორ დააჯდა მხარზე თავზე თეთრი წრე ჰქონდა და შუაში ისევ შავი წერტილი. ლამაზი მტრედი იყო, იშვიათი. რამოდენიმე დღე გავიდა. ჯარი საბრძოლველად იყო მზად ლი–ვეი საბოლოო განკარგულებებს გასცემდა. დაღამდა, შემდეგ ისვ გათენდა ბრზოლის ველი უკვე ამორჩეული იყო. აქეთ–იქიდან ხმლების ჟღარუნი ისმოდა და თითქოს მიწას ძრავდა. დაი აი მომენტი როდესაც ლი–ვეის მუდამ დაი–იუს სახე უდგას თვალწინ, მაგრამ უეცრად ყველაფერი გაჩერდა, დადუმდა. მტრის ჯარის ერთი ამოხვნეშა და ისინი ადგილზე გაიყინნენ. ცაში შავმა მტრედმა გაიფრთხიალა, შემდეგ ძირს დაეშვა და თითქოს ისევ დაუბრუნა ამ ხალხს აზროვნება. მტრის ჯარის მეთაურმა ჯერ ეჭვის თვალით შეხედა ყოველივე ამას შემდეგ კი გაეღიმა ხმალი მაღლა ასწია და როგორც გამარჯვებისას სჩვევით ისე შემოსძახა. გაეღიმა ლი–ვეისაც. თუმცა უკვირდა რატომ მანაც იგივე შეძახილი გაიმეორა. ბოლოს მეთაურს მიუტრიალდა და როგორც იქნა ხმის ამოღება გაბედა...