ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2008


მარიამ წიკლაურს

ამინდიც ისეთი სევდისფერი,
წვიმაში ხეტიალი მოგინდება,
ანდაც გუდამაყრის ფერდობები,
ჟიპიტაური და გარინდება.
ნუ დამიღონდები მარიამო,
არა, დამიჯერე არ გიხდება,
მოდი გაიღიმე ჩემებურო,
დღეს ეს უჩვეულოდ მოგიხდება.
ხვალე ეს ავდარიც გადაივლის,
ცუდი ფიქრებიც წაგიხდება,
მერე მხოლოდ ლექსად თუ ამოთქომ,
ამ შენს უჩვეულო დაღლილობას.
ნუ შეუშინდები ქალაქის სუსხს,
ყინვა თუ ვერ გაზრობს, ჩვენი მთისა,
სიტყვის მქარგველო დედოფალო,
მხოლოდ მოგეფერე დღეს ამ ლექსად

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები