ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
5 დეკემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ღირსებისა და სიყვარულის მსხვერპლნი – ნაწილი II

(ლი–ვეი)–თქვენ ძალიან ჰგავხ....
(იუ–ძინი)–სად არის დაი–იუ?!  შენ უნდა იცოდე! ის ასე უბრალოდ არ გამოგაყოლებდა „შავ მტრედს“ (იუ–ძინი)
(ლი–ვეი)–ის... ის  მუნ–ჰონის სასახლეშია პრინცესას ესმხაურება.
(იუ–ძინი)–სასახლე ხვალ საღამოს უკვე ჩვენს ხელში იქნება მითუმეტეს რომ, მათ თქვენს გარდა სხვა არმია არ ჰყავთ დაქირავებული. მერწმუნე შენც და შენს ჯარსაც საქმე კარგად აგეწყობათ. ახლა კი მშვიდობით გაგვატარე.
იუ–ძინი წინ გაემართა  ლი–ვეის არმია შუაზე გაიხლიჩა რათა მათკენ მომავალი ჯარი გასულიყო
(ლი–ვეი)–მოიცადეთ!  საქმე ასე მარტივადაც არაა. სასხლეს კიდევ 100 ზე  მეტი მცველი ჰყავს. მე ისინი არასოდეს მინახავს თუმცა ვიცი რომ მუდამ დარაჯობენ სასახლეს. არც მათთან ერთად მიბრძვია. მაგრამ ხალხში ხმები დადიოდა, რომ მათი მეთაური არასოდეს დამარცხებულა.
(იუ–ძინი)–გინდაც ათი ათასნი იყვნენ ეს ჩემს ჯარს გგონია შეაჩერებს?! ან საერთოდ წინააღმდეგობას გაუწევს?!  ]
(ლი–ვეი)–ერთ რჩევას მაინც მოგცემ. ღამით ნუ  შე.......
(უი–ძინი)–შენი რჩევების მოსმენას არ ვაპირებ ლაწირაკო!!!
იუ–ძინი აღარ გაჩერებულა ხმალმომარჯვებულმა გასწია წინ.
ერთ დღეში სასახლესთან ახლოს იყვნენ. თუმცა დაბანაკდნენ და შეტევა ღამით ამჯობინეს. ყველაფერი მზად იყო.  და აი მისცა შეტევის დაწყების სიგნალი იუ–ძინმა.
სასახლის შემოგარენში მცხოვრებლები სასახლისაკენ გაიქცნენ და თავის შეფარება მოასწრეს.  იუ–ძინმა გასცა ბრძანება სოფლისათვის ხელი არ ეხლოთ და მხოლოდ სასახლე გაენადგრუებინათ. წინააღმდეგობას არავინ უწევდა. დაიწყეს სასახლის კედლების ნგრევა. იუ–ძინმა სასახლის ბოლო სართულზე სანთლის შუქით განათებული ოთახიდან მუნ–ჰონის მზერა შენიშნა რომელსაც საზარელი ღიმილით ეღიმებოდა. მის გვერძე ვიღაც უცნობი იდგა მაღალი ჩანდა. შემდეგ კი გაქრა იმ ადგილიდან.
სასახლის გალავნის  კედლები ძლივს ინგრეოდა, მაგრამ უეცრად  კარიბჭის ხმა მოისმა რომლიდანაც  ორიოდე ნაბიჯიღა იყო სასახლემდე მისასვლელი და სულ რამოდენიმე წამში გაიღო კიდეც. ჯარი უეცრად სიჩუმემ და გაკვირვებამ მოიცვა. იუ–ძინი პირველი შევიდა შიგნით.  შემდეგ ჯარის ნაწილიც შეჰყვა  მას იმდენი კაცი რამდენიც იქ დაეტეოდა.  კარი უეცრად ჩაიკეტა. ჯარის ნახევარი გარეთ დარჩა. შიგნით კი სიჩუმე გასროლილმა ისრებმა დაარღვია, თუმცა ვერავინ ხედავდა  ვინ ისროდა, საიდან ან რას.  შიგნით მყოფი ჯარის დიდი ნაწილი ისე ამოწყდა რომ ვერავის გაეგო სად იყო მტერი. გაკვირვებულები ხმალს ხან აქეთ იქნევდნენ ხან იქით. იუ–ძინს ყველაზე მეტად აწუხებდა ეს თუმცა მაინც მაგრად იდგა და გაუჩერებლად ფიქრობდა თუ რა გაეკეთებინა. ამ გასაჭირის ჟამს გარედანაც დამფრთხალი ჯარის  ყვირილი მოისმა. კარიბჭე კვლავ გაიღო. შიგნით მყოფებს გარეთ გასვლა სურდათ  თუმცა გარედან დაასწრეს შემოსვლა, რადგან იქიდანაც საფრთხე მოიწევდა. დამშეულ მგლებს  ბლომად ჯარისკაცისათვის გამოუღადრავთ ყელი.  ახლა უკვე მთელი ჯარი გალავნის შიგნით იყო თუმცა ახლა ისინი ადრინდელზე სამ–ოთხჯერ  ცოტანი იყვნენ. დაბნეულები ხან რას აწყდებოდნენ, ხან რას. დახოცილთა სისხლი მიწას შერეოდა.
ატალახდა.
ატალახდა წითლად
თუმცა ასეთ ღამეში დაბნეული ჯარისკაცები ვერაფერს ხედავდნენ.
უეცრად სასახლის საკმაოდ მაღლა გამოჭრილი ფანჯრიდან, უცნაური, შავებში გამოწყობილი. მეომარი გადმოხტა და ყველასგან გასაკვირად მიწაზე უვნებლად დახტა. ხმალმომარჯვებული დაბნეული ჯარისკაცები ყვირილით გაემართნენ მისკენ. თუმცა ორიოდე წამში ყველას თვალები უშეშდებოდა, უკან ტრიალდებოდნენ იუ–ძინს გახედავდნენ ბოლოჯერ და ბოლოს პირიდან სისხლის შადრევანი ამოასხამდათ.  ყველა შეშინდა მიახლოებას ვეღარავინ ბედავდა  ბოლოს ჯარს ერთ–ერთი მეომარი გამოეყო სახე არ უჩანდა. იუ–ძინს გაუკვირდა რადგან სათითაოდ იცოდა თავისი ჯარისკაცების ვინაობა. უცნობი შავ მეომარს მიუახლოვდა. ხმალი მოიქნია. ირგვლივ ნაპერწკლები გაიყარა თუმცა მტრის მომარჯვებულ ხმალს ვერავინ ხედავდა.  ჯარი აღფრთოვანებული ჩანდა ასეთი ბრძოლით. მართლაც გასაოცარი იყო. ამ ბრძოლამ სხვებისაგან განსხვავებით  10 წამზე მეტხანს გასტანა. უცნობმა სიკვდილის წინ კარგად დაინახა მტრის თვალები. შავი თავსაფრიდან გასაოცრად ანათებდა მწვანე თვალები. ორიოდე წამში  უჩვეულო რამ მოხდა, უცნობი შავი მეომარი არნახული სისწრაფით გაიქცა ჯერ გალავნის ჭიშკარი გაამტვრია თუმცა თავად იქიდან არ გასულა პირდაპირ გადაახტა გალავანს და გაუჩინარდა ტყეში. იუ–ძინი და მისი ბრძოლისუნარდაკარგული არმია უკან გამოტრიალდა. უი–ძინმა კლავ მოიხედა უკან და ისევ დაინახა  მუნ–ჰონი, მის გვერძე კი მაღალი, შავებში ჩაცმული უცნობი.

 
                                        და დასასრული მეორე ნაწილისა


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს