ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან ძამუკაშვილი
ჟანრი: პოეზია
6 დეკემბერი, 2011


კუბიზმი

                                                                                                   

                  სიტყვათა დახატვა - რკალი, სიტყვაზე მიყვარხარ - სხივი, სიტყვაზე ნდომაა - სიბრტყე, მიჰყევი რომელსაც გინდა, ოთხკუთხედ ოთახში რომბი, ოთახის გადაჭრა მისით, ელიფსით მოტანა ჭიქის, ყავის პარალელეპიპედით ტკბობა, ვენახში უდროო ღვინის, სამკუთხედ მაგიდასთან ჯდომა, სივრცეზე აელვარდა სხივი, მდინარედ გადმოიქცა წრე და, მთები, ტოლფერდები დუმან, როდესაც ახლოვდება ლოცვა, ლუპისებრ ქალაქში წუხან, სიბრმავე, პრიზმათა სროლა, მწყერის ჩამოვარდნა კვეთით, ოვალზე ცხენების ბრძოლა, სულ რაღაც სხეულებს ვეტრფი, ადამის მომრგვალო სული, გალუცინაციათა წყება, სიბრტყეთი გადაჭრა ხნულის, ლამპიონთ ველური ხედვა, მათემატიკური წყობა, თავში დაშვებული მართი, გასული სიმბოლოთ ცვენა, სიმბოლოდ გადმოღვრა ყანწით, სიბრტყეზე თავების დება, მზე, გაურკვეველი მრწამსი, ფიგურათ ფიგურათ ხვედრა, კუბიზმის არსი. 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები