ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პროზა
8 დეკემბერი, 2011


ორი შავთეთრი ფურცელი

                   
                                                                                                                 
      გათენდა როგორც ყოველთვის... მაღვიძარამაც დარეკა “სიყვარულო ადექიო”, მეც ავდექი და მორჩილად გავუყევი უნივერსიტეტის გზას... ისევ ავტობუსს ველოდები, აბა მანქანას ვინ მიყიდის,?! ჩავჯექი... ისევ უნივერსიტეტის ეზო, კიბე, კარები, ისევ ეს მეტიჩარა გოგოები, ბიჭები ისევ იგინებიან, ლექციაზე შევედი და თითქოს გავისუსეთ... ისევ ქსეროქსი მაქვს გადასაღები, მაგრამ არა უშავს, ანის გავიყოლებ და ეგაა!

_რაო ხუბუამ, შეიცვლება რამეო?- მკითხა ანიმ
_ღმერთო ჩემო ამ კითხვაზე რა პასუხი უნდა გაგცე....
_სტიპენდიებზე რა ხდება?
_ისევ დასწრებაზეა, რა ვიცი ცოტაც და ჩავიქნევ სწავლაზე ხელს, მეც და ბერიძემაც ერთნაირი ადესტატები ავიღეთ ბოლო ზარზე, არც სტიპენდია მაღირსეს.. დამიფასდა რამე საერთოდ?! რამდენი გვერდია გადასაღები?
_50, ჩვენმა “ცნობათა ბიურომ” მომცა, დამიბარა რომ გადაიღებ სალომესაც მიუტანე, ვაშაკიძესო. 


_გოგო, რა ქენი, მიეცი ქსეროქსი?
_ხო, აუ რა უცნაური ტიპია, ნეტა გენახა როგორ იქექებოდა ფურცლებში.
_უი, რაღაც გამახსენდა, იქნებ გამოგადგეს, ერთი იურიდიული კომპანიაა, ვაკანსია აქვთ საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე, თან სტუდენტი სჭირდებათ, ოღონდ კარგი ნასწავლი და გერმანულის მცოდნე, ჩემი მამიდაშვილის  ფირმაა, მე ეგრევე შემომთავაზა, მაგრამ აბა მე ინგლისურს ვაწვები და...
_რააააა??!!!  ვაიმე რა მაგარია, სადაა ეგ ფირმა, ხელფასი როგორია?
_ნორმალური, უფრო სწორად კარგი, მოდი ნომერს გეტყვი და პირადად დაურეკე!
_აუ ფურცელი...
_ ის 25 ფურცელი მე მიდევს ჩანთაში?
_უი, ხო... მოკლედ დავრეკავ, ვაიმე წავედი ანი თორემ ვეღარ ვითმენ! მოიცა ჯერ მაგრად  ჩაგეხუტო :D   


_ალო, გამარჯობათ, სამსახურის თაობაზე ვრეკავ!
_დიახ, დიახ, გელოდებოდით, უნივერსიტეტის მესამე კურსელი ხომ?
_დიახ, გახლავართ! ვაიმე ისეთი მადლობელი ვარ თქვენი...
_როგორ გეკადრებათ, თქვენს დეკანს იმხელა პატივს ვცემ...ორი ბილეთი ხვალ ბერლინისკენ უკვე დაჯავშნულია, ადგილზე მოგეხსენებათ საცხოვრებელ ადგილზეც და სამსახურზეც, გამგზავრებამდე ნურავისტან დაგცდებათ ამის შესახებ ნურც თქვენ და ნურც ზურას, ეს არ გესწავლებათ მაგრამ მაინც...
_ქალბატონო, მე... მე...
_დამშვიდდით სალომე, 21:00 ზე გადის თქვენი რეისი, ზურასაც შეატყობინეთ, მე აღარ დავურეკავ, ხომ იცით წესით ზეგ უნდა გამგზავრებულიყავით . ბერლინში ხვალვე ელოდებიან ჯავახიშვილიდან ორ ფრიადოსან მესამე კურსელს, თქვენი სახელის და გვარის გადაცემა ზურას დაავიწყდა მაგრამ ახლა შეგიძლიათ მიხვიდეთ და დარეგისტრირდეთ, მოსაგვარებელია მხოლოდ ფორმალური მხარე-გვარების შევსება. რადგან მხოლოდ ორი საგზურია, კურსელებს ნუ გააგებინებთ წასვლამდე , შეიძლება სხვა ფრიადოსნებში პროტესტის გრძნობა გაჩნდეს. ბილეთები აიღეთ და ზურასაც მიუტანეთ ბარემ, ბედნიერ მგზავრობას და ცხოვრებას გისურვებთ, თქვენი მომავალი  ძალიან ბევრისთვისაა საოცნებო...
_არ ვიცი რა გითხრათ...
_ნურაფერს მეტყვით, დეკანის და ზურას მადლობელი იყავით მხოლოდ, ისინი  რომ არა ალბათ თქვენც სხვებივით დაიჩრდილებოდით. წარმატებებს გისურვებთ!..
_ალო, ალო!
            რა ხდება... რა ნომერი მომცა ანიმ... ზურა და დეკანი რა შუაში იყვნენ, ან ბერლინი რა შუაში იყო, მე ვაჟაზე უნდა მემუშავა... ან სალომე რატომ ვეგონე...
_ალო, ანი, ჩქარა ჩემთან! უნდა ვილაპარაკოთ!
_გილოცაააააავ!!! უკვე ველაპარაკე ელისოს შენზე და ხვალვე შეგიძლია მუშაობის დაწყება. ინსტიტუტში ხელს არ შეგიშლის, საღამოს საათებია, ნორმალური დაფინანსებით, არც ისე საპასუხისმგებლო საქმეა...
_ანი, გაჩუმდი და დროზე ჩემთან!



_დამაფიქრე... ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან მაგარია, მაგრამ სად დარეკე?.. მე ნამდვილად ელისოს ფირმის ნომერი მოგეცი, აბა მაჩვენე შენი ფურცლები, აი ეს ნომერიც... 2320-321.
_არა , რაღაც სხვანაირი იყო...
_ეს რა არის??? გოგო შეხედე!ეგ ნომერი გადასაქსეროქსებელ ვარიანტზე ეწერა და გადაგიქსეროქსებია, ნახე შავად წერია!
_ვაიმე... ზურას ხელნაწერი... აი რატო მთხოვა სალოს მიუტანოე... აი სალოც რატო იქექებოდა შიგ... ვაიმე... არ მინდა ამ შანსის გაშვება ხელიდან...
_იდიოტო! შენ რა გაშვებას აპირებ?!  დავაი ეხლა დროზე დასარეგისტრირებლად! ჯერ ვაშაკიძეს ლექციები აქვს, მიასწრებ!                     
_გოგო მაგას ვერ ვიზავ!...                                                                                             
_შენ არ ამბობდი არავინ დამაფასა, ყველაფერი ჩაწყობითააო?! ხო ხდებოდა ისევ ჩაწყობით ეს ამბავიც?! მანქანა არ მყავსო რო წუწუნებ ჩემი ბრალია?! შენ ვაშაკიძეს საერთოდ ვეღარ ნახავ! აი საერთოდ! და ეს შენ უფრო გეკუთვნის ვიდრე იმას! ისიც ხო გიმალავდა?! ხო საერთოდ სიტყვა არ დასცდენია ამაზე შენთან?! აზრზე ხარ რა ცხოვრება გელიიიის?? მთელ ოჯახს იქიდან არჩენ! შენი ცხოვრება ერთფეროვანი აღარ იქნება! გამოიყენე რა სიტუაცია! რა გამოშტერებულივით მიყურებ!                                                   
_წავედით!


        მოვდიოდით მე და ანი გზაჯვარედინზე ორი ბილეთით ხელში, ვფიქრობდი იმ განსხვავებულ დღეებზე რომლებიც ხვალიდან მელოდა, მაგრამ არ ვიცოდი საით შემეხვია პირველად... აქ ხომ ყველა ქუჩა ჩემგან რაღაცას ელოდა, აქ ხომ ყველა ქუჩაზე მყავდა ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები... აქ ხომ ყველა ქუჩაზე რამე მაინც მქონდა გაკეთებული: სიკეთე თუ რაიმეს გამოსარჩენად ჩადენილი ბოროტება... მაგრამ სიკეთესაც და ბოროტებასაც განსხვავებული ფერები შემოჰქონდა ჩემს შავ-თეთრ ცხოვრებაში და ამიტომაც მე ორივე მიყვარდა... როგორ მინდოდა ჩემი ამბავი ყველასათვის მომეყოლა, ყველა შოკში ჩამეგდო, ოღონდ ჩემი სასირცხვილო ნამოქმედარის გამოკლებით…... მაგრამ ზუსტად ეს მიჩარხავდა ყველაზე სასურველ გზას... გზაჯვარედინმა პირველად მაინც მაღაზიისაკენ წამიყვანა, რაც ფული მქონდა სულ დავხარჯე... მეც კარგად გამოვეწყვე და ოჯახის წევრებთან გამოსამშვიდობებელი საჩუქრებით წავედი...                                                                                                   

      როგორ ვყვარებივარ ჩემებს... როგორ არ უნდოდათ ჩემი წასვლა... მაგრამ მაინც მიშვებენ! მიშვებენ, იმიტომ, რომ იციან აღარ შემიძლია ასეთი ერთფეროვნების ატანა! ალბათ რომ მეთქვა სხვისი ბილეთით მივდივარ არც გამიშვებდნენ...  მაგრამ ამას ხომ ვერავინ გაიგებს სალომეს და ზურას მეტი, ვერ მოსდებენ მსოფლიოს, იმიტომ რომ თვითონაც საიდუმლოდ მალავდნენ და მხოლოდ მაშინ აპირებდნენ გამხელას როცა სხვა გზა აღარ იქნებოდა და ჩვენ პასუხს  ვეღარ მივიღებდით მათგან... ვერც ახლა იტყვიან რამეს... ბოლოს და ბოლოს მეც კანონიერად მეკუთვნის... მომბეზრდა ცხოვრება ქვეყანაში, სადაც ყველა დღე ერთნაირია, სადაც მარტო  მდიდარი ან გარყვნილი ხალხი პოულობს გასართობს, ხოლო ჩვენთვის მსგავსი ქმედებები აკრძალულია, რადგან ეს ჩვენს წესიერებას შელახავს! Dდა მიხარია, რომ ხვალ წავალ იქ, სადაც არც სიმდიდრე და არც გარყვნილება გართობისთვის საჭირო არაა, სადაც არავინ მიცნობს და ვერავინ დამძრახავს წარსულში ჩადენილი რაღაც უმნიშვნელო შეცდომებისათვის...მაგრამ... მომენატრება მაინც ჩემი ქალაქი... ყველა კუთხე-კუნჭული მომენატრება... და მინდა დღევანდელი დღე ყველაზე გიჟურად ჩავატარო, მინდა ისეთი დებილობები გავაკეთო არასოდეს რომ გამიკეთებია და არასოდეს დამავიწყდება!
_ალო, ანი!

    აი ისევ გათენდა... ვაიმე როგორ დავთვერი... რეები არ გავაკეთეთ,  მთელ თბილისს ტაქსით შემოვუარეთ... რა ლამაზი ყოფილა და რა მხიარული აქაურობა! მაგრამ რატომ იღიმოდა გუშინ ყველა?.. თუნდაც ქუჩებში საწყალ მუშებს რა აცინებდათ ტრასას რომ აგებდნენ და ოჯახი სახლში ალბათ მშიერი ელოდებოდათ?! ან ჩვენს კურსელებს რა აცინებდათ, იმათთვისაც ხომ ყოველი დღე ერთნაირია, როგორც ჩემი იყო აქამდე... როგორ გაუხარდა იმ მათხოვარს გუშინ ლარიანი რომ ჩავუგდე! როგორ გაუხარდა იმ ქალს, ბაზრიდან სავსე პარკებით რო მოდიოდა და გაჩერებიდან სადარბაზომდე რომ მივატანინე ტვირთი! როგორ დამლოცა... როგორ გავახარე გუშინ ჩემი და ბოლოს და ბოლოს ,,მეგობრების დღიური” რომ შევუვსე... მაღაზიის გამყიდველმაც როგორ გაიხარა ის ოცი ლარი რომ დავუბრუნე საბოლოოდ... ჩემი ძმაც რა გაოგნებული დარჩა,,ქაუნთერის” თამაში რომ შევთავაზე...ვაიმე, როგორ უხაროდა... და თურმე როგორ მიხარია მეც მათი სიხარული!...                                                                                        აი, ისევ რეკავს მაღვიძარა, ზუსტად ისე, როგორც გუშინ და მე ვხვდები, რომ ხვალაც ზუსტად ასე დარეკავს... რომ ხვალაც მომიწევს გავუყვე უნივერსიტეტის გზას, დაველოდო ავტობუსს, მოვუსმინო მეტიჩარა გოგოების ლაქლაქს და ჩაცუცქული ბიჭების გინებას, ოღონდ სხვა ენაზე და სხვა ქვეყანაში! და მე იქ ვეღარ შევძლებ ჩემი დებილობებით ისევ გავამხიარულო საყვარელი ხალხი... ისევ შემეძლება უცხოების წვრილმანებით დახმარება,მათაც გაუხარდებათ ალბათ და დამლოცავენ... მაგრამ არა მშობლიურ ენაზე! არა ისე როგორც გუშინ... და მე გადავწყვიტე ერთი პატარა შეცდომა მაინც გამომესწორებინა, რა მნიშვნელობა ჰქონდა როდის გამომჟღავნდებოდა ჩემი სასირცხვილო ნამოქმედარი, და ამის ახლავე აღიარებით თუნდაც ერთ ბიჭს აუსრულდებოდა ოცნება… და მე გადავწყვიტე ეს მეორე ბილეთი ზურასთვის წამეღო. ის ხომ მაინც გაემგზავრებოდა  ბერლინში თავის თანამდებობაზე, ჯობდა ახლავე მეღიარებნა შეცდომა...

      თქვენი წარმოდგენისათვის მომინდია ის სახე და ის სიტყვები რაც ზურამ ჩემთვის გაიმეტა, მაგრამ ახლა ვდგავართ ორივე აეროპორტში და ვუყურებთ როგორ მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი ღრუბლებისაკენ ზუსტად ისე, როგორც გუშინ დავინახე ჩემი ოთახის ფანჯრიდან... და მე ვხვდები რომ ალბათ ბერლინში გატარებული დღეებიც ისე უნდა ჰგავდეს ერთმანეთს, როგორც ის ორი შავ_თეთრი ქსეროქსის ფურცელი... და მე კიდევ ერთ მნიშვნელოვან რამეს მივხვდი...

      იმდღეს მე ბერლინში დავრეკე და ახალი სამსახურიდან თავი მოვახსნევინე, ჩემს ადგილას სალომე ვაშაკიძე ჩაწერეს და არც უკითხავთ რატომ... წარმოგიდგენიათ, არც დაინტერესებულან... სალომე და ზურა გუშინ გაფრინდნენ ბერლინში, მე თვითონ გავაცილე ისინი, და როდესაც მათი თვითმფრინავი აფრინდა დავინახე! Dდავინახე, რომ ზუსტად ისეთივე იყო, არაფრით  განსხვავდებოდა იმ თვითმფრინავისაგან, რომელიც მათ გარეშე აფრინდა იმდღეს... მე ისევ დავინახე ის შავ-თეთრი დღეები, რომლებიც მათ ელოდებათ და მე ნამდვილად არ მშურს მათი...  მე დღეს ბედნიერი ვარ... ვცხოვრობ ჩემს ოჯახთან ერთად, ვსწავლობ ყველაზე მაგარ უსივერსიტეტში! ვმუშაობ ანის მამიდაშვილის ფირმაში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე და მე ყოველდღე შემიძლია დავინახო ღიმილი ჩემი საყვარელი ხალხის სახეზე , შემიძლია ყოველი დღე თუნდაც წვრილმანებით გავილამაზო, შემიძლია გავიზიარო სხვისი სიხარული და რაც მთავარია შემიძლია დავტკბე ჩემი ამჟამინდელი ცხოვრებით... მე ბედნიერი ვარ! თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ის ორი ერთნაირი ფურცელი გადამეყარა!...  : )
                                                                                                        მისს x……                                                                     



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები