ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შენ ისევ შენ
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

ღირსებისა და სიყვარულის მსხვერპლნი – ნაწილი III

დილით გადარჩენილებთან ერთად მიმავალი იუ–ძინი, ლი–ვეის შეეჩეხა შემთხვევით.  ლი–ვეი გაოგნებული ადევნებდა თვალს მათ.  ბოლოს კი თავის ჯარს უხმო დაჭრილების საშველად. იუ–ძინმა წინა ღამით მომხდარი დაწვრილებით მოყვა.  ლი–ვეი კი კვლავ გაკვირვებული უსმენდა.
ბევრი იმსჯელეს იკამათეს და გადაწყვიტეს რომ უკეთესი იქნებოდა საბრძოლველად ჰუნების ერთ–ერთი ტომი დაექირავებინათ.  იუ–ძინი კარგად იცნობდა მათ. ის თავის ძველ მეგობარს, უძლეველ მეთაურს,  შაკა ატლის  შეუთანხმდა, რომ რამოდენიმე დღეში შეტევას განახორციელებდნენ. ლი–ვეი ყველაზე მეტად ღელავდა რადგანაც, დამარცხების შემთხვევაში ღალატის გამო უმკაცრესად დაისჯებოდა.  იუ–ძინმა სოფელ–სოფელ დაიწყო სიარული და ჯარისკაცების შეგროვება. ყველასდა გასაკვირად, ბანაკში უზარმაზარი ჯარით დაბრუნდა.  გეგმა უკვე კარგად ჰქონდათ შემუშავებული. რაც მავარია თავდასხმას  მზის ამოსვლისთანავე დაიწყებდნენ, რომ რაც შეიძლება ტი დრო ჰქონოდათ დაბნელებამდე.
2 დღის შემდეგ. . . . .
ჩასაფრებული ჯარი ნიშანს ელოდება.  და აი მზემ პირველი სხივი ამოანათა. სამივემ ერთად მისცა შეტევის დაწყების ნიშანი.  იქაურობა საშინელმა ღრიალმა მოიცვა. შაკა ატლი პირველი მირბოდა წინ. ჭიშკარს ეცა.  ცულის რამოდენიმე მოქნევით  სულ დალეწა. გზაც გათავისუფლდა.  ჯარი უკვე ნაცნობ  ადგილას შევიდა.  ის–ის იყო რომ სასახლის კარიც უნდა შეემტვრიათ რომ ის თავისით გაიღო. იქიდან  მუნ–ჰონის მთავარი მსახური –  კუზიანი  ხაინი გამოვიდა.  იუ–ძინს  უხმო  და უსიტყვოდ ანიშნა შემოდიო. ლი–ვეიც თან მიჰყვა, მას კი  შაკა. ხაინმა შაკა ალმაცერად შეათვალიერა. შაკამ კი ერთი შეუბღვირა და გზა განაგრძო.  გრძელი კიბე იყო . ხაინი ყველაზე სწრაფად ადიოდა, მიხტოდა კიბეზე, სამივენი ძლივს მისდევდნენ. 
ბოლოს როგორც იქნა მიაღწიეს  უზარმაზარ ოთახს. ხაინმა კარი გააღო და სტრუმრები შეიპატიჟა. მუნ–ჰონი მაგიდას უჯდა. თავაზიანად მიიღო სტუმრები, საჭმელი და ღვინოც კი შესთავაზა.  მუნ–ჰონი მადიანად ილუკმებოდა და თან ცდილობდა თავაზიანი შეთავაზება გაეკეთებინა. ბოლოს მოილაპარაკეს. სასახლე  მათ ხელში იქნებოდა მუდამ და წინააღმდეგობასაც არავინ გაუწევდათ თუკი მუნ–ჰონს დარჩენის უფლებას მისცემდნენ თავის შვილებთან ერთად. გამარჯვებული სახით გადმოდგა შაკა სარკმლიდან და სიამაყით შესძახა:  ჩვენია ეს მიწები ბიჭებო...
ჯარისკაცების სიხარულის ღრიალი  ცას აღწევდა  რადგანაც მუნ–ჰონის ტერიტორიები მართლაც საუკეთესო იყო  იმ ადგილებში.  სასახლეში დიდი ლხინი გაიმართა  საჭმლით სავსე მაგიდები  სასახლეში აღარ ეტეოდა  და  გარეთაც ვერ ნახავდით ადგილს.
დაღამდა. ღრუბლები მთვარეს ფარავდა. საშინლად ბნელოდა.  მუნ–ჰონი ადგა და ოთახში მდგარი ერთ–ერთი სარკისაკენ გასწია.  შაკა ეჭვის თვალით უყურებდა თუმცა  საეჭვო რომ არაფერი იყო ყურადღება აღარ მიაქცია. ამ დროს მუნ–ჰონმა ჯიბიდან უცნაური ფორმის, ორი გასაღები ამოიღო,  სარკის ჩარჩოში შეარჭო  და გადაატრიალად. იმავე წამს გამოჩნდა სარკის უკან ბნელი ოთახი, საიდანაც  ლანდებივით გამოფრინდნენ მეომრები.  სწორედ ამ დროს  ხაინი სანთლების ჩაქრობით იყო დაკავებული. ირგვლივ სრული სიბნელე ჩამოწვა. ქვემოდან ხალხის ჩოჩქოლი და საშინელი ყვირლი ისმოდა. ბოლოს შაკამ შეძლო და ხაინს სანთლები კვლავ აანთებინა. ოთახში სამი უცნობი მეომარი ჩანდა. მათ შორის ერთ–ერთი ის იყო მუდამ მუნ–ჰონთან ერთად რომ ხედავდა იუ–ძინი.  შაკამ ცული მოიმარჯვა და ერთ–ერთს მივარდა.  შავი მეომარი  სხარტად იცილებდა მის მიერ მოქნეულ ცულს რომელიც ხან რას აქცევდა ნაფხვენებად და ხან რას. და მოხდა საოცრება. საშინელი ღმუილი გაისმა. შავ მეომარს ცული ზურგში მძლავრად მოხვედროდა და სულს ღაფავდა. ამავე დროს ლი–ვეი მეორეს ებრძოდა თუმცა უშედეგოდ. იუ–ძინი კი, იმ უცნობს მივარდა გიჟივით, რომელის ახლოდან ნახვაც ასე აინტერესებდა. ის კი ადგილიდან არ იძვროდა. უბრალოდ მოქნილი მოძრაობებით  იცილებდა მის დარტყმებს. ბოლოს იუ–ძინი დაიღალა  ხმლის მოქნევის ძალაც დაჰკარგვოდა. უცნობი კი კვლავ უძრავად იდგა შემდგომ კი ზურგი შეაქცია და კვლავ იმ ბნელ ოთახში შევიდა. ფანჯრებზე მისი ჯარისკაცები ამოხტნენ და თითქოს  ვინმეს დაეძახოს ისე შეყვნენ მას  კარი–სარკე კვლავ დაიკეტა. მუნ–ჰონიც არსად ჩანდა.
სამივენი გავიდნენ სასახლიდან. გარეთ დახოცილებს ვერცკი ითვლიდნენ.  შაკა ატლი მთელ თავის  ჯარს მიწაზე ხედავდა გართხმულს. ბოლოს ვეღარ გაძლო, მიწაზე დაემხო და  ბავშვივით აქვითინდა.  იუ–ძინს თავი მტკიცედ ეჭირა. ლი–ვეი კი შაკას გვერძე მიუჯდა და ცდილობდა  გაემხნევებინა.
გათენდა.
გაახსენდათ რომ ერთი შავი მეომარი მოკლა შაკამ. მის სანახავად ავიდნენ.  მკვდარს დიდხანს აკვირდებოდნენ. ის ჩვეულებრივი ბიჭი იყო არაფრით განსხვავებული სხვებისაგან. თუმცა ბოლოს ლი–ვეიმ მის ზურგძე  ამოშანთული წარწერები  დაინახა. უცნაურ ენაზე იყო დაწერილი არავინ იცოდა.  ლი–ვეიმ გადაწყიტა  ფურცელზე ამოეწერა ეს წარწერა, თუმცა  შაკამ დაასწრო. ცულით მკვდარს კანი აათალა და  შეინახა. ბოლოს როგორც იქნა სასახლიდან გავიდნენ. გადაწყვიტეს რადაც არ უნდა დასჯდომოდათ შური ეძიათ. ხალხის შესაგროვებლად შორს გაემართნენ. თუმცა მალევე ტყეში ვიღაც უცნობი შეხვდათ. დილა იყო თუმცა უცნობი თვალებიდან  რაღაც უცნაურ მწვანე შუქს ასხივებდა. იუ–ძინმა იცნო ის. სამივემ    იარაღი მოიმაჯვა  და უცნობს გარს შემოერტყნენ.

                                              და დასასრული მესამე ნაწილისა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს