ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მია.დადიანი
ჟანრი: პოეზია
12 დეკემბერი, 2011


მია



სხვა გზა არ ჰქონდა, მოვიდა დილა
და ისევ მარტო ვიგრძენი თავი,
ჩემი ცოდვების მოწმე ხარ, მია,
არდაწერილი წიგნის ქვეთავი.


თვეები მტკვარში ფოთლებად ყრია,
ტივტივ მისდევენ ბედს და მარიფათს,
ქლიავისფერი მზე იყო ,მია,
შემოდიოდა ყველა კარიდან.


მია, თავიდან როცა მიცილებ,
დილის ცა საბნად აღარ მახურავს,
სულ დამავიწყდა , მია, სიცილი
და უშენობა დავიმსახურე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები