და აბელს უჩანს ჭრილობა ღია, და ერთად ლაღობს კაენი ყველა, და ლოდის ქვეშაც ამოდის ია, ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა. ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე (მზე, თუნდაც ერთი საათით, რად ღირს!), კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს. 1982წელი *** თითქოსდა ქარებს საფეთქელს ვახლი, რომ ვრჩები მარტო და გარიყული, სავსეა წვიმით მშობლების სახლი, ობოლ ბავშვივით ტირის რიკული.
ამწეწავს ფიქრი და ბნელი ქუჩა უსასრულო გზით სოფლისკენ მიდის, მე ვხედავ, ჩემკენ მორბის ალუჩა, ხელებს საყვარელ ქალივით მიწვდის. 1983 *** თოვს... გაგიჟებული ფანტელები მხრებით ეხლებიან კარ-მიდამოს, ისეთი დელგმაა, ავფერები, ქარმა არ იქნება, არ იდაოს.
ფიქრები, როგორც თვლები ავკინძე, ჰგავს ეს სამყარო დაღლილ ცხენს, ოჩანს, თითქოს შეხსნია მთვარეს საკინძე და ცალი ძუძუ თეთრად მოუჩანს. 1984 ... /ოთარ ჭილაძეს/
ძალიან გვიან მოვიდა თოვლი, და გასულ ზამთარს არაფრით ჰგავდა, და მძიმე მაგრამ ნანატრი თოვლი, უხმოდ დნებოდა დარაბის კართან.
და იქვე ყინვით დაზრული კაცი, ეძებდა ზეცის ბილიკს დანატრულს, და ედებოდა სიცოცხლის ფასი, ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს... 1985წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. საინტერესო პასაჟები! საინტერესო პასაჟები!
12. კარგია.მომეწონა..++ კარგია.მომეწონა..++
11.
და აბელს უჩანს ჭრილობა ღია, და ერთად ლაღობს კაენი ყველა, და ლოდის ქვეშაც ამოდის ია, ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა. ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე (მზე, თუნდაც ერთი საათით, რად ღირს!), კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს. ............ ამას ახალი იესო ჭირდება, ან მაცხოვრის ჩამობრძანება ციდან.
და აბელს უჩანს ჭრილობა ღია, და ერთად ლაღობს კაენი ყველა, და ლოდის ქვეშაც ამოდის ია, ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა. ზღვაც ღელავს, ზვირთებს რისხვით ჰყრის ცამდე (მზე, თუნდაც ერთი საათით, რად ღირს!), კაცი ხარ, ახლა შეები ტალღებს და მერე მიწვდი იქიდან ნაპირს. ............ ამას ახალი იესო ჭირდება, ან მაცხოვრის ჩამობრძანება ციდან.
10. შენი გულივით ფაქიზი და მგრძნობიარე პოეზიაა. მე ყოველთვის მხიბლავდა შენი ლექსები დათო. შენი გულივით ფაქიზი და მგრძნობიარე პოეზიაა. მე ყოველთვის მხიბლავდა შენი ლექსები დათო.
9. ძალიან! ძალიან მომეწონა, ერთმანეთზე უკეთესებია! საერთოდ თქვენი პოეზიის მოყვარული ვარ! ძალიან! ძალიან მომეწონა, ერთმანეთზე უკეთესებია! საერთოდ თქვენი პოეზიის მოყვარული ვარ!
8. ძალიან მომეწონა! ყველა ლამაზად იკითხება და დიდი სითბო მოაქვს! ძალიან მომეწონა! ყველა ლამაზად იკითხება და დიდი სითბო მოაქვს!
7. ”და იქვე ყინვით დაზრული კაცი, ეძებდა ზეცის ბილიკს დანატრულს, და ედებოდა სიცოცხლის ფასი, ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს...”
ძალიან ლამაზია!!
წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი) ”და იქვე ყინვით დაზრული კაცი, ეძებდა ზეცის ბილიკს დანატრულს, და ედებოდა სიცოცხლის ფასი, ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს...”
ძალიან ლამაზია!!
წარმატებები პატივისცემით ბოლერო(ბესარიონ დიოსკურიელი)
6. საოცრად კარგებია! მართლაც, ვერც ერთი გამოვარჩიე! :) საოცრად კარგებია! მართლაც, ვერც ერთი გამოვარჩიე! :)
5. და ლოდის ქვეშაც ამოდის ია, ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.
მე ვხედავ, ჩემკენ მორბის ალუჩა, ხელებს საყვარელ ქალივით მიწვდის.
და ედებოდა სიცოცხლის ფასი, ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს... :)++ და ლოდის ქვეშაც ამოდის ია, ღაწვზე დაბნეულ ცრემლების ხელა.
მე ვხედავ, ჩემკენ მორბის ალუჩა, ხელებს საყვარელ ქალივით მიწვდის.
და ედებოდა სიცოცხლის ფასი, ძალიან გვიან მოსულ გაზაფხულს... :)++
4. ლამაზებია...თან ოთარ ჭილაძეც გამახსენა...:) " ეცემა თოვლი, თეთრი ფრინველი..." ლამაზებია...თან ოთარ ჭილაძეც გამახსენა...:) " ეცემა თოვლი, თეთრი ფრინველი..."
2. არაფრისმთქმელი--5 ვერაფერი გამოვარჩიე.. არაფრისმთქმელი--5 ვერაფერი გამოვარჩიე..
1. ამ ლექსებიდან მარტო ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნა მქონდა წაკითხული. მომეწონა ყველა. ამ ლექსებიდან მარტო ოთარ ჭილაძისადმი მიძღვნა მქონდა წაკითხული. მომეწონა ყველა.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|