ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2011


  ჩამოტვირთვა

დაჭრილ ხახვში ატირებული ცრემლი…

რკინის წრთობაში გადაფლეთილი გრდემლი,
უმანკო სისხლით გაწითლებული კრემლი.
მრავალი წლის წინ ვადაგასული წამლით,
საკვამურშივე მოწამლული კვამლით
გაყინულ ცეცხლის ვერ მოგიზგიზე ალი...
დროთა ტანჯვაში გადაცვეთილი ნალი.

უტარო დროშით, გახუნებული ალმით,
უფერო მელნით, ცხვირმოტეხილი კალმით,
უგულო კვნესით და უბადრუკი ლექსით
ერთ პოზაში მიტოვებული სექსი.

დემოკრატიით მოტყუებული მრევლი!
დაჭრილ ხახვში ატირებული ცრემლი…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს