 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 22 დეკემბერი, 2011 |
ლურჯი ,,ვიზიტკა" - უცხო სურნელი - უძვირფასესი ო-დე- კოლონის და ოდნავი ნესტის ნაზავი. თუ დაგჭირდები, დამირეკეო. სახეც არ მახსოვს, მგონი, კარგად არც შემიხედავს. არც თვითონ უთქვამს, არც მე მიკითხავს, შენი საფლავის სიახლოვეს რამ მოიყვანა.
უკვე აცივდა, დღეც დამოკლდა, სიბნელეში კი არ გაირჩევა ცოცხლების და მკვდრების ქალაქი.
უკაცრიელი, უკაცრიელი!
საფლავზე მიწა დაწეულა. მე რას დავძრავდი ამ ხელებით, გადახრილ გრანიტს! გადაყირავდა, გადამიყოლა, მაგრად გადავრჩი (რა უფრო მტკივა: მუხლი თუ მხარი?) ეგდო მიწაზე ქვა - ყინულის წიგნად ქცეული. ყდაზე - სურათი მოღიმარი. ამ სურათიდან მე ჩამომჭრეს, მხარზე რომ მედო შენი მკლავი, მოარეტუშეს. ორიგინალიც დამიკარგეს.
ყინული დნება მთვარის შუქზე? დადნა, გაწყალდა, დაილია ყინულის წიგნი, დასველდა მიწა და მე მიწაში ვურევდი ხელებს და მე ჰაერში ვურევდი ხელებს და მე ვურევდი კბილის კაკუნით სიტყვებს და მარცვლებს და მარცვლებში - შორისდებულებს.
რა - დენის დარტყმა, რა - სიბნელეში უცხო შეხება! ,,ქალაქისკენ ხომ არ მოდიხართ?“ უსაფრთხოების ღვედი, მანძილი, დაღმართი, სახლი, კარი, გმადლობთ, ნახვამდის, ძილი!
ნალექიანი ყავისფერია გამოღვიძება, კვამლიანია ჩემი დილა და ლურჯ ნაკუწებს საფერფლეში ცეცხლი ედება. ერთხელაც კიდევ ვუპატრონებ მანდაურობას, მუშებს ვნახავ და საკმარისია. ამიერიდან ნუღარც შენ მოხვალ, ცოცხლებიც, მკვდრებიც და ცოცხალმკვდრებიც თქვენს გზას ეწიეთ, ჩემი თავი გამჭირვებია!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. გიო ლაცაბიძეს: მადლობა, გიო საყვარელო, რომ გულწრფელად გამიზიარე შენი შთაბეჭდილება. ტექსტის დამღლელობის თაობაზე კარგი დაფიქრება მომიწევს. იქნებ ზომა შევამცირო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტას დაველოდები, იქნებ ვინმემ გაიზიაროს ეს აზრი, რომ საბოლოოდ დავრწმუნდე და შენი მხრით სუბიეტური აღქმის ფაქტორი გამოვრიცხო. გიო ლაცაბიძეს: მადლობა, გიო საყვარელო, რომ გულწრფელად გამიზიარე შენი შთაბეჭდილება. ტექსტის დამღლელობის თაობაზე კარგი დაფიქრება მომიწევს. იქნებ ზომა შევამცირო, მაგრამ ჯერ კიდევ ცოტას დაველოდები, იქნებ ვინმემ გაიზიაროს ეს აზრი, რომ საბოლოოდ დავრწმუნდე და შენი მხრით სუბიეტური აღქმის ფაქტორი გამოვრიცხო.
7. ქ.ნინო მე რაღა თქმა უნდა ლექსის არქიტეკტონიკას თქვენ ვერ გასწავლით.
უბრალოდ დამღალა ტექსტმა.
მოკითხვა და წარმატებები : )
ქ.ნინო მე რაღა თქმა უნდა ლექსის არქიტეკტონიკას თქვენ ვერ გასწავლით.
უბრალოდ დამღალა ტექსტმა.
მოკითხვა და წარმატებები : )
6. (გაგრძელება)
სიტუაციურ მოდელად გალაკტიონის ,,მესაფლავე'' ავიღე. კონფლიქტი იქ ცოცხალი სიყვარულის სასარგებლოდ წყდება, ლოგიკურად, ამის საპირისპირო იქნებოდა, სასაფლაოზე გაცნობილი კაცისთვის ქალს სიყვარულზე უარი ეთქვა და წარსული სიყვარულის ერთგული დარჩენილიყო, მე ვცადე, მესამე, ჩვენი პოეტური ტრადიციისთვის ცოტა არ იყოს, უჩვეულო გზა, გადაწყვეტა მომეძებნა - არა მონება, არამედ თავისუფალი არჩევანი - არა ის ან ეს , არამედ საკუთარი თავი! (გაგრძელება)
სიტუაციურ მოდელად გალაკტიონის ,,მესაფლავე`` ავიღე. კონფლიქტი იქ ცოცხალი სიყვარულის სასარგებლოდ წყდება, ლოგიკურად, ამის საპირისპირო იქნებოდა, სასაფლაოზე გაცნობილი კაცისთვის ქალს სიყვარულზე უარი ეთქვა და წარსული სიყვარულის ერთგული დარჩენილიყო, მე ვცადე, მესამე, ჩვენი პოეტური ტრადიციისთვის ცოტა არ იყოს, უჩვეულო გზა, გადაწყვეტა მომეძებნა - არა მონება, არამედ თავისუფალი არჩევანი - არა ის ან ეს , არამედ საკუთარი თავი!
5. მადლობა, ძვირფასებო! გიო! ცხადია, ეს ყველაფერი ,,ხელოვნურადაა შექმნილი'' მაგრამ ამ ლექსში ექსპრესია მე ნაკლებად მაინტერესებს. მის მოჭარბება-დაკლებას არაფერი სჭირდება. ამოცანა სხვა მქონდა, კერძოდ, ანიმაციური ტექნიკის რეალიზაცია ლექსში. მარტივად რომ ავხსნა : ,,სხვადასხვა თვისებისა და სუბსტანციის საგნების ერთმანეთში ,,გადასვლა'' და მასშტაბებით თამაში; ალოგიზმები - რომელნიც მხატვრული ლოგიკის ილუზიას ქმნიან და ა.შ '' . .. ჯერ ცოტა დაკავებული ვარ. კიდევ ვაპირებ ამ მიმართულებით რაღაც ჩანაფიქრების განხორციელებას. მადლობა, ძვირფასებო! გიო! ცხადია, ეს ყველაფერი ,,ხელოვნურადაა შექმნილი`` მაგრამ ამ ლექსში ექსპრესია მე ნაკლებად მაინტერესებს. მის მოჭარბება-დაკლებას არაფერი სჭირდება. ამოცანა სხვა მქონდა, კერძოდ, ანიმაციური ტექნიკის რეალიზაცია ლექსში. მარტივად რომ ავხსნა : ,,სხვადასხვა თვისებისა და სუბსტანციის საგნების ერთმანეთში ,,გადასვლა`` და მასშტაბებით თამაში; ალოგიზმები - რომელნიც მხატვრული ლოგიკის ილუზიას ქმნიან და ა.შ `` . .. ჯერ ცოტა დაკავებული ვარ. კიდევ ვაპირებ ამ მიმართულებით რაღაც ჩანაფიქრების განხორციელებას.
4. ხელოვნურად შექმნილი ექსპრესია ჭარბადაა : )
მე არ მომწონს : ) ხელოვნურად შექმნილი ექსპრესია ჭარბადაა : )
მე არ მომწონს : )
2. ყველა ქვეტექსტში და, თითოეულ სიტყვაშიც კი, ტკივილი ყვავის. კარგი ლექსია, ძალიან კარგი ლექსი. ყველა ქვეტექსტში და, თითოეულ სიტყვაშიც კი, ტკივილი ყვავის. კარგი ლექსია, ძალიან კარგი ლექსი.
1. წიგნი,რომელიც მე მაქვს,ეს ლექსი იქ არ არის...
ანუ,ჩემთვის ახალი... :) წიგნი,რომელიც მე მაქვს,ეს ლექსი იქ არ არის...
ანუ,ჩემთვის ახალი... :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|