 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 23 დეკემბერი, 2011 |
ფიქრის ბუხართან ვზივარ და ვთბები, მოცარტს ”აწვალებს” მეზობლის გოგო. შენი თითები მინდა ჩემს თმებში, განწყობას უცებ აღმოხდა - ოჰო!..
რაღაც მაცდურად მიღიმის ღამე, ვგონებ, გუნებაც რაღაცნაირობს... მეზობლის სახლში ნაძვის ხეს დგამენ, ისე ხმამაღლა, მე რომ გავიგო...
ორაზროვანი მზერა აქვს ჭაღსაც, რაღაც მოხდება, ბოლთას ცემს გრძნობა... კაი და... ჩემი სურვილი ახდა? არ ვიცი როდის, ვიცი რომ მოვა...
ღამე გარშემო უჩუმრად მივლის, მოლოდინს იხშობს თითების ფშვნეტით. გულისპირს კაბამ შეიხსნა ღილი, რატომ? რომ მოხვალ, ჩურჩულით გეტყვი...
ცხელი ალმური მოედო ყვრიმალს, რაღა თქმა უნდა, მთლად სისხლისფერი. ფანჯრებზე პეპლებს ხატავდა ყინვა, ჩემზე მთრთოლვარე, ნატიფი ხელით...
და უცებ, შავი კაშნეთი დენდი მომიახლოვდა იმდენად ახლოს... ჩემ კედლის იქით უკრავდა ბენდი, და თუ რამ მოხდა, ჭერს ჰკითხეთ, ახსოვს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ფრიად საინტერესო განწყობაა ;) ლექსი თავისთავად :) და რათქმაუნდა 5 ფრიად საინტერესო განწყობაა ;) ლექსი თავისთავად :) და რათქმაუნდა 5
14. მოვა აბა, სად წავა :)
მოვა აბა, სად წავა :)
13. ფიქრის ბუხართან ვზივარ და ვთბები, მოცარტს ”აწვალებს” მეზობლის გოგო. შენი თითები მინდა ჩემს თმებში, განწყობას უცებ აღმოხდა - ოჰო!.. აი, ასე აღმომხდა მეც: ოჰო:) ძალიან კარგად გაქვს ეს განწყობა მოტანილი: მოულოდნელობით, ცოტა თვითირონიულად, ცოტა იუმორით და ამაშიც ჩანს ძლიერი ხასიათი, რაც ძალიან მომწონს შენთან. :* ფიქრის ბუხართან ვზივარ და ვთბები, მოცარტს ”აწვალებს” მეზობლის გოგო. შენი თითები მინდა ჩემს თმებში, განწყობას უცებ აღმოხდა - ოჰო!.. აი, ასე აღმომხდა მეც: ოჰო:) ძალიან კარგად გაქვს ეს განწყობა მოტანილი: მოულოდნელობით, ცოტა თვითირონიულად, ცოტა იუმორით და ამაშიც ჩანს ძლიერი ხასიათი, რაც ძალიან მომწონს შენთან. :*
12. რა კარგი იყო...5 განწყობა ქალის...რომელიც ელის...:) რა კარგი იყო...5 განწყობა ქალის...რომელიც ელის...:)
10. იმიტომაა მაგარი ლექსი, რომ გულწრფელია და კომპლექსები ნაფოტებადაა ქცეული თანანას (ამ შემთხვევაში) ევას მიერ. იმიტომაა მაგარი ლექსი, რომ გულწრფელია და კომპლექსები ნაფოტებადაა ქცეული თანანას (ამ შემთხვევაში) ევას მიერ.
9. ჩემ განწყობას რაღაც სხვა აღმოხდა :">
მაგრამ მაინც ფიქრის ბუხარი და ორაზროვანი ჭაღი მომეწონა +2
"შენი თითები მინდა ჩემს თმებში," - ჯერ იმის თითებია საჭირო და მერე თმები თავზე.. ორივე თუა მაგარია :დ
ჩემ განწყობას რაღაც სხვა აღმოხდა :">
მაგრამ მაინც ფიქრის ბუხარი და ორაზროვანი ჭაღი მომეწონა +2
"შენი თითები მინდა ჩემს თმებში," - ჯერ იმის თითებია საჭირო და მერე თმები თავზე.. ორივე თუა მაგარია :დ
8. ძალიან თავისუფალი და ღიმილიანი ლექსია... +++ ძალიან თავისუფალი და ღიმილიანი ლექსია... +++
7. ორაზროვანი მზერა აქვს ჭაღსაც...
და თუ რამ მოხდა, ჭერს ჰკითხეთ, ახსოვს... და ჭაღსაც :)
განწყობის ლექსია მართლა ორაზროვანი მზერა აქვს ჭაღსაც...
და თუ რამ მოხდა, ჭერს ჰკითხეთ, ახსოვს... და ჭაღსაც :)
განწყობის ლექსია მართლა
6. დიდი ხანია ასეთი ახალი და კარგი ლექსი არ წამიკითხავს.
დაუფიქრებლად + 2 დიდი ხანია ასეთი ახალი და კარგი ლექსი არ წამიკითხავს.
დაუფიქრებლად + 2
5. ორაზროვანი მზერა აქვს ჭაღსაც, რაღაც მოხდება, ბოლთას ცემს გრძნობა... ორაზროვანი მზერა აქვს ჭაღსაც, რაღაც მოხდება, ბოლთას ცემს გრძნობა...
4. სავსე ლექსია ემოციით და პიკანტურობით... თქვენი წინა ლექსიც მომეწონა, სუფთა ქალურებია )) +2 სავსე ლექსია ემოციით და პიკანტურობით... თქვენი წინა ლექსიც მომეწონა, სუფთა ქალურებია )) +2
3. მოაქვს განწყობა. მოაქვს განწყობა.
2. თამარ! რა ლამაზია,თითქოს სევდიანი,მაგრამ ფინალმა გამაღიმა.. თამარ! რა ლამაზია,თითქოს სევდიანი,მაგრამ ფინალმა გამაღიმა..
1. :) მომეწონა, მშვენიერ განწყობაზე დამაყენა. +2 :) მომეწონა, მშვენიერ განწყობაზე დამაყენა. +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|