ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პოეზია
26 დეკემბერი, 2011


პოვნაა ძნელი

თოვლში აირევა ყველას ნაკვალევი,

ხანდახან ოცნების ბილიკებს ვკარგავთ,

სულ რომ დაიკარგოს ქვეყნად სიყვარული,

შენთვის სულ ცოტას ნამდვილად ვნახავ.

ვნახავ და  გაჩუქებ, ვიცი რომ შენც ცოდავ,

და მაინც  თბილი გაქვს პაწია გული.

ნამდვილი გრძნობა კი ამქვეყნად ცოტაა...

დაკარგვა ადვილია,  პოვნაა  რთული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები