ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეტოჩკა ნეზვანოვა
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2008


დაეშვი - მე ომში მივდივარ! (არც ლექსი და არც თარგმანი)

აჰათ მორგი სისულელე :)
http://gol.ge/index.php?cat=music&search=Strawberry+Fields+forever    - ამას მოუსმინეთ ოღონდ თან აუცილებლად, ეს არის მთავარი მიზანი :D




მომკიდე ხელი,
მინდა რომ დაეშვა, რადგან მე მივდივარ მარწყვების მინდორში
აქ ყველაფერი ირეალურია და ვცდილობ, მაგრამ ვერაფერს ვეჩვევი,

მუდამ წითელი მარწყვების მინდორი

დახუჭე თვალები
გაგიადვილდება ცხოვრება, მაგრამ
,,ვინმედ" ყოფნა უფრო გართულდება
რადგან ვერ გაიგებ რა ხდება შენსგარშემო,
მაგრამ ყველაფერი მალე დასრულდება, რადგან
მე მივდივარ მარწყვების მინდორში

თითქოს ჩემს ხეზე ვერავინ ამოდის,
ანუ - მაღლა ხართ ან უფრო ქვემოთ,
შენ იცი, ჩვენ ვერ ვწყვეტთ, ჩვენ ჩვენთვის
ძაფებზე ვკიდივართ და ვფიქრობ -
- ეს მაინც არც ისე ცუდია
რადგან მე მარწყვების მინდორში მივდივარ

ხანდახან, არა, ყოველთვის ვფიქრობ რომ - მე მე ვარ,
მარგამ იცი, რომ ვიცი, რომ ვოცნებობ
მე ვფიქრობ, მე მჯერა, მე ვამბობ - ,,ხო-ს",
და მერე  ვუარყობ ჩემს ნათქვამ ტყუილებს, ასე რომ....

დაეშვი, მეც აქ ვარ და ომში მივდივარ
მომკიდე ხელი, მე მოგეხმარები,
ტანკში ვზივარ და ხმამაღლა ვმღერივარ
მუდამ წითელი მარწყვების მინდორი...
მუდამ წითელი მარწყვების მინდორი...
მუდამ წითელი მარწყვების მინდორი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს