 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 4 იანვარი, 2012 |
აღარ ვწვავ, აღარ ვწვავ, გულის ცხელ ტაფაზე ერბოკვერცხს ”ოფ-ოფ”-ით! არც გამანაწყენე და არც გამაბრაზე, თოთო გაქვს ფოთოლი!.. ასაკს მყვირალობის ვიცი, რომ ახლავს თან ურჩი მცდელობები. არ ღირს ბოდიალი ამ სულის გადაღმა, მე არ გელოდები! ვეჭვობ, რომ დამთავრდა ერთობ ვერბალური კატა-თაგვობანა. გავერთე ერთგვარად, უწყინარ-ქალურად, გული არ ბორგავდა... ოქროსფერ გოგრაში შებმულ თაგვს მაგონებ, ”აჭენებ” კარეტას. ღამე ყველა კატა რუხია, მე მგონი, ასე ჩანს გარედან... წერტილებს არასდროს ვამრავალწერტილებ, მორჩა და გათავდა! ნუღარ გამოგზავნი ცხელშუბლა წერილებს ”სიამის” კატასთან... 04.01.12
* * * გაცვეთილ გარსს იძრობ, უფრო ნამდვილი ხარ. ხსოვნის მასპინძლობა არც თუ ადვილია. საკვამურს ცად მიაქვს სახლის გულნათხრობი. ბედს სულ არ სცალია, გისრულოს, რაც სთხოვე... გიცინის სარკეში შენი ორეული. დარდი გყავს ასკეტი, გრძნობა კი გრძნეული... დრო და დრო გული ფენს გულნადებს ურითმოდ. რაც თავს გაუფიქრე, არ არის ურიგო. თითქოს და დროს ჩრდილავს ხსოვნიდან ეს ფირი. ვისკის ვსამ სკოტჩით და... მიღიმის შექსპირი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ძალიან ძალიან არაჩვეულებრივია +++ ძალიან ძალიან არაჩვეულებრივია +++
17. ოქროსფერ გოგრაში შებმულ თაგვს მაგონებ, ”აჭენებ” კარეტას. :)))))))))))))))
გაცვეთილ გარსს იძრობ, უფრო ნამდვილი ხარ. ხსოვნის მასპინძლობა არც თუ ადვილია. საკვამურს ცად მიაქვს სახლის გულნათხრობი. რა კარგად წერ , თანანა::))
ოქროსფერ გოგრაში შებმულ თაგვს მაგონებ, ”აჭენებ” კარეტას. :)))))))))))))))
გაცვეთილ გარსს იძრობ, უფრო ნამდვილი ხარ. ხსოვნის მასპინძლობა არც თუ ადვილია. საკვამურს ცად მიაქვს სახლის გულნათხრობი. რა კარგად წერ , თანანა::))
16. დარდი გყავს ასკეტი, გრძნობა კი გრძნეული... ძალიან! ++ დარდი გყავს ასკეტი, გრძნობა კი გრძნეული... ძალიან! ++
15. დარდიმანდულად მოგაქვს სევდაც ეს მიყვარს აქ შობას გილოცავ :) დარდიმანდულად მოგაქვს სევდაც ეს მიყვარს აქ შობას გილოცავ :)
14. თან ვისკი როგორ "მოუხდა" არა?:) თან ვისკი როგორ "მოუხდა" არა?:)
13. დამდეგ შობას მოგილოცავ აქაც...:-* მშვენივრად მოგაქვს განწყობა მკითხველთან... დამდეგ შობას მოგილოცავ აქაც...:-* მშვენივრად მოგაქვს განწყობა მკითხველთან...
12. მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით , სიკეთით და სიხარულით გქონდეთ გული მუდამ სავსე, გკოცნით :* მრავალ შობა-ახალ წელს დაესწარით , სიკეთით და სიხარულით გქონდეთ გული მუდამ სავსე, გკოცნით :*
11. "აღარ ვწვავ, აღარ ვწვავ, გულის ცხელ ტაფაზე"<<<კითხვა დასრულებულია! 0. "აღარ ვწვავ, აღარ ვწვავ, გულის ცხელ ტაფაზე"<<<კითხვა დასრულებულია! 0.
10. წერტილებს არასდროს ვამრავალწერტილებ, მორჩა და გათავდა! ამის გაკეთება არაა ადვილი, მაგრამ შენ შეგიძლია, ასე ჩანს შენი ლექსებიდან:) და ლალის ვეთანხმები, უხდება შენს ლექსებს ეს ზომიერი თვითირონია და სარკაზმი, არც ეს შეუძლია ყველას:) დამდეგ შობას გილოცავ!:* წერტილებს არასდროს ვამრავალწერტილებ, მორჩა და გათავდა! ამის გაკეთება არაა ადვილი, მაგრამ შენ შეგიძლია, ასე ჩანს შენი ლექსებიდან:) და ლალის ვეთანხმები, უხდება შენს ლექსებს ეს ზომიერი თვითირონია და სარკაზმი, არც ეს შეუძლია ყველას:) დამდეგ შობას გილოცავ!:*
9. მე მომეწონა ორივე ლექსი და ლალისაც ვეთანხმები... მრავალ ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავთ :) :) მე მომეწონა ორივე ლექსი და ლალისაც ვეთანხმები... მრავალ ახალ წელს და დამდეგ შობას გილოცავთ :) :)
8. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 4
7. .. ასაკს მყვირალობის ვიცი, რომ ახლავს თან ურჩი მცდელობები.
მოხდენილადაა ნათქვამი:) .. ასაკს მყვირალობის ვიცი, რომ ახლავს თან ურჩი მცდელობები.
მოხდენილადაა ნათქვამი:)
6. მე კი მომეწონა. უბრალოდ ეს ირონია და თვითირონია და დახვეწილი სარკაზმი ... და ლექსი რომ ვნახე შვილიშვილზე .. ხანდახან ამ ჩვეულებრივი და გულიდან წამოსული ემოციების ჩვენება ასე ღიად ..ანუ ეს რომ შეგიძლია რა კარგია..
მე კი მომეწონა. უბრალოდ ეს ირონია და თვითირონია და დახვეწილი სარკაზმი ... და ლექსი რომ ვნახე შვილიშვილზე .. ხანდახან ამ ჩვეულებრივი და გულიდან წამოსული ემოციების ჩვენება ასე ღიად ..ანუ ეს რომ შეგიძლია რა კარგია..
5. არცერთი არ მომეწონა მიღიმის შექსპირი :დ არცერთი არ მომეწონა მიღიმის შექსპირი :დ
2. ..."ან თაისი და ალკიპიადე სად გაიტაცეს დროის ცხენებმა?"... ..."ან თაისი და ალკიპიადე სად გაიტაცეს დროის ცხენებმა?"...
1. ღამე ყველა კატა რუხია, მე მგონი, ასე ჩანს გარედან... წერტილებს არასდროს ვამრავალწერტილებ, მორჩა და გათავდა!- სერიოზული განაცხადია!
ღამე ყველა კატა რუხია, მე მგონი, ასე ჩანს გარედან... წერტილებს არასდროს ვამრავალწერტილებ, მორჩა და გათავდა!- სერიოზული განაცხადია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|