ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტურაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2012


ბახტაძეს

გულს დამწოლია ნისლები,
დარდებმა გამითავისა,
დილით ადგომა არა მწადს,
არცა გახელა თვალისა.

დაკარგული მაქვ ხალისი,
საქმის კეთების კარგისა,
შემყურე ამდენ ავისა,
მაძებარ გავხდი შარისა.

ერთი-ღა დამრჩა საამოდ,
სმენა ბახტაძის ქალისა,
ვენაცვლე მაგ ჩემს დაიკოს,
ლექსის მთქმელია კარგისა.

გულს მოედება მალამოდ,
სიტყვები მოსდის თაფლისა,
მასთან ლექსობის დროს ვნატრობ,
გაჩერებას იმ წამისა.

დანახვა უნდა სიკარგეს,
კარგად გახელა თვალისა,
ამ მუხთალ წუთისოფელში,
სიკეთე აღარ ყვავისა.

ბულბულის მღერას ურჩევნავთ,
საზარელ ჩხივილ ყვავისა,
სიტურფით ავსილ მდელოზე,
ვირებს აჭმევენ ყვავილსა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები