ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კჭ..
ჟანრი: პოეზია
9 იანვარი, 2012


რად მოიწყინეთ ფშავლებო

     
  შუაფხოს ლურჯა ცაზედა
  ჩამწკრივებულან ღრუბლები
  რად მოიწყინეთ ფშაველნო
  რად ჩაგიკეტავთ შუბლები.

        რატომ დადუმდა მთის კომლნი
        ზამთარი მოდგა კარზედა
        აღარც ის მწყემსი ბიჭი სჩანს
        ბატკანი რო ჰყავს მხარზედა

აღარც ფანდურის ხმა ისმის
მისი ლამაზი ნოტებით
აცივდა მთის ფერდობებზე
გათეთრდა ნაძვის ტოტები

      თქვენ კი ამაყო ფშაველნო
      ვინცა ხართ მუდამ მთაშია
      იხარეთ არ შეგპარვოდეთ
      ღერი ჭაღარა თმაშია

ღამე კი ისმის არაგვთან
მშიერი მგლისა ყმუილი
რით გაიმედოთ მთის შვილნო
არა მწადიან ტყუილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები