ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აჯუპე
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2012


*** *

ლექსი დავწერე პატარა,
ჩემი ოცნების ხიდი;
ლექსი დავწერე პატარა,
რომ ყოფილიყო დიდი.
ამ ლექსში ჩავდე ოცნება ,
ჩემი გრძნობები გიჟი,
ლექსი მინდოდა მეწერა
პატარა, არა დიდი.
ალბათ გგონიათ  დავწერე,
რაღაც ძალიან მშვიდი.
რადგან პატარა ლექსია
ყველას გონია მწირი.
არადა ის ხომ დიდია,
გრძნობა ვაქსოვე შიგნით,
უბრალოდ ლექსი მინდოდა
პატარა, არა დიდი.
დავდივარ სხვის ნაკვალევზე
იქნებ ვიპოვო ხიდი,
ლექსი... რომელსაც გადავაკეთებ
და ის გამოვა დიდი.
ლექსი მინდოდა  მეწერა
პატარა არა დიდი,
დავტოვებ ისევ ჩემს ლექსს პატარას
აზრი ექნება დიდი...
(მ.კ.)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები