 | ავტორი: ბექზა ჟანრი: პოეზია 18 იანვარი, 2012 |
გაფუჭებული კბილივით ვერ ვთმობ მტკივან სულს. ძვლებზე ვუმაგრებ ფესვებს. ვებღაუჭებით: მე - მას, ის - ჩემს ხორცს, - ასე ვუახლებთ იმედსაც ნერვებს...
ეს ცხოვრება კი, როგორც დანტისტი, თითქოს მამშვიდებს: -"სულში ჩირქია!", მე კი, სულელი და მიამიტი... ვზივარ და ვუცდი ჩემს მკვლელს - პირღია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|