ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2012


  ჩამოტვირთვა

ჩემი რვეულია

როცა პოეზია ასე ნეტარია,
როცა სისპეტაკით სული გაილია,
როცა მარტოობაც ასე ეულია,
ლექსად დაილია!
როცა სინამდვილე მკაცრი, გრძნეულია
როცა ერთგულება ლამის სნეულია
როცა სიყვარულიც გადარეულია,
ჩემი სხეულია
ასე მდუმარებით, ასე სასოებით,
ჩუმად რომ ცახცახებს!
ასე, რომ ივსება მგზნებარე ლექსებით
ჩემი რვეულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს