ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სპილუკა
ჟანრი: პროზა
1 ოქტომბერი, 2008


ქართულ ყაიდაზე მოყოლილი უცხო ტომის ამბავი

(ანუ ჟაკის ერთი უპასუხო კითხვა)

მოხვედი შვილო?..
ახალი ხორცი მოიტანე?..
გენაცვალოს დედა...
აი, შვილო! შენ ძმას უყურე და ისწავლე!..
ხედავ, რა მონადირე დადგა?!.
შენც მოდი, კაცო!.. მოდი, ნახე!..
შენმა შვილმა პირველი ნანადირევი მოიტანა...
მოდი, დაკვლაში მიეხმარე!..
დაუკავე მაინც, ვერ ხედავ, ჯერ კიდევ ფართხალებს!..
დედა შემოგევლოს, ჩემი ვაჟკაცი...
ძან დაიღალე შვილო?..
ეხლავე მოვამზადებ ყველაფერს...

აბა, დიდი პირი გააღე...
ოო, ასე, გენაცვალოს დედა...
ხომ გინდა, რომ ძმასავით ძლიერი იყო?!.
ამისათვის კარგად უნდა ჭამო...
დედა გენაცვალოთ ორივეს...
ხედავ, შენი ძმა და მამაშენი როგორ ჭამენ?!.
მამაშენს კბილები აღარ შერჩა, მაგრამ მაინც რა დღეშია, ხედავ?!.
ამიტომაც არიან ასეთი ძლიერები...
შენც ეგეთი უნდა გაიზარდო...
ჩემო პატარა იმედო...
მამაშენი, ერთ დროს, დიდი მონადირე იყო...
სოფელში ყველას ჯობდა...
მშივრები არასოდეს დაუტოვებივართ მე და შენი ძმა...
ახლა, ჩვენზე, უკვე შენი ძმა ზრუნავს...
გენაცვალოს დედა, ჩემი ვაჟკაცი შვილი...
რომ გაიზრდები და დავაჟკაცდები მერე შენც ინადირებ...
მაგ დღეს მალე მოვესწრებოდე, ნეტა შენ რომ პირველ ნანადირევს მოიტან სხლში...
ჭამეთ შვილებო, ჭამეთ...
გენაცვალოთ დედა...
გაძლიერდით და დავაჟკაცდით ჩემო თვალის ჩინებო...

ჟაკი მოგზაური იყო და ავსტრალიის ჯუნგლებში ექსპედიციას ჩამოყვა. ბევრი რამ ნახა გასაოცარი და ლამაზი. ჯუნგლებისა და იქაური ტომების ადათწესების შესწავლას არაფერი ერჩია. ერთხელ ისე აღმოჩნდა ადგილობრივი ტომის, ერთ-ერთი სოფლის ბელადის ოჯახში, სუფრასთან, რომ უარის თქმა ვერღარც კი მოახერხა. საშუალება რომ მისცემოდა, ალბათ, მოუცლელობას, ან რაიმე გადაუდებელ საქმეს მოიმიზეზემდა, მაგრამ მას არც კი დაეკითხნენ, ისე მიიყვანეს ბელადთან სახლში.
სახლში სტუმარი მხოლოდ ჟაკი იყო, დანარჩენი ოჯახის წევრები იყვნენ - თვით ბელადი, მისი მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი, უკვე ზრდასრული მამაკაცი, ჩამოყალიბებული მონადირე გახლდათ, ხოლო უმცროსი, ჯერ სულ პატარა იყო და დედა ხელით აჭმევდა საჭმელს.
ჟაკი იუმორით გაჟღენთილი ადამიანი იყო და ნებისმიერ სიტუაციაში ხუმრობას ცდილობდა, მაგრამ ამ ტომის ენის შესწავლა ახალი დაწყებული ჰქონდა და ამიტომ მასპინძლებს მან, დამტვრეული, ფრანგული აქცენტით, მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა.
- უკაცრავად, მე, თქვენ სადილი, თუ ვახშამი?
შეიძლება დამტვრეული აქცენტი გამო, უფრო კი იმის გამო, რომ ბელადის ოჯახში სადილისა და ვახშლის მნიშვნელობა არ იცოდნენ, რამეთუ ისინი მაშინ მიირთმევდნენ საჭმელს, როცა ოჯახის რომელიმე წევრი ნანადირევს მიიტანდა, ჟაკის ეს ერთადერთი კითხვა სამწუხაროდ უპასუხოდ დარჩა და მან ვერც კი გაარკვია, ის სადილად მიირთვეს, თუ ვახშმად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები