ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მოხუცი ასტრონომი
ჟანრი: პოეზია
25 იანვარი, 2012


  ჩამოტვირთვა

ამ საუკუნეს ოცდამეერთეს ჰყავს სხვა ცხენები და საერთოდ სულ სხვა მეეტლე.......

გამარჯობას გითვლით ყველას
მოვიმარჯვებ ფუნჯს და მელანს
წერილს მოგწერთ, მეგობრებო
ვიდრე დამეღლება ხელი
ცხოვრებისგან სხვას არაფერს
მე მხოლოდ სიყვარულს ველი

ფიცი არავისთვის მიმიცია 
სიტყვის კონად შეკვრა ბევრმა იცის                               
მიყვარს ყველა კარგი ტრადიცია
ბევრიც იჩემებს დიდ პოეტობას                   
არ სჭირდება მტკიცება და ფიცი             
წრფელ გულიდან ამომავალ გრძნობას

გავატანოთ ქარებს დარდთა ფარა
ნუ გვრცხვენია ვთქვათ ხმამაღლა არა!
სიყვარული გადაგვარჩენს მხოლოდ
სიცრუე და ორპირობა კმარა!
         
            მიხარია, მეგობარო, მიხარია
      განა მართლა ყველაფერი სიზმარია
    ის, რაც იყო გუშინ, დღეს მხოლოდ წარსულია
წარსულს ვინც მისტირის, მისი საქმე წასულია

დღევანდელ დღეს ნუ დავაბამთ წარსულის ჯაჭვებით
დროა დავივიწყოთ ბოღმა და ეჭვები
ლექსიც დავწეროთ და სიმღერაც ვიმღეროთ,
ჭიქაც ავწიოთ წინაპართა მოსაგონებლად
მაგრამ გვახსოვდეს, რომ საუკუნეს ოცდამეერთეს
ჰყავს სხვა ცხენები და საერთოდ სულ სხვა მეეტლე............

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს