ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შალვა
ჟანრი: პოეზია
19 თებერვალი, 2012


მზის სხივის ლექსი

მე მიხაროდა რომ თენდებოდა,
მზის სხივი ვარ და  მოვქროდი შენთან,
შეგიჭყიტებდი და  იმ შენს ღიმილს
წამოვიღებდი საჩუქრად მზესთან.

მაგრამ ღრუბელი შემომხვდა გზაში,
შენთან არ მიშვებს და თვალებს მიკრავს.
სანამ დამკოჭა და გამაჩუმა,
მე მოვასწარი რომ მეთქვა: მიყვარ...
                                                          14.02.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები