ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
7 თებერვალი, 2012


ზამთრის მიწურულს

ჰაეროვანი გაქრა გრაცია...
ქარი ტოტივით მოგტეხავს გამხმარს.
გაზაფხული კი ისე გაცვია,
თითქოს საზამთროდ შემოგინახავს.

თოვლივით დნება ფაფუკი ხიბლი,
შენ კი გწადია კვლავ ნორჩი გერქვას.
შენ დაგეძებდა: გაზაფხულს ირგვლივ,
ზამთრის ფუტკარი – მაისის ნექტარს.

ახლა კი დნები – ხმელ ტოტზე თრთოლვით,
– როგორ გაშინებს ცივი სისველე...
გცვივა ცრემლები შეცვლილი ფორმით,
გცვივა და სევდას გინაცრისფერებს.

ჰაეროვანი გაქრა გრაცია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები